საცხოვრებელი გარემო

საცხოვრებლის ენერგოეფექტური დაგეგმარება, როგორც ტემპერატურის კონტროლის საშუალება

სამეცნიერო საზოგადოებაში, შენობის კარგად განვითარებული კონცეფციები ხელს უწყობს თერმულად ეფექტურ, დაბალენერგეტიკული შენობების მიღებას.

1250

ძირეულად გავიგოთ, რა გავლენას ახდენს სითბო, ჰაერი და ტენიანობა ჩვენს კლიმატზე, გვქონდეს წარმოდგენა თერმულ მასაზე - ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია ნებისმიერ შენობაში ტემპერატურა ვარეგულიროთ. სითბო ზამთარში და სიგრილე ზაფხულში - როგორ მოვაწყოთ შენობები ისე, რომ მივიღოთ ენერგოეფექტური ტემპერატურა ოთხივე სეზონის განმავლობაში? როგორ მოქმედებს თერმული მასა, იზოლაცია, მინის დაჩრდილვა და ვენტილაცია შენობის დიზაინსა და კონსტრუქციის ხარისხზე? კვლევების მიხედვით ზუსტად ამ კორელაციის პოვნაა ზემოთ დასმულ კითხვაზე პასუხი. სამეცნიერო საზოგადოებაში, შენობის კარგად განვითარებული კონცეფციები ხელს უწყობს თერმულად ეფექტურ, დაბალენერგეტიკული შენობების მიღებას. ეს გარკვეულწილად დაკავშირებულია ზამთარში სითბოსა და ზაფხულში სიცივის შენარჩუნებასთან.

წყარო: pinterest.com
წყარო: pinterest.com

გავატაროთ ზამთარი თბილად - ამისთვის ყველაზე ეფექტური და სწრაფი არჩევანი გაზის გამათბობლებია. ეს საუკეთესო აღჭურვილობაა, როცა საქმე ფასს, ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას ეხება. აქვე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ოთახს კარგი ვენტილაციის სისტემა უნდა ჰქონდეს. სტანდარტულად, გაზის გამათბობლები უფრო ძვირი ღირს და შედარებით დიდხანს ძლებს, ვიდრე სხვა გათბობის საშუალებები. ქვანახშირის, ხის და პარაფინის გამათბობლები მარტივად ხელმისაწვდომია, მათზე არა მარტო გათბობა, არამედ საჭმლის მომზადებაც კი შეგიძლიათ, თუმცა უსაფრთხოების მხრივ პრობლემები შეიძლება მოჰყვეს. რაც შეეხება ზაფხულში სიცივის შენარჩუნებას, მიჰყევით ამ რჩევებს: ფანჯრებზე ჟალუზები დააყენეთ. ეს უკანასკნელი სითბოს 80%-ით ამცირებს. ჭერზე დამონტაჟებული ვენტილატორი შენობაში ტემპერატურას არ ამცირებს, ის თანაბრად ანაწილებს სითბოს. მისი შერჩევისას გაითვალისწინეთ ორი რამ: ძლიერი მოტორი და სამმაგი კონდესატორი. რაც შეეხება კონდიციონერს, ის დიდ ენერგიას მოითხოვს.

წყარო: homeimprovementpages.com
წყარო: homeimprovementpages.com

ზამთარში სითბოს და ზაფხულში სიცივის შესანარჩუნებლად, იატაკის მატერიებზე დაკვირვებაც გამოგადგებათ. ამ შემთხვევაში აუცილებელია ეს უკანასკნელი ჩვენს კლიმატს შევუსაბამოთ. მსუბუქ მატერიებს შედარებით დაბალი თერმული მასა აქვთ და სითბოს ნაკლებად იწოვს. ტენიანობა კიდევ ერთი ფაქტორია, რადგან ზოგიერთი მასალა ნოტიო კლიმატისთვის არაა შექმნილი და მაცხოვრებლებში ალერგიაც კი შეიძლება გამოიწვიოს. ვინილის, ლინოლეუმისა და კორპის მასალები ნებისმიერი კლიმატისთვის არის შესაფერისი. თუმცა ზამთრისთვის არცერთ მათგანს არ გირჩევდით, რადგან ისინი სითბოს არ ინახავს. მყარი ხის იატაკი არ იგროვებს სითბოს, თუმცა ზამთარში არც ისეთი ცივია, როგორც სხვა მატერიები. ბუნებრივი ქვა კი დღის განმავლობაში სითბოს შეიწოვს, თუმცა ღამით მალევე ცივდება.

წყარო: homeimprovementpages.com
წყარო: homeimprovementpages.com

ჩვენ გირჩევთ

საცხოვრებელი გარემო

ეკოლოგიურად სუფთა გარემოს უპირატესობები, ანუ რა სარგებლობა მოაქვს მწვანე საფარს

საზოგადოების ნაწილს უჭირს მთლიანად გაითავისოს ეკოლოგიური პრობლემები, თუმცა მათ გადაჭრას განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა დაეთმოს.

1773
ნახე მეტი
საცხოვრებელი გარემო

ჰაი ლაინ მოძრაობა და ურბანული გამწვანების აუცილებლობა

სწორედ უნიკალური მიდგომა და ურბანული სივრცის განსაკუთრებულობის გათვალისწინებაა საჭირო იმისთვის, რომ ქალაქის პრობლემები სწორად გადავჭრათ

1723
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575