ჰაი ლაინ მოძრაობა და ურბანული გამწვანების აუცილებლობა
სწორედ უნიკალური მიდგომა და ურბანული სივრცის განსაკუთრებულობის გათვალისწინებაა საჭირო იმისთვის, რომ ქალაქის პრობლემები სწორად გადავჭრათ
მე-19 საუკუნიდან, ქალაქების არნახულ განვითარებასთან ერთად, ნათელი გახდა, რომ ბუნებასთან კავშირის გარეშე ადამიანის არსებობა წარმოუდგენელი ხდებოდა. ამიტომაც, ქალაქგეგმარებასთან ერთად, განვითარდა ურბანული ლანდშაფტის დიზაინი, რაც თავის თავში პარკებისა და სკვერების მოწყობას გულისხმობს. უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქს მწვანე საზოგადოებრივ სივრცეთა სისტემა სჭირდება და არა კუნძულოვანი გამწვანება. ასეთი ”პარკების სისტემა“ მე-19 საუკუნეში შეიქმნა: მისი მაგალითია ცენტრალური პარკი ნიუ იორკში და პროსპექტ პარკი ბრუკლინში. ურბანულ გარემოში ბუნების შემოტანის ტექნიკის თავისებურებები გამოწვეულია იმით, რომ მწვანე საფარის ფუნქცია ქალაქში ძალიან იცვლება. ყველა ხესა თუ პატარა სკვერს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უბნისა და მთლიანად ქალაქის ეკოლოგიისთვის. თანამედროვე არქიტექტურა მწვანე სივრცეს უყურებს როგორც სოციალურ სივრცეს, რომელიც ქმნის ჯანსაღ საზოგადოებას, სწორად დაგეგმარებულ ქალაქსა და საცხოვრებლად კომფორტულ სივრცეს.

ეკონომიურობისა და კომპაქტურობის ტრენდმა არამხოლოდ არქიტექტურაში, არამედ დიზაინშიც დაიმკვიდრა თავი, ამიტომაც ლანდშაფტის დიზაინერები ცდილობენ გამწვანება ურბანულ გარემოში რაც შეიძლება ორგანულად შეიყვანონ. ამის საუკეთესო მაგალითი კი ჰაი ლაინ პარკია. ჰაი ლაინ პარკი, იგივე ჰაი ლაინი, როგორც მას ნიუ იორკელები უწოდებენ, რამდენიმე ეტაპისგან შემდგარი მსხვილი ლანდშაფტური პროექტია, რომელიც ყველას ყურადღებას იპყრობს თავისი განსაკუთრებულობით. 2,3 კილომეტრი სიგრძის პარკის არაჩვეულებრიობა იმაში მდგომარეობს, რომ პარკი გაშენებულია ნიუ იორკის ცენტრალურ რკინიგზაზე, უფრო ზუსტად, კი მის გაუქმებულ ნაწილზე. ნიუ იორკის პარკებისა და რეკრეაციის დეპარტამენტისთვის, ინსპირაცია პარიზის ცნობილი პარკი, პრომენად პლატე გამოდგა, სადაც უკვე ქონდათ ქალაქის რკინიგზის გამოუყენებელი ნაწილის რეკრეაციულ ზონად გადაკეთების გამოცდილება. ჰაი ლაინის პირველი ეტაპის მშენებლობა 2006 წელს დაიწყო.
ჰაი ლაინი ურბანული გამწვანების სწორი მაგალითია: ქალაქის ძველი პრიორიტეტი ახლით ძალიან ორგანულად ჩანაცვლდა. სწორედ ამ პროქტმა დაუდო სათავე დიზაინერების გაერთიანებას, რომლებიც სხვადასხვა ქალაქებს ურჩევენ თუ, როგორ გადააკეთონ მათთან არსებული მიტოვებული ინფრასტრუქტურული პროექტები საზოგადოებისთვის მიმზიდველ ადგილად. ამ გაერთიანებას ჰაი ლაინ ნეთვორქი ქვია და მოიცავ დიზაინერების, არქიტექტორების, საზოგადოების ლიდერების კავშირს, რომლებიც შთაგონებულნი არიან ჰაი ლაინ პროექტით და სურთ ისეთ დიდ ქალაქებში, როგრიცაა ლოს ანჯელესი, ატლანტა ვაშინგტონი და სხვ. გამოუსადეგარი საჯარო სივრცეები გამწვანებულ, ჯანსაღ ადგილებად აქციონ.
7 თვიანი დიზაინერული შეჯიბრის შემდეგ არქიტექტურულმა კომპანია OMA-მ, ლანშშაფტის არქიტექტორებთან ერთად შექმნეს ვაშინგტონითვის პირველი ამაღლებული პარკის გეგმა, რომელიც გადაკვეთს მდინარეს. ეს პარკი მაცხოვრებლებს მოემსახურება როგორც ხიდი და ამავდროულად იქნება საჯარო ივრცე, სადაც ჩატარდება ხვადასხვა ფესტივალები და წარმოდგენები. რა თქმა უნდა, პარკი ეკო-მეგობრული დიზაინისაა. მას ორივე მხრიდან ექნება ჩანჩქერები, რომლებზეც დამონტაჟებული იქნება თანამედროვე ფილტრაცია მდინარის გასაწმენდად.
ალბათ, სწორედ უნიკალური მიდგომა და ურბანული სივრცის განსაკუთრებულობის გათვალისწინებაა საჭირო იმისთვის, რომ ქალაქის პრობლემები სწორად გადავჭრათ და ჩვენს ქალაქსაც დავუბრუნოთ მწვანე, ჯანსაღი და საინტერესო საზოგადოებრივი სივრცეები.
ჩვენ გირჩევთ
ქალაქგეგმარების არსი და მისი მნიშვნელობა ურბანული გარემოს განვითარებაში
ისტორიულად, ურბანული დაგეგმარება ქაოტური მოვლენა იყო. მისი ფესვები გხვდება მესოპოტამიურ, ეგვიპტურ და ინდის ცივილიზაციაში, ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე 3 ათასი წლით ადრე.
როგორია კლიმატური ცვლილებების გავლენა ეკოლოგიაზე და რას უნდა ველოდოთ მომავალში
ცოცხალი არსებები ფიზიკური გარემოში არსებობენ, ამ უკანასკნელის უმნიშვნელო ცვლილებაც კი, მათზე დიდ ზეგავლენას ახდენს.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7