შექმენით შთამბეჭდავი გარემო მარტივად - დეკორირების მნიშვნელობა ინტერიერის დიზაინში
ზოგიერთ ჩვენგანს, რედეკორირებისა თუ რემონტის დროს თავში უამრავი ახალი იდეა ებადება, რომლის განხორციელებაც სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს.
უკვე დაწყებული რემონტი თითქოს დროსა და სივრცეში გაშლილი ვორტექსია, რომელისგან თავის დაძვრენა დიდ ოსტატობას და ძალიან ბევრ ფულს მოითხოვს. თუ თქვენ ის შემაწუხებელი მეზობელი ხართ, რომელიც რემონტს უბრალოდ კედლის შეღებვით იწყებს და გეგმარების მთლიანი შეცვლით ამთავრებს, ეს პოსტი თქვენ გეძღვნებათ. ზოგიერთ ჩვენგანს, რედეკორირებისა თუ რემონტის დროს თავში უამრავი ახალი იდეა ებადება, რომლის განხორციელებაც უცებ სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. თუ ძალიან გიყვართ გარემოს მუდმივი ცვლილება და თითქმის არასოდეს ხართ კმაყოფილი მიღწეული შედეგით, უკვე ბევრჯერ შეცვალეთ კედლის ფერი, მაგრამ თავში მაინც ოთახების გადატიხვრის და ღიობების ამოშენების ჯერ კიდევ განუხორციელებელი პროექტები გიტრიალებთ, დროა რედეკორირება ისწავლოთ. რემონტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, უბრალოდ ჩვენი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებაა: ბინა უნდა გავხადოთ უფრო კომფორტული, უფრო ესთეტიური, ჰარმონიული მოკლედ რომ ვთქვათ უკეთესი. უკეთესი, ვიდრე იყო და უკეთესი, ვიდრე სხვებს აქვთ. რა თქმა უნდა, ესთეტიკის გამო მტვერის სქელ ფენას და ცარიელ საფულეს რომ არ უშინდებით გმირული საქციელია, თუმცა, ხშირად ეს საჭირო არცაა და შთაბეჭდილებების შექმნა უბრალოდ რედეკორირებითაც შეიძლება.

ინტერიერის დეკორატორები გვასწავლიან, როგორ უნდა მოვახდინოთ წარუშლელი შთაბეჭდილება ვიზიტორზე რამდენიმე მარტივი ხერხით. პირველ რიგში, უნდა გააცნობიეროთ, რომ სიმბოლიზმი და რიტმი თქვენს სახლს უფრო მეტ მისტიკას და საკრალურ იერს შესძენს და ყველაფერს თვალისთვის უხილავ წესრიგში მოიყვანს. სწორედ ამ მოსაზრებას მიყვება ახალი ტრენდი, რომლის მიხედვითაც დეკორი თუ ხელოვნების ნიმუში, ინტერიერში რიცხობრივ რიტმს უნდა მიყვებოდეს. ყველაზე მარტივი მაგალითი ამისა არის სურათის, ფერწერული ტილოსა თუ დიდი ფოტოგრაფიის პანელებად დაყოფა, და კედლის ზედაპირზე განთავსება. ბალიშების შესაბამისად გადანაწილება და ასე შემდეგ. აღსანიშნავია, რომ დეკორატორი აიზენი ამბობს, პანელი 3 ცალი უნდა იყოს და საერთოდ, დეკორაციაში ტრიო ძალიან ეფექტურია.
აიზენის აზრით, კიდევ ერთი რამ, რაც თქვენს სტუმრებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს ხალიჩაა. ეს ხერხი ძალიან ინდივიდუალურია, თუმცა დეკორატორის მტკიცებით, ოთახის გაფართოების ოპტიკური ილუზია დიდი ხალიჩითაც მშვენივრად მიიღწევა და თუ სავარძლების უკან სარკეებს მოათავსებთ, ნათელ ფერთა გამას აარჩევთ და დიდ, რბილ ხალიჩას დააგებთ იატაკის ზედაპირზე, სივრცე ერთი-ორად გაიზრდება.
სივრცის კომპოზიციურად შეკვრაში დაგეხმარებათ ერთგვარი შემკრები წერტილი, ფოკუსი, რომელიც ძირითადად დეკორაციაა და ფერით, ფორმით ან ზომით განსხვავდება სხვა საგნებისგან. სწორედ ეს ხდება ერთგვარი შემკრები წერტილი, საიდანაც თვალი სივრცის აღქმას იწყებს, რის შესაბამისადაც შეგიძლიათ განალაგოთ ავეჯი, ნივთები და თუნდაც ფუნქციური ზონები. გარდა ამისა, ეცადეთ ოთახი მაქსიმალურად განტვირთოთ პატარა გამოუყენებელი ნივთებისგან, რადგან როგორც აღმოჩნდა, მინიმალიზმი ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და მშვიდ განწყობას იწვევს ადამიანებში.
დეკორირებით ბევრად უფრო მარტივია მიხვდე ზუსტად რა გჭირდება სივრცეში, ხშირად ცვალო საცხოვრებლის იერი და რაც მთავარია შეცვალო ყოველდღიურობა იაფად, მაგრამ საფუძვლიანად. არქიტექტურის მასშტაბურობა სწორედ დეტალებშია.
ჩვენ გირჩევთ
იაპონელი ფლორისტის მაკოტო აზუმას შთამბეჭდავი შემოქმედება
იაპონელი მაკოტო აზუმა, რომელიც არის ყვავილების არტისტი, ბოტანიკური სკულპტორი და „JARDINS des FLEURS“ - ის დამფუძნებელია.
რომელია ის 5 აქსესუარი, რომელიც სახლში აუცილებლად უნდა გვქონდეს?
სახლის დიზაინის შექმნა საკუთარი სურვილების გათვალისწინებით იწყება. სხვადასხვა დეკორატიული ელემენტი თქვენი ხასიათის წარმოჩენას ეხმარება.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7