ცხოვრების სტილი

შობა-ახალი წლის ტრადიციები და მათი წარმოშობის საინტერესო ისტორია

ახალ წელს ადამიანები თავისი კულტურისთვის დამახასიათებელი საახალწლო რუტინით ხვდებიან ხოლმე.

2730

ახალ წელს ადამიანები თავისი კულტურისთვის დამახასიათებელი საახალწლო რუტინით ხვდებიან ხოლმე. ალბათ ყველასთვის საინტერესოა, საიდან მოდის ეს თუ ის საშობაო ტრადიცია და რა აკავშირებთ მათ ერთმანეთთან? ქრისტიანულ რელიგიაში საჩუქრის მიცემის ტრადიცია მაშინ იწყება, როდესაც 3 ბრძენი იესოს ესტუმრა და საჩუქრები უსახსოვრა. მური, გუნდრუკი და ოქრო - აი რა იყო პირველი საჩუქარი ამ ისტორიის თანახმად. არსებობს საჩუქრის მიცემის წარმართული ლეგენდაც. სატურნალიის დროს (ძველ რომში სახალხო დღესასწაული) ბავშვებს ხშირად ცვილის თოჯინებს ჩუქნიდნენ. ეს უკანასკნელნი იმ ადამიანებს წარმოადგენდნენ, რომლებსაც რომაელები სატურნს სწირავდნენ ხოლმე. სატურნალიის დროს ასევე გავრცელებული იყო , გარკვეული ხის ტოტებისა და მცენარეების ჩუქებაც. ისინი სიუხვეს და კარგ მოსავალს განასახიერებდნენ.

წყარო: wallpapersxl.com
წყარო: wallpapersxl.com

სანტას წარმოშობის ისტორიას, ხშირად წმინდა ნიკოლოზამდე მივყავართ. თუმცა არსებობს ალტერნატიული ისტორიებიც. მაგალითად, გერმანელი სინტერკლაასი იცვამდა წითელი და თეთრი ფერის ტანსაცმელს და ეპისკოპოსის ქუდიც ეხურა. მას ჰყავდა დამხმარე ელფი, რომელსაც შავი პიტერი ერქვა. მისი ისტორია ძალიან ბნელ ლეგენდას ეფუძნება, რომლის მიხედვით შავი პიტერი დაუმორჩილებელ ბავშვებს სასტიკად სჯიდა. ოდინი სანტა კლაუსის ერთ-ერთი ინსპირაციაა. ლეგენდების თანახმად, შობის დღეს ის დღესასწაულს აწყობდა და ჰყავდა ლეგენდარული 8 ფეხის მქონე ულაყი - სლეიპნირი. თანამედროვე სანტა კლაუსი ამერიკულ ფოლკლორში მე-18 საუკუნის ბოლო ხანებიდან გვხვდება. რასაც, თავის მხრივ, ძალიან გრძელ და საინტერესო ლეგენდების სიამდე მივყავართ.

წყარო: sintinamsterdam.nl
წყარო: sintinamsterdam.nl

წინდების შენახვის ტრადიციის ფესვები მეოთხე საუკუნეში წმინდა ნიკოლოზის სახელთან ასოცირდება. მას სჯეროდა, რომ ბავშვების ცხოვრება მხიარული და დაცული უნდა ყოფილიყო. მაგრამ იმ დროს პატარა გოგონები და ბიჭები, უკვე 10 წლიდან მძიმე სამუშაოს ეწეოდნენ. წმინდა ნიკოლოზი მათ სახლში დამზადებულ საჭმელებსა და ტანსაცმლებს ჩუქნიდა. პრობლემა იყო ის, რომ მან არ იცოდა სად დაეტოვებინა საჩუქრები ისე, რომ ბავშვებს ეპოვათ. ერთხელ მან დაინახა გოგონები, რომლებიც წინდებს ბუხართან კიდებდნენ. ზუსტად აქედან მოდის წინდებში საჩუქრის დატოვების ტრადიცია და ხშირად წითელი წინდები ახალი წლის სიმბოლოცაა ხოლმე.

წყარო: reference.com
წყარო: reference.com

თანამედროვე ნაძვის ხე თავისი წინაპრისგან განსხვავდება. დღესდღეობით, ჩვენ ხელოვნურ ხეს ათასგვარი განათებით და ორნამენტით ვრთავთ ხოლმე. ადრე კი აუცილებელი იყო, რომ ხე ბუნებრივი ყოფილიყო. ასევე მას ვაშლებით და კაკლებით რთავდნენ. ნაძვი აირჩიეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის იყო უკვდავების და სიძლიერის სიმბოლო. მარადმწვანე ხეს იგივე დატვირთვა ჰქონდა ეგვიპტელებისთვის, ჩინელებისა და ებრაელებისთვის. რენესანსის პერიოდში ხის მორთულობას მეტი ყურადღება დაუთმეს. პროტესტანტული რეფორმაციის შემდეგ კი ნაძვის ხეები, პროტესტანტულ სახლებსა და კათოლიკურ შობის სცენებში შეგხვდებოდათ.

წყარო: pinterest.com
წყარო: pinterest.com

ჩვენ გირჩევთ

ცხოვრების სტილი

ტრადიციული და განსაკუთრებული საზაფხულო ფესტივალები მსოფლიოს გარშემო

ფესტივალები ცოცხალი მუზეუმებია, რომლებიც კარგად გადმოგვცემენ სხვადასხვა ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს.

1399
ნახე მეტი
ცხოვრების სტილი

რატომ არის ჰობი ადამიანისთვის აუცილებელი და რა გავლენა აქვს მას ჩვენს ცხოვრებაზე?

როგორც სხეულის სიჯანსაღისთვისაა აუცილებელი ფიზიკური ვარჯიში და განტვირთვა, ასევე აუცილებელია ტვინისთვის დასვენება და ყურადღების სასიამოვნო რამეზე გადატანა.

8118
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575