ცხოვრების სტილი

ჩვენს გარემოში მცხოვრები ცოცხალი არსებები და მათი დადებითი გავლენა ადამიანზე

დღეს ჩვენ განვიხილავთ სამ სასიამოვნო ფაქტორს, რომელიც დადებითად მოქმედებს, როგორც ჩვენ გუნება განწყობაზე, ისე მენტალურ და ფიზიკურ სიჯანსაღეზე.

1472

სტრესი, დაძაბულობა, დაღლილობა თან სდევს ჩვენს ყოველდღიურობას და მას აუტანელს ხდის. სწორედ ამიტომ აუცილებელია დღევანდელმა ადამიანმა იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით და ყოველდღიურობა პოზიტიურობით აავსოს. დრეს ჩვენ განვიხილავთ სამ სასიამოვნო ფაქტორს, რომელიც დადებითად მოქმედებს, როგორც ჩვენ გუნება განწყობაზე, ისე მენტალურ და ფიზიკურ სიჯანსაღეზე.

სტრესი, დაძაბულობა, დაღლილობა თან სდევს ჩვენს ყოველდღიურობას და მას აუტანელს ხდის. სწორედ ამიტომ აუცილებელია დღევანდელმა ადამიანმა იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით და ყოველდღიურობა პოზიტიურობით აავსოს. დრეს ჩვენ განვიხილავთ სამ სასიამოვნო ფაქტორს, რომელიც დადებითად მოქმედებს, როგორც ჩვენ გუნება განწყობაზე, ისე მენტალურ და ფიზიკურ სიჯანსაღეზე.

წყარო: shutterstock.com
წყარო: shutterstock.com

მათთვის, ვისაც შინაური ცხოველები სახლში ელოდებიან, იმ ბედნიერებისა და სიხარულის გრძნობა, რომელსაც ისინი გვანიჭებენ უცხო არ უნდა იყოს. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ცხოველები არამარტო გვაბედნიერებენ, არამედ ჩვენს ჯანმრთელობაზეც ზრუნავენ. შინაური ცხოველის ყოლა ამცირებს დეპრესიას, სტრესს, დაძაბულობასა და ბრაზს. ასევე, ამ ოთხფეხა არსებების წყალობით ძლიერდება ადამიანის იმუნური სისტემა, რეგულირდება წნევა, იკლებს გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკი. თუ თქვენ უკვე გყავთ შინაური ცხოველი, მაშინ ეცადეთ მასთან უფრო დიდი დრო გაატაროთ. ეს აუცილებლად მოგგვრით შვებას და დაგავიწყებთ ყოველდღიურობისგან მონიჭებულ დაღლას. ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ იმის ბედნიერება, რომ ოთხფეხა მეგობარი გყავდეთ, მაშინ აუცილებლად შეიძინეთ ის. ცხოველების წყალობით, გვინდა თუ არა, ჩვენი ცხოვრების სტილიც უმჯობესდება. ის იქნება თქვენი ოჯახის ახალი წევრით, რომელსაც აუცილებლად ეყვარებით და იზრუნებს თქვენზე.

წყარო: shutterstock.com
წყარო: shutterstock.com

კიდევ ერთი მშვენიერი და საინტერესო ფაქტორი, რომელიც ჩვენზე დადებითად მოქმედებს თევზებია. დღეს-დღეობით ჩვენ შეგვიძლია თავს მივცეთ იმის საშუალება, რომ სახლში ფერადი და ლამი თევზები გვყავდეს. ისინი ხომ ბევრი დადებითი თვისებით არიან დაჯილდოებულნი, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე აისახება. აკვარიუმის თევზებს, აქვთ უნარი შეამცირონ სტრესი და დაძაბულობა. ამას მეცნიერები „აკვარიუმის თერაპიასაც“ უწოდებენ. საკმარისია უბრალოდ უყუროთ, როგორ დაცურავენ თევზები აკვარიუმში და თქვენ დაძლევთ სტრესის და აღელვების შეგრძნებას. ამ ყველაფრის გარდა, ის თქვენ კრეატიულობასა და პროდუქტიულობაზეც მოქმედებს. ამიტომაცაა, რომ დღეს სულ უფრო აქტუალურია, სამუშაო გარემოში აკვარიუმების განთავსება.

წყარო: shutterstock.com
წყარო: shutterstock.com

კიდევე ერთი ფაქტორი, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობას ალამაზებს და ამარტივებს მცენარეებთან ურთიერთობაა. შეიძლება ისინი შინაური ცხოველებივით აქტიურები არ არიან, თუმცა მცენარეებიც ცოცხალი ორგანიზმები გახლავთ, რომლებიც გრძნობენ და ზრუნავენ ჩვენზე. კვლევები ადასტურებენ, რომ სახლის მცენარეებს დადებითი გავლენა აქვთ ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. და მართლაც, ამ მშვენიერ ქმნილებებს შეუძლიათ იმაზე მეტი სარგებელი მოგვიტანონ ვიდრე წარმოგვიდგენია. გარდა იმისა, რომ მცენარეები ასუფთავებენ სახლში არსებულ ჰაერს და გვეხმარებიან უკეთ სუნთქვაში, კვლევებით დასტურდება, რომ მცენარეების გავლენით ადამიანი ებრძვის სტრესს, დაძაბულობასა და შფოთვას. მცენარეებით სავსე გარემო ზრდის სიმშვიდის, სტაბილურობისა და ოპტიმიზმის შეგრძნებას. მატებს ადამიანს თვითრწმენასა და საკუთარი თავის სიყვარულს, რაც საერთო ჯამში მას აბედნიერებს. ნუ დაგეზარებათ მცენარეების შეძენა, დღეს ხომ ისინი აქტიურად გამოიყენება სახლის გასალამაზებლადაც. ხოლო თუ თქვენ პატარა ეზო გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ ბაღის მოშენებით გაირთოთ თავი. გახსოვდეთ, რომ ცხოველები და მცენარეები ადამიანის ცხოვრებისთვის აუცილებელი ფაქტორია, რომელიც ამარტივებს და ალამაზებს მის ცხოვრებას. ასე, რომ მოიფიქრეთ როგორ გსურთ თქვენი ყოველდღიურობის გაუმჯობესება და აუცილებლად დაიხმარეთ ამაში ჩვენს გარემოში მცხოვრები არსებები.

წყარო: olssalibandy.net
წყარო: olssalibandy.net

ჩვენ გირჩევთ

ცხოვრების სტილი

შობა-ახალი წლის ტრადიციები და მათი წარმოშობის საინტერესო ისტორია

ახალ წელს ადამიანები თავისი კულტურისთვის დამახასიათებელი საახალწლო რუტინით ხვდებიან ხოლმე.

2731
ნახე მეტი
ცხოვრების სტილი

სამი მარტივი თერაპია, რომელიც ადამიანზე დადებითად აისახება

ჩვენს გარშემო არსებული დაძაბულობის მოსახსნელად, ალბათ ყველაზე მარტივი ამ სამი თერაპიის ჩატარებაა.

1564
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575