არქიტექტურა

სიმბოლიზმით დატვირთული პოსტმოდერნული მონუმენტური არქიტექტურა თანამედროვე მსოფლიოში

არქიტექტურული ნიმუშების თემა მრავალფეროვანია, მაგრამ დღეს ყველაზე მეტად გენოციდთან, ტერორიზმთან და რეპრესიებთან დაკავშირებული მონუმენტები გვხვდება.

1145

პოსტმოდერნული მონუმენტები სიმბოლიზმის უხვი დატვირთვით გვაკვირვებენ. თანამედროვე დროის არქიტექტურული ნიმუშების თემა მრავალფეროვანია, მაგრამ ამ შემთხვევაში, დღეს ყველაზე მეტად გენოციდთან, ტერორიზმთან და რეპრესიებთან დაკავშირებული მონუმენტები გვხვდება. ემილიო მარინმა და ნიკოლას ნორერომ 2007 წელს ჩილეში საინტერესო მონუმენტი შექმნეს - იმ ქალების გასახსენებლად, რომელთა ხმაც პოლიტიკურმა რეპრესიებმა იმსხვერპლა. მატერიების ეკონომია, მნიშვნელოვანი ობიექტები, ქვა, მინა, განათებები - ამ ყველაფრის ინტელექტუალური და ეფექტური შერწყმა მკვეთრი კონცეპტის მქონე არქიტექტურულ მონუმენტს ქმნის. გაუჩინარებული აქტივისტი ქალების სურათები მემორიალზე ალფაბეტის მიხედვით გამოისახება. ამ მონუმენტს მოიხსენიებენ, როგორც ტრასპარენტულ კედელს. ეს უკანასკნელი არ ყოფს სიცოცხლეს და გვაძლევს საშუალებას ვიყუროთ როგორც წარსულში, ასევე - მომავალშიც.

წყარო: archdaily.com
წყარო: archdaily.com

ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მონუმენტად კი ზაჰა ჰადიდის მიერ შექმნილი ბარნჰემის პავილიონი შეგვიძლია ჩავთვალოთ. დენიელ ბარნჰემი, ჩიკაგოში, ერთ-ერთი ცნობილი პიროვნება იყო. ის ჩიკაგოს ქალაქის გეგმის ერთ-ერთ ავტორადაც გვევლინება. ამ გეგმას ბარნჰემის გეგმასაც უწოდებენ, რომელიც 1909 წელს, ჩიკაგოს ცენტრალურ არეს საზღვრავდა. მისი სახელის მოსაგონებლად, 2009 წელს ჩიკაგოში ზაჰა ჰადიდისა და „UN Studio”-ს მიერ შექმნილი ორი პავილიონი გაიხსნა. ჰადიდის არქიტექტურული პავილიონი აერთიანებს ახალ, ფორმალურ კონცეპტებს ბარნჰემისეულ თამამ, ისტორიულ ურბანულ დაგეგმარებასთან ერთად. სივრცითი სტრუქტურების შეთავსება ბარნჰემის გეგმის ფარულ კვალთან დინამიკურ ფორმას ქმნის. ბარნჰემის პავილიონის სტრუქტურა 7 000-ზე მეტ ალუმინის ხვეულას მოიცავს. არცერთი მათგანი ერთმანეთის იდენტური არ არის. თავად გარსი კი 24 ცალი ინდივიდალური ქსოვილის პანელებისგან არის შექმნილი. როგორც ზაჰა ჰადიდი ამბობდა, ქსოვილი ტრადიციულთან ერთად მაღალტექნოლოგიური მასალაა, რომლის ფორმა პირდაპირ დაკავშირებულია მის შესაძლებლობებთან: ქმნის ლამაზ გეომეტრიას, რომელიც თვითნებური არ არის. ზოგი პავილიონს აღწერს, როგორც „ფუტურისტულ სალაშქრო კარავს“. სტრუქტურის დიაგონალური ხაზები, ბარნჰემის ქალაქის გეგმის რეფლექსიაა.

წყარო: archdaily.com
წყარო: archdaily.com
წყარო: archdaily.com
წყარო: archdaily.com

ტოტალიტარული რეჟიმის დამხობის შემდეგ, ბულგარეთში კომუნისტური ერისთვის დამახასიათებელი მონუმენტები შემორჩა. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია და მათი ავტორების სახელიც ისტორიას არ შემორჩენილა. მაგალითად, მონუმენტი „მეგობრობის ბორცვი“ თრაკიული ბორცვის სიმბოლოა. ის ზემოდან ქვების გვირგვინს მოგაგონებთ. მონუმენტის შიგნით 90-მეტრიანი სკულპტურა დგას, რომელიც ბულგარეთის გათავისუფლებას ეძღვნება. შენობის არქიტექტორებად ლუბიმორ ჩინკოვი და ვლადიმერ რანჯელოვი გვევლინებიან, სკულპტორი კი ლუბომირ დალჩევია. მონუმენტი „მშვიდობის ბანერი“ კი 1979 წელს სოფიაში ჯიორჯ სტოილოვის მიერ აშენდა. ის ბავშვთა ამავე სახელის მოძრაობას მიუძღვნეს. მონუმენტისთვის, დაახლოებით ათასობით ზარი შეიძინეს. 1990 წელს მოძრაობა აიკრძალა, ზოგიერთი ზარი კი მოიპარეს.

წყარო: archdaily.com
წყარო: archdaily.com
წყარო: archdaily.com
წყარო: archdaily.com
წყარო: archdaily.com
წყარო: archdaily.com

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

რევოლუციური ჰაი-ტეკი არქიტექტურაში. სტილი, რომელმაც ჩვენი გარემო შეცვალა!

ჰაი-ტეკი არქიტექტურული რევოლუციის ნაწილია, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოდან დაიწყო. ეს სტილი, ისევე როგორც მოდერნიზმი ახალ ინდუსტრიულ ესთეტიკას, სისადავეში და სიმართლეში ეძებდა.

1564
ნახე მეტი
არქიტექტურა

არქიტექტურის როლი ტურიზმსა და ქალაქის ბრენდირებაში

არქიტექტურა და ქალაქგეგმარება ძალიან დიდ როლს თამაშობს ტურიზმის განვითარებაში.

1332
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575