ახალი, მასიური „LEGO სახლი“ დანიაში ოფიციალურად გაიხსნა
12 000 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე „LEGO სახლი“ დანიაში ოფიციალურად 28 სექტემბერს გაიხსნა. მეორენაირად „აგურის სახლად“ წოდებული შენობა ბილუნდში მდებარეობს, ზუსტად იქ, სადაც LEGO-ს აგური გამოიგონეს.
12 000 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე „LEGO სახლი“ დანიაში ოფიციალურად 28 სექტემბერს გაიხსნა. მეორენაირად „კუბიკების სახლად“ წოდებული შენობა ბილუნდში მდებარეობს, ზუსტად იქ, სადაც LEGO-ს კუბიკი გამოიგონეს. ნაგებობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოჯახური ატრაქციაა სამხრეთ დანიაში, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანს თავის შექცევა მარტივად შეუძლია. ამაში კი მათ პლასტმასის კუბიკები დაეხმარებათ. „LEGO სახლის“ შექმნის იდეა მრავალი წლის განმავლობაში ყალიბდებოდა. „ამ შენობის მეშვეობით, თამაშის საფუძველზე კრეატიულობა და სწრაფი დასწავლის უნარები ვითარდება. თამაშის დროს, ბავშვები სწავლობენ ძირეულ თვისებებს, როგორებიცაა: წარმოსახვა, კოლაბორაცია და პრობლემების გადაწყვეტის უნარები“, - ამბობს LEGO-ს დამაარსებელი და პრეზიდენტი კიელდ კიკრ კრისტიანსენი.

„LEGO სახლის“ დიზაინის იდეა კომპანიის საკულტო პლასტმასის კუბიკებიდან მოდის. 21 ცალი სუპერზომის თეთრი კუბიკის ფორმა ერთმანეთზეა მოთავსებული და ქვაკუთხედით არის გადახურული. ტექსტურირებული თიხის ფილები ისეთ ილუზიას ქმნის, თითქოს შენობა მართლაც LEGO-ს კუბიკებით იყოს კონსტრუირებული. ექსტერიერის მსგავსად, სახლის ინტერიერიც გასაოცარია. ის დაახლოებით 25 მილიონ LEGO-ს კუბიკს მოიცავს.
„LEGO სახლი“ რამდენიმე ზონად არის დაყოფილი. მაგალითად, წითელი ზონა კრეატიული თამაშებისთვის არის შექმნილი, ცისფერი ზონაში - კოგნიტურ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებთ, ყვითელ ზონაში ყველაზე დიდი მნიშვნელობა ემოციებს ენიჭება, მწვანე ზონაში კი სოციალურ თამაშებს შეხვდებით. ეს ყველაფერი თამაშების ფილოსოფიით არის შექმნილი. გარდა გასართობ-შემეცნებითი ზონებისა, შენობა მოიცას 3 უზარმაზარ რესტორანს, საკონფერენციო ცენტრს, LEGO მაღაზიასა და LEGO მოედანს. ეს უკანასკნელი 2 000 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე საჯარო სივრცეა. შესაბამისად, აქ შესვლა უფასოა, ისევე როგორც ტერასაზე სეირნობა. რაც შეეხება მაღაზიას, ის სახლის შუაგულში და მოედნის გასწვრივ მდებარეობს. აღჭურვილია LEGO- ს სათამაშოების კომპლექტითა და გასაოცარი, ინოვაციური პროდუქტებით. მაგალითად, ერთ-ერთ აღჭურვილობაზე, ტესტის მეშვეობით, თქვენს LEGO მინიფიგურას იპოვით. საინტერესო კონცეფციის მქონეა საოჯახო ტიპის რესტორანიც. საჭმლის შეკვეთა LEGO-ს ოთხი აკუბიკით ხდება, რომელიც მაგიდასთან უნდა დაასკანაროთ. თუ როგორ ამზადებენ საჭმელს მზარეულთა მინიფიგურები, ამის დანახვა სპეციალურად დამონტაჟებული ეკრანებიდან შეგიძლიათ. თქვენს შეკვეთას კი 2 მეგობრული რობოტი მიმტანი მოგართმევთ.
ჩვენ გირჩევთ
ის, რაც ყველა ქალაქს სჭირდება - არქიტექტურული სინთეზი და მისი მნიშვნელობა
არქიტექტურა სამყოფი სივრცის ფორმირებაა. იდეალური ფორმის ძიება კი მთავარი ამოცანა, რომელიც მას აკისრია...
დასავლეთის გამორჩეული სასახლეების არქიტექტურა, როგორც ანიმაციური ფილმების შთაგონების წყარო
ის ულამაზესი სასახლეები, რომლებსაც დისნეის მულტფილმებში ვნახულობთ, მარტო ფანტაზიის ნაყოფი არ არის. ისინი რეალობაშიც არსებობს.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7