სიცილის იოგა - სტრესის დაძლევის საუკეთესო საშუალება! აი, რატომ უნდა ვიცინოთ ხშირად
სწორედ სიცილია ის უებარი საშუალება, რომელსაც შეუძლია ყველაზე დაძაბული და რთული დღეც კი გაგვიფერადოს
რა სჯობს გემრიელ და გულიან სიცილს, რომელიც ხშირად მუცელსაც კი გვატკივებს ხოლმე? ალბათ, ყველა თქვენგანისთვის ნაცნობია ის მშვენიერი გრძობა, რომელსაც გულითადი სიცილი გვანიჭებს და სწორედ ამიტომ, არც თქვენთვის იქნება ახალი აღმოჩენა თუ ვიტყვი, რომ სიცილი საუკეთესო წამალია! დიახ, სწორედ სიცილია ის უებარი საშუალება, რომელსაც შეუძლია ყველაზე დაძაბული და რთული დღეც კი გაგვიფერადოს, დაგვაძლევინოს სტრესი, დაძაბულობა და უბრალოდ გამოგვაცოცხლოს.

სიცილის თერაპია ანუ სიცილის იოგა, დღეს ძალიან აქტუალური აქტივობაა, რომელსაც სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს, რათა დაძლიოს სტრესი და დაძაბულობა. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სიცილი არამარტო განწყობას გვიუმჯობესებს, არამედ ჩვენს ჯანმრთელობაზეც დადებითად მოქმედებს. სიცილი ხსნის დაძაბულობას, ადუნებს თქვენს სხეულს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, სისხლის მიმოქცევას, რაც ხელს უწყობს გულის გამართულად ფუნქციონირებას. ენდორფინები, რომელიც სიცილის დროს ჭარბი რაოდენობით გამოიყოფა, თრგუნავს ტკივილს და აბედნიერებს ადამიანს.
სიცილის თერაპიას აქტიურად იყენებენ ის ადამიანები, რომლებიც დეპრესიით იტანჯებიან, რადგან ითვლება, რომ ეს საუკეთესო საშუალებაა მისგან თავის დასაღწევად. სწორედ სიცილი თრგუნავს სტრესისა და დაძაბულობის შეგრძნებას, მღელვარებას. თუ თქვენ ამჩნევთ, რომ ყველაფერი გაღიზიანებთ, ერთფეროვანი და მომაბეზრებელია თქვენთვის ცხოვრება, ან უბრალოდ ზედმეტად დამღლელი და დაძაბული, აუცილებლად უნდა იცინოთ ბევრი. შეიძლება ეს არასერიოზულად ჟღერდეს, მაგრამ კარგად დაფიქრდით და გაიხსენეთ, როგორი განწყობა და დამოკიდებულება გაქვთ ყველაფრის მიმართ, მას შემდეგ რაც გულიანად იცინით? სწორედ სიცილი გავსებთ პოზიტივით და გმუხტავთ დადებითად, რაც თავის მხრივ სხვა ადამიანებსაც იზიდავს თქვენკენ. ყველას უხარია ნათელ და ბედნიერ ადამიანთან ურთიერთობა, რადგან სიცილიც და მისგან გამოწვეული განწყობაც გადამდებია.
ჩვენ გირჩევთ
სამაგიდო თამაშების, როგორც გონების გავარჯიშების კიდევ ერთი სასიამოვნო და საინტერესო საშუალება
გარდა იმისა, რომ სამაგიდო თამაშები კიდევ უფრო გვაახლოებს საყვარელ ადამიანებთან, მათ ასევე აქვთ დადებითი გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე.
რატომ არის ჰობი ადამიანისთვის აუცილებელი და რა გავლენა აქვს მას ჩვენს ცხოვრებაზე?
როგორც სხეულის სიჯანსაღისთვისაა აუცილებელი ფიზიკური ვარჯიში და განტვირთვა, ასევე აუცილებელია ტვინისთვის დასვენება და ყურადღების სასიამოვნო რამეზე გადატანა.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7