სტეფანო ბოერის მწვანე არქიტექტურა და „ვერტიკალური ტყე“, როგორც მდგრადი და ინოვაციური პროექტი
ვერტიკალური ტყე მდგრადი საცხოვრებელი შენობის მოდელია. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს პროექტი დედაქალაქებში ტყის მასივების აღდგენას ემსახურება.
ვერტიკალური ტყე მდგრადი საცხოვრებელი შენობის მოდელია. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს პროექტი დედაქალაქებში ტყის მასივების აღდგენას ემსახურება. მისი დახმარებით, ბუნების რეგენერაცია და ურბანული ბიომრავალფეროვნების მიღწევა ქალაქის ტერიტორიის ზედმეტი გაფართოების გარეშე ხდება. ვერტიკალური ტყის პირველი მაგალითი მილანის ცენტრში გვხვდება. მისი დიზაინი “ბოერი” სტუდიოს ეკუთვნის. უფრო ზუსტად კი ის დაპროექტებულ იქნა სტეფანო ბოერის, ჯიანანდრეა ბარეჩას და ჯიოვანი ლა ვარას მიერ. მის შექმნაში მიიღეს მონაწილეობა ბოტანიკოსებმაც და მებაღეებმაც. ვერტიკალური ტყე ორ საცხოვრებელ ადგილს მოიცავს, რომელთა სიმაღლე 110 და 76 მეტრია. აქ დაახლოებით 900 ხეს შეხვდებით. მათი სიმაღლე 3-დან 9 მეტრამდე მერყეობს. ასევე, მილანის ვერტიკალური ტყე 20 000 მცენარეს იტევს. ბრტყელ სიბრტყეზე ის 7 000 კვადრატული მეტრის ეკვივალენტურია. ტყის მცენარეული სისტემა ხელს უწობს ჟანგბადის წარმოქმნას, მტვრის ნაწილაკებისა და CO2-ის შესრუტვას. ვერტიკალური ტყე ზრდის ბიომრავალფეროვნებას. ის ქალაქის ეკოსისტემას სხვადასხვა სახის მცენარეებით ამდიდრებს. ვერტიკალური ტყეების რაოდენობა ბუნებრივ დერეფნებს ქმნის, რომლებიც ქალაქის მთავარ პარკს, მწვანე საფარს და ბაღებს ახალ სიცოცხლეს აძლევს.

ვერტიკალური ტყის ერთ-ერთი დადებითი თვისება მისი მიკროკლიმატური ბუნებაა. ის ფილტრავს იმ მტვერს, რომელიც ჩვენი ურბანული ბუნების განუყრელი ნაწილია. მცენარეების სხვაობა ისრუტავს ნახშირორჟანგსა და მტვერს. ასევე წარმოქმნის ჟანგბადს, იცავს ადამიანებსა და სახლებს ზიანის მომტანი მზის სხივებისა და აკუსტიკური დანაგვიანებისგან. ხეები, ვერტიკალური ტყის მთავარი ელემენტია პროექტის არქიტექტურული ბუნების გასაცნობად. ხეები შეარჩიეს მათი სიმაღლის მიხედვით. ბოტანიკოსების დახმარებით, ეს მცენარეები ნელ-ნელა ეჩვევიან „საცხოვრებელ“ პირობებს. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი უნდა, რომ ვერტიკალური ტყე სახეს ყოველ სეზონზე იცვლის. ეს მასში შემავალ მცენარეების ტიპებზეა დამოკიდებული. ყვავილების მორწყვის მენეჯმენტი შენობის ქვედა ნაწილით რეგულირდება. წყლის საჭიროების გასაგებად, ყოველ სართულზე შესაბამისი სარწყავი არხია მოწყობილი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ პროექტის მთავარი ავტორი, მწვანე არქიტექტურაში ყველაზე ცნობილი არქიტექტორი სტეფანო ბოერია. ახლა ის თავისი კვალის დატოვებას აზიაშიც აპირებს. როგორც 2017 წელს დაანონსდა, ის მილანის ვერტიკალური ტყის მსგავს პროექტს აღმოსავლეთ აზიის ქალაქ ნანკინგში განახორციელებს. ჩინეთში ჰაერის ხარისხი რომ დაბალია, გასაკვირი არავისთვის არაა. ამიტომ, ბოერის შემოქმედება განსაკუთრებული პრაქტიკული მიზნით ხასიათდება. ის, ახალ ვერტიკალურ ტყეს კონკრეტულად ნანკინგის მჭიდროდ დასახლებულ პუკოუს უბანში ააშენებს. როგორც მილანში, აქაც ორი გამწვანებული კოშკის აშენება იგეგმება, რომლებიც ნახშირორჟანგს შეიწოვენ და ჟანგბადს გამოიმუშავებენ. წინასწარი ვარაუდით, შენობა ერთ წელიწადში 25 ტონა CO2-ს შთანთქავს და 60 კილოგრამ ჟანგბადს გამოყოფს. მილანისგან განსხვავებით, ჩინეთის შემთხვევაში, ხეების რაოდენობა 1,100-ს მიაღწევს, მცენარეებისა კი - 2,500-ს. ორიდან ერთ-ერთი ჰაიათის სასტუმროდ იფუნქციონირებს, დიდი კი სახლ-მუზეუმის, კლუბისა და არქიტექტურული სკოლის გასაოცარი ტანდემი იქნება. პროექტის მშენებლობა 2018 წლისთვის დასრულდება.
ჩვენ გირჩევთ
ინგმარ ბერგმანის საინტერესო სახლები და საცხოვრებელი გარემო, როგორც რეჟისორის შთაგონების წყარო
როცა ცნობილი რეჟისორი ინგმარ ბერგმანი გარდაიცვალა, მან აწმყოს დაუტოვა 3 აკადემიური ჯილდო, თავისი სახელი და სახლები შვედეთის პატარა კუნძულ ფაროზე.
პატარა სახლების ორიგინალური და ფუნქციური პროექტები
არქიტექტორები და მშენებლები აღიარებენ, რომ პატარა სახლები მეტად ლამაზი და ეფექტურია განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს უკანასკნელნი ეკო-მეგობრულია.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7