არქიტექტურა

კულტურული ღირებულების მქონე კინო-თეატრების უნიკალური არქიტექტურა და დიზაინი

დღეს გაგაცნობთ იმ კინოდარბაზებს, რომლებსაც არა მარტო კულტურული მნიშვნელობა, არამედ არქიტექტურული ღირებულებაც აქვთ.

1331

კინო-თეატრების ისტორიები საინტერესოა: ზოგი ომებსა და დაბომბვებს გადაურჩა, ზოგი კი - დანგრევას. დღეს გაგაცნობთ იმ კინოდარბაზებს, რომლებსაც არა მარტო კულტურული მნიშვნელობა, არამედ არქიტექტურული ღირებულებაც აქვთ.

კინო-თეატრების ისტორიები საინტერესოა: ზოგი ომებსა და დაბომბვებს გადაურჩა, ზოგი კი - დანგრევას. დღეს გაგაცნობთ იმ კინოდარბაზებს, რომლებსაც არა მარტო კულტურული მნიშვნელობა, არამედ არქიტექტურული ღირებულებაც აქვთ.

წყარო: handpicked.org
წყარო: handpicked.org

ელექტრონული კინო-თეატრი ნოთინგ ჰილში, ლონდონში მდებარეობს. ის ქვეყანაშ ერთ-ერთი უძველესი კინოდარბაზია, რომელიც 1910 წელს გაიხსნა . ეს იყო ერთ-ერთი პირველი შენობა დიდ ბრიტანეთში, სადაც კინოსურათების გამოფენა ეწყობოდა. მალე ის თვალწარმტაცი პალასებით აღიჭურვა. კინო-თეატრის არქიტექტორად ჯერალდ სეიმორ ვალენტინი გვევლინება, რომელმაც შენობა ბაროკოს სტილში გადაწყვიტა. პირველი მსოფლიო ომის დროს, გაბრაზებულმა ბრბომ შენობას შეუტია. მათ სწამდათ, რომ კინო-თეატრის გერმანელი მენეჯერი სახურავიდან ბომბდაშენებს სიგნალს გადასცემდა. 1932 წლისთვის ელექტრო კინო-თეატრი იმპერიული დრამატული თეატრი გახდა. 60-იან წლებში კი მას ელექტრული კინოკლუბი უწოდეს. აქ ძირითადად ავანგარდულ ფილმებს აჩვენებდნენ, რის გამოც კინოს კომერციული სარგებელი არ ჰქონდა. ამიტომ 1993 წელს ის კვლავ დაიხურა, თუმცა 8 წლის შემდეგ კვლავ აღადგინეს და რესტორანიც კი დაუმატეს. დღესდღეობით, შენობაში კინოს ყურების გარდა შეგიძლიათ სხვადასხვა პრეზენტაციით, მოდის ჩვენებებითა და ბლოგერების ღონისძიებებით დატკბეთ.

წყარო: handpicked.org
წყარო: handpicked.org
წყარო: archdaily.com
წყარო: archdaily.com

„Kronverk Cinema“ წამყვანი კინოს ქსელია რუსულ ბაზარზე. ის მოიცავს 15 კინო-თეატრს, რომელთა უმეტესობა რუსეთშია, ერთი კი - უკრაინაში. „Kronverk Cinema“ გამოირჩევა თავისი ხარისხით და შეესაბამება გლობალურ სტანდარტებს. ზუსტად ამ მიზეზის გამო, ბრენდი დაუკავშირდა რობერტ მაჯკუტის დიზაინის სტუდიას, რათა შეექმნა კინო-თეატრის აღჭურვილობის ახალი სტანდარტი. ეს უკანასკნელი მოიცავს მაღალი ხარისხის მულტიპლექსურ კინოდარბაზებს. მსგავსი კონცეფცია პოლონეთის ერთ-ერთ კინო-თეატრში განხორციელდა. ეს არის გამორჩეული ლოგო და ფერები - ლოგოტიპის ფორმის გლუვი განვითარება და ფერების ბალანსი. ამ სივრცეში არსებული გეომეტრიული ფორმები ხაზების გარკვეულ წესს წარმოადგენს. მათ ერთი საერთო აქვთ - გვირგვინის სიმბოლო. ამ ხაზების წარმოება, გამრავლება და გადაკვეთა სხვადასხვანაირ მოქნილ ფორმებს ქმნის. ამგვარად, ყოველი კედლისა თუ ჭერისთვის, დამახასიათებელი მატრიცაა გავრცელებული. ფერებისა და გეომეტრიული თანმიმდევრული გამოყენების გარდა, თითოეული ზონა მკაფიო და ნათლად კოდირებული ესთეტიკით ხასიათდება. კინოს შესასვლელი - გვირაბის მაგვარია, რომელიც დაყოფილია სივრცით ზონებად. ჭერი სინათლის თამაშის დახვეწილი ნიმუშია. შავი და იასამნისფერი კი ინტიმურ ატმოსფეროს ქმნის.

წყარო: archdaily.com
წყარო: archdaily.com

ზოეტროპის კინო-თეატრი ბლაეში, საფრანგეთში მდებარეობს. ის მოიცავს ორ ოთახს, (ერთი მათგანი 280 ადამიანს იტევს, მეორე - 120-ს) და კაფეს. შენობა მუნიციპალურ მმართველობას ეკუთვნის. კინო-თეატრის სტილი 1930-50-იან წლებს მოგაგონებთ, როდესაც ასეთი ობიექტები ცხოვრების ადგილი იყო და არა კონსუმერიზმის. ეს პროექტი საჯარო ამბიციას გამოხატავს: იყოს სტუმართმოყვარე და კომფორტული სივრცე, სადაც ადამიანებს დროის კარგად გატარება შეეძლებათ. კინო-თეატრის შენობის არქიტექტურა სინგულარულია. ის არ „ითქვიფება“ ქალაქში - პირიქით, ეს პროექტი ფილმის ისტორიის ხსოვნას ეძღვნება, რაზეც დამონტაჟებული ციტადელი მიანიშნებს. შენობა დაფუძნებულია ზოეტროპის ანალოგიაზე, „სათამშოზე“, რომელიც მე-19 საუკუნეში ვილიამ ჰორნერმა მოიფიქრა. ეს არის მბრუნავ ცილინდრზე დამაგრებული ნახატები, რომელიც ბრუნვისას ცოცხალი მოძრაობის ილუზიას ქმნის. ოთახები დაფარულია მიკრო პერფორირებული ლითონის ფირფიტებით. მათზე გამოსახული სურათები კი ედვარდ მაიბრიჯის შემოქმედებიდანაა.

წყარო: archdaily.com/a>
წყარო: archdaily.com/a>
წყარო: archdaily.com
წყარო: archdaily.com

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

ინოვაციური სიახლე არქიტექტურაში ანუ სახლი, რომელიც 10 წუთში ავტომატურად შენდება

ბრიტანელმა ინჟინრებმა დააპროექტეს სახლი, რომელიც 10 წუთში ავტომატურად „შენდება“. სახლის ეს ადაპტირებული ვარიანტი შეგიძლიათ ნებისმიერი ავეჯით დატვირთოთ

1120
ნახე მეტი
არქიტექტურა

რევოლუციური ჰაი-ტეკი არქიტექტურაში. სტილი, რომელმაც ჩვენი გარემო შეცვალა!

ჰაი-ტეკი არქიტექტურული რევოლუციის ნაწილია, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოდან დაიწყო. ეს სტილი, ისევე როგორც მოდერნიზმი ახალ ინდუსტრიულ ესთეტიკას, სისადავეში და სიმართლეში ეძებდა.

1854
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575