არქიტექტურა

თანამედროვე არქიტექტურის გამოწვევები 21-ე საუკუნეში და მათთან გამკლავების გზები

თუ რა გამოწვევების წინაშე დგას თანამედროვე არქიტექტურა 21-ე საუკუნეში, დღეს ზუსტად ამაზე ვისაუბრებთ.

2006

თანამედროვე არქიტექტურა მეოცე საუკუნის ბოლოდან დღევანდელობამდე მოცემულ პერიოდს გულისხმობს. ის გარკვეულ სირთულეებს აწყდება. თუ რა გამოწვევების წინაშე დგას თანამედროვე არქიტექტურა 21-ე საუკუნეში, დღეს ზუსტად ამაზე ვისაუბრებთ. უწინ არქიტექტორებისა და არქიტექტურული პროექტების მთავარი დამქირავებელი მთავრობა იყო. ამ მიზეზის გამო არქიტექტურა პროპაგანდის ინსტრუმენტი ხშირად ხდებოდა. სხვადასხვა სახის ხელისუფლება ცდილობდა მოდერნისტული არქიტექტურა იდეოლოგიური მტრების საწინააღმდეგოდ გამოეყენებინა. ცნობილი არქიტექტორები მუშაობდნენ საცხოვრებელი კორპუსების, უნივერსიტეტებისა და მუზეუმების პროექტებზე, თუმცა მასობრივი პრივატიზაციის შედეგად (რომელიც დაახლოებით მე-20 საუკუნის 70-იანი და 80-იანი წლებიდან იკიდებს ფეხს) ალტერნატიულ ვარიანტად უმსხვილესი კორპორაციები გვევლინება. თანდათანაობით ყალიბდება ის ტენდენცია, რომ არქიტექტორების მთავარი დამქირავებლები ფინანსური ელიტაა, რომელიც, თავის მხრივ, მხოლოდ მდიდარი ფენის ინტერესებს ითვალისწინებს. პრივატიზაციამ თანამედროვე ქალაქზე დიდი ზეგავლენა იქონია. ათწლეულების განმავლობაში არქიტექტურის ამგვარმა განვითარებამ, მდიდარსა და ღარიბ ფენას შორის დიფერენცირება მეტად მოახდინა.

წყარო: photonet.info
წყარო: photonet.info

არქიტექტორებს დიზაინის მხრივ მთავარი როლი აქვს მინიჭებული. მან 100 %-ით უნდა შეასრულოს კლიენტის საქმე და დიზაინის ხარისხი მთელი პროექტის ფარგლებში სტაბილურად შეინარჩუნოს. ტექნოლოგიური წინსვლა არქიტექტორს ეხმარება შექმნას შენობის ვირტუალური მოდელი. ეს კომპლექსური კოორდინაციის პროცესია, როდესაც არქიტექტორი დიზაინის პროცესის დროს ვირტუალურ მოდელს ქმნის და ამავდროულად ქვედამხმარე მოდელებს აერთიანებს. პრობლემა ხშირად თვალშისაცემია მაშინ, როცა ვირტუალურ მოდელს სათავეში მენეჯრები ან კონტრაქტორები უდგანან ხოლმე. არქიტექტორებს იმის პოტენციალი აქვთ, რომ ამ მხრივ თავიანთი როლი და გავლენა გაზარდონ. მობილობის, კომუნიკაციის, კოლაბორაციის, ავტომატიზაციის ახალი ხერხები არქიტექტორებს თვალსაწიერს უფართოებს, რასაც თავად პროფესიისთვის გარკვეული ღირებულებითი ბენეფიტები მოაქვს.

წყარო: www.humansettlements.com
წყარო: www.humansettlements.com

ურბანიზაცია თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ეს გლობალური ფენომენია. მჭიდრო კომუნიკაციით დაკავშირებული საუკეთესო ქალაქების შექმნა ნებისმიერი არქიტექტორის ოცნება შეიძლება იყოს. ეს მათთვის არაჩვეულებრივი პლატფორმაა საკუთარი ხმის საპოვნელად. გლობალიზაციას და თავის მხრივ, ურბანიზაციას მოქნილობასთან ერთად გარკვეული გამოწვევებიც ახასიათებს. ეს პირველ რიგში კულტურული იდენტობისა და ადგილობრივი ფაქტორის შეჯახებითაა გამოწვეული. არქიტექტორი უნდა ეცადოს ამ რადიკალურად განსხვავებულ ცნებებში ბალანსი იპოვოს. ჯერ კიდევ ანგარიშგასაწევია ურბანული სიღარიბის, რასობრივი და სოციალური დისკრიმინაციის და გარიყვის საკითხები. როცა საქმე ურბანიზაციას ეხება, 21-ე საუკუნეში ეკოლოგიური ხედვის შესწავლა ტრენდული ხდება. ალბათ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ მწვანე არქიტექტურას ადამიანებზე ფსიქოლოგიურად დადებითი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. ყველაზე დიდ პარადოქსს ზუსტად აქ ვაწყდებით: არქიტექტურული მიზნებისთვის ხე-ტყის გაჩანაგება სერიოზულ კრიზისს ქმნის. ამ მხრივ მთავარია ტექნოლოგიური, მეცნიერული და ინჟინერული პასუხისმგებლობები ეკო-არქიტექტურის მხარეს შემოვაბრუნოთ.

წყარო: www.digitalschool.ca
წყარო: www.digitalschool.ca

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

არქიტექტურულად გამორჩეული სამი მუზეუმი, რომელიც ამ შემოდგომას გაიხსნება

მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება ახალი მუზეუმების გახსნა, რომელთა უმეტესობაც თავისი არქიტექტურითა და დიზაინით ხელოვნების ნიმუშებადაც შეიძლება ჩაითვალონ.

1460
ნახე მეტი
არქიტექტურა

“ზღაპრები“- უნიკალური არქიტექტურული ღონისძიება და მისი საინტერესო ისტორია

არქიტექტორები ფიქრობენ, რომ შეჯიბრებების, პუბლიკაციებისა და პროექტების საშუალებით, შესაძლებელი ხდება საზოგადოებამ არქიტექტურის ნამდვილი სახე დაინახოს.

1438
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575