მოტივტივე სახლები - ეფექტური გამოსავალი წყალდიდობისა და გადატვირთული ქალაქის წინააღმდეგ.
“აქვატექტურა“ – ‘Baca Architects“ ჯგუფის მიერ შემუშავებული მოტივტივე სახლებისთვის განკუთვნილი გეგმაა, რომელიც მოტივტივე სოფლებსაც კი მოიცავს.
“აქვატექტურა“ – ‘Baca Architects“ ჯგუფის მიერ შემუშავებული მოტივტივე სახლებისთვის განკუთვნილი გეგმაა, რომელიც მოტივტივე სოფლებსაც კი მოიცავს. ლონდონში დაარსებული ეს არქიტექტურული კომპანია დიდი ხანია იმ კონცეპტს ავითარებს, რომელიც მიზნად ისახავს მზარდი ურბანული მოსახლეობის ნავსადგურებსა და არხებზე გადაადგილებას. ჯგუფის მიზანია ლონდონის სამეფო პორტში მოაწყოს მოტივტივე სახლების, მაღაზიებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცეები. ასევე იგეგმება მოტივტივე გზის შექმნაც, რომელზეც ეკო გასართობი კურორტის არსებობასაც ვარაუდობენ. ეს უკანასკნელი ენერგიას მოტივტივე მზის პანელებისა და ქარის ტურბინებისგან მიიღებს.

„Baca Architects“ -მა მოტივტივე სახლი უკვე ჩიჩესტერის არხზე, სამხრეთ ინგლისში დაამონტაჟა. ის ასახავს არხების ნავების დიზაინს და აგებულია სივრცის ეფექტურობის პრინციპების მიხედვით. გაყოფილი დონის განლაგება მოიცავს ტერასას, რომელიც ბრტყელ სახურავზეა განთავსებული. ასევე აქ არის სამზარეულო, მისაღები და სასადილო ოთახი. ლაუნჯის ოთახის კუთხეში დიდი ფანჯარაა, სადაც შროშნებით დაფარული გუბურა მოჩანს. მსგავსი სახლები პრაქტიკულთან და ხელმისაწვდომთან ერთად, წყნარი გარემოს იმიტაციასაც ქმნის. ეს კი ქალაქისთვის უნიკალური გამოცდილებაა. თეთრად შეღებელი კედლები და მკრთალი იატაკი სივრცეს ნათელს ტოვებს. მოდულური ზედა სტრუქტურა წინასწარ დამზადებული ხის პანელებისგან არის აწყობილი.
ამ მოტივტივე სახლის გარდა, ‘Baca Architects“-მა დიდ ბრიტანეთში „პირველი ამფიბია სახლი“ ააშენა - მდინარე ტემზაზე. ეს არის საოჯახო ტიპის სახლი, რომელიც ისევე ტივტივებს წყალზე, როგორც გემი - თავის სადგურში. როგორც „Baca Architects“-ის დირექტორი რიჩარდს ქუთსი ამბობს, ჩვეულებრივი სახლი ზედმეტად მაღალზე იქნებოდა აწეული და მეზობლებისგანაც განცალკევდებოდა. სწორედ ეს უპირატესობა აქვს „ამფიბია სახლს“- ის ჩვეულებრივ სახლს ჰგავს. მას ბაღიც კი აქვს, რომელიც ტერასებს აერთიანებს. ეს უკანასკნელი „ადრეული გამაფრთხილებელი სისტემასავით“ მოქმედებს, რომელიც სახლს დატბორისგან იცავს. მსუბუქი ხის სტრუქტურა ტრადიციული ფორმისაა. სახლს წყალგამძლე საფუძველი აქვს. დიზაინი არქიმედეს პრინციპით შეიქმნა: სახლის მასა და მოცულობა წყლის მოცულობის ეკვივალენტზე ნაკლებია. ზუსტად ეს ქმნის სირბილის განცდას. წყლის დონის აწევის შემთხვევაში კი მთლიანი შენობა ნაზად იწევა. როგორც კი ორი ტერასა წყლით აივსება, სახლიც ნელ-ნელა დაიწყებს აწევას. „სახლის წინ ჩვენ შევიმუშავეთ ინტუიციური ლანდშაფტი. ეს არის ვიზუალური გამაფრთხილებელი, რომელიც მოხმარებელს მდინარის დონის ცვლილებას აუწყებს“, - ამბობს ქუთსი. სერვისები ერთმანეთთან ე.წ „სპილოს კაბელების“ საშუალებით არის დაკავშირებული. ეს არის მოქნილი საკაბელო, რომელიც სახლს ელექტროენერგიითა და კანალიზაციით უზრუნველყოფს. უსაფრთხოების მიზნით სახლში გაზს ვერ გამოიყენებთ.
ჩვენ გირჩევთ
სტეფანო ბოერის მწვანე არქიტექტურა და „ვერტიკალური ტყე“, როგორც მდგრადი და ინოვაციური პროექტი
ვერტიკალური ტყე მდგრადი საცხოვრებელი შენობის მოდელია. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს პროექტი დედაქალაქებში ტყის მასივების აღდგენას ემსახურება.
შენობები საციგურაო ბილიკებით - როგორ გამოიყურება მომავლის არქიტექტურა!
ბეიჯინგის სავაჭრო ცენტრის სახურავზე მოწყობილ ბაღს ტალღოვანი, მრუდე გზა ექნება. ზამთარში კი ის ხელოვნური თოვლის ფენებით დაიფარება.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7