თანამედროვე ბიბლიოთეკები, როგორც მოდერნისტული არქიტექტურის საინტერესო ნიმუშები
ბიბლიოთეკების ხსენებისას თვალწინ ძველი, მტვრიანი შენობები წარმოგვიდგება. ისინი ჩვენი მემკვიდრეობაა, რადგან ადამიანთა შექმნილ წარსულსა და აწმყოს მოიცავს.
ბიბლიოთეკების ხსენებისას თვალწინ ძველი, მტვრიანი შენობები წარმოგვიდგება. ისინი ჩვენი მემკვიდრეობაა, რადგან იმ წარსულსა თუ აწმყოს მოიცავს, რომელსაც ადამიანის გონება ქმნის. ბიბლიოთეკები ცივილიზაციის ავანგარდია, რომელთა შემქმნელები არამარტო წარსულში უნდა იხედებოდნენ, არამედ მომავლისკენაც ისწრაფვოდნენ. დღეს ზუსტად ასეთ მოდერნისტულ ბიბლიოთეკებს გაგაცნობთ.
ბიბლიოთეკების ხსენებისას თვალწინ ძველი, მტვრიანი შენობები წარმოგვიდგება. ისინი ჩვენი მემკვიდრეობაა, რადგან იმ წარსულსა თუ აწმყოს მოიცავს, რომელსაც ადამიანის გონება ქმნის. ბიბლიოთეკები ცივილიზაციის ავანგარდია, რომელთა შემქმნელები არამარტო წარსულში უნდა იხედებოდნენ, არამედ მომავლისკენაც ისწრაფვოდნენ. დღეს ზუსტად ასეთ მოდერნისტულ ბიბლიოთეკებს გაგაცნობთ.
ტიონვილის ბიბლიოთეკა საფრანგეთში მდებარეობს. მას თავისუფლად შეიძლება მომავლის გზა ვუწოდოთ. ამ პროექტს აქვს იმის ამბიცია, რომ გახდეს მოდელი სხვა ბიბლიოთეკების შენობებისთვის. ის ეჭქვეშ აყენებს მათ ფუნქციებს და წინ გამოაქვს „მესამე ადგილის“ კონტენტი - ადგილის, სადაც ადამიანები თავადვე არიან საკუთარი პირობების შემოქმედნი. შენობა სამკითხველო დარბაზის გარდა კაფე-რესტორნებსა და მუსიკალურ სტუდიას მოიცავს. ბიბლიოთეკის ფასადი ლენტს მოგაგონებთ. ინტერიერისა და ურბანულ სივრცეს შორის ზღვარი ნაკლებად მკაფიოა, რაც შესაძლებლობას იძლევა შენობა ვიზუალურად შევაფასოთ. ლენტის საშუალებით სინათლე შენობის შუაგულში ნაწილდება. ბიბლიოთეკის გარეთ ბაღი მდებარეობს, რომელიც არაჩვეულებრივი საშუალებაა რუტინისგან გასაქცევად. ზაფხულში აქ ბარსაც აწყობენ ხოლმე. ბაღში უამრავი არყის ხე დგას, თავად შენობა კი მათ შუაში მდებარეობს. რაც შეეხება ინტერიერს, აქ ადგილები სპეციალურად გამოყოფილია პატარა ბავშვებისა და მულტიმედია ბიბლიოთეკისთვის. მუსიკის ოთახისთვის კი კედლები ამოზნექილი ფორმებით არის დაფარული. ეს აკუსტიკას აუმჯობესებს. საჯარო სამკითხველო ადგილებში კი მწვანე ხალიჩებს შეხვდებით. შენობა მეტად ინდივიდუალური რომ ყოფილიყო, არქიტექტორებმა გადაწყვიტეს კედლების ნაცვლად 9 მრგვალი ჩენჩოს სერია გამოეყენებინათ. მათ „ბუშტებს“ უწოდებენ. ეს ფუტურისტული კულტურული ცენტრი 2016 წელს გაიხსნა და „Dominique Coulon“-ის არქიტექტორთა ჯგუფს ეკუთვნის.
„N H D M / Nahyun Hwang“ -ს დიზაინით შემუშავებული „Nam June Paik“ შენობა თანამედროვე საჯარო ხელოვნების ბიბლიოთეკაა კორეაში. ის 2011 წელს გაიხსნა. მისი მულტიფუნქციური სივრცითი დიზაინი ბიბლიოთეკის მომხმარებელსა და ინფორმაციას შორის კავშირს აღადგენს. როგორც ჩვეულებრივი, სტანდარტული ბიბლიოთეკებისთვისაა დამახასიათებელი სტატიკური, ცენტრალიზებული და წინასწარგანსაზღვრული კონტენტი, ეს ბიბლიოთეკა მიზნად ისახავს ინფორმაციის არაწრფივ და შემთხვევითი წვდომის ხელშეწყობას. ამგვარი სპონტანურობა, მომხმარებლისა და შენობის ურთიერთობას მრავალმხრივს ხდის. ბიბლიოთეკის მანქანა მის ცენტრში შეგხვდებათ. მას შეუძლია სხვა ოთახებში „მოგზაურობა“, რათა კომუნიკაციური ფუნქციები დაამყაროს ვიდეო და აუდიო ვერსიის სახით. სამკითხველო არეა, კომპიუტერული ცენტრები და ვიდეო ეკრანები კუბების შუაშია მოთავსებული, წიგნები და ფურცლები კი მათ შორის თაროებზეა განლაგებული. აქ ნახავთ ზედმეტ მაგიდებსა და სკამებს. თუ აუცილებლობა მოითხოვს, მათი გამოყენება თავისუფლად შეგიძლიათ.
ჩვენ გირჩევთ
თანამედროვე აგარაკები-არქიტექტურისა და დიზაინის საინტერესო და ინოვაციური ტანდემი
აგარაკები სეზონური საცხოვრებლებია, რომებიც ძირითადად ქალაქ გარეთ, მშვიდ გარემოში გვხვდება ხოლმე.
უნიკალური ციფრული ხელოვნების მუზეუმი ტოკიოში
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ციფრული ხელოვნების მუზეუმი Mori Building-ი, რომელიც ტოკიოში მდებარეობს, არ გავს აქამდე შექმნილ არც ერთ მუზეუმს.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7