არქიტექტურა

პატარა ეკო-მეგობრული სახლები-მდგრადი არქიტექტურისა და თანამედროვე დიზაინის კარგი მაგალითი

არქიტექტორები და მშენებლები აღიარებენ, რომ პატარა სახლები მეტად ლამაზი და ეფექტურია განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს უკანასკნელნი ეკო-მეგობრულია.

2452

ეფექტური ნათურებით, არატოქსიკური ავეჯით, შესაბამისი აპარატურით ბუნებაზე ზეწოლას ვამცირებთ. თუმცა მოსახლეობა იზრდება და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაც სულ უფრო მეტ სირთულესთან არის დაკავშირებული. უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უფრო მეტ ფართო სივრცეს შევთავაზებთ თითოეულ ადამიანს, მით უფრო მეტი რესურსი დაგვეხარჯება. მაგალითად, 2009 წლისთვის ამერიკული სახლი საშუალოდ 2.343 კვადრატული ფუტი იყო, რაც 1950 წელთან შედარებით საშუალოდ ორჯერ მეტი გამოდის. თუმცა არქიტექტორები და მშენებლები აღიარებენ, რომ პატარა სახლები მეტად ლამაზი და ეფექტურია განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს უკანასკნელნი ეკო-მეგობრულია

ეფექტური ნათურებით, არატოქსიკური ავეჯით, შესაბამისი აპარატურით ბუნებაზე ზეწოლას ვამცირებთ. თუმცა მოსახლეობა იზრდება და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაც სულ უფრო მეტ სირთულესთან არის დაკავშირებული. უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უფრო მეტ ფართო სივრცეს შევთავაზებთ თითოეულ ადამიანს, მით უფრო მეტი რესურსი დაგვეხარჯება. მაგალითად, 2009 წლისთვის ამერიკული სახლი საშუალოდ 2.343 კვადრატული ფუტი იყო, რაც 1950 წელთან შედარებით საშუალოდ ორჯერ მეტი გამოდის. თუმცა არქიტექტორები და მშენებლები აღიარებენ, რომ პატარა სახლები მეტად ლამაზი და ეფექტურია განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს უკანასკნელნი ეკო-მეგობრულია

წყარო: popularmechanics.com
წყარო: popularmechanics.com

36 კვადრატული მეტრის სახლი მოძრავი სახლების კონცეფციას ამართლებს. ეს მიკრო შენობა არის მაღალი ხარისხის პროდუქტი, რომლის გადაადგილებაც შესაძლებელია. ვინ წარმოიდგენს,რომ ამ პატარა სივრცეში ორი საძინებელი ოთახის, ორი სააბაზანოს, მისაღები ოთახისა და სამზარეულოს მოთავსება შეიძლება? პატარა, მაგრამ კომფორტული სახლი დამზადებულია გადამუშავებული მეტალის გარესაკრავისა და ხისგან. კონკრეტულად, აქ გამოყენებულია თუთიისა და ტიტანის ფილები, რომლებიც ერთმანეთზეა გადახურული. სახურავზე რამდენიმე ფანჯარაა, რომლის დახმარებით ხდება მზის სინათლის სახლში გავრცელება და ვენტილაცია. ეს სახლი ექსტერიერისა თუ ინტერიერის მხრივ არის თანამედროვე და რურარული ტენდენციების ნაზავი. ინტერიერში ფართოდ შეხვდებით ბუნებრივ ხეს, რომელსაც ატმოსფეროში სითბო შემოაქვს. მეტალის სტრუქტურა კი მასთან ჰარმონიულად არის დაკავშირებული.

წყარო: inhabitat.com
წყარო: inhabitat.com

ეს პატარა ეკო-სახლი კი იმ კლიენტისთვის აშენდა, რომელსაც არ უნდოდა ბუნებაში უხეშად ჩარეულიყო. არქიტექტორებმა (კომპანიიდან Max Pritchard Architect) გადაწყვიტეს აეშენებინათ მართკუთხა დიზაინის სახლი, რომელიც ხიდივით არის გადებული პატარა წყაროს ზემოთ. ეს ორიგინალური შენობა ავსტრალიაში მდებარეობს. სივრციდან კარგად მოსჩანს გარემო და შიგნით მყოფთათვის ისეთ შეგრძნებას ბადებს, თითქოს ისინი ხეებს შორის იმყოფებიან. ორი ფოლადის არტახი პირველად სტრუქტურას ქმნის. სახურავის მასალად პლანტაციის ფიჭვია გამოყენებული, ხოლო კედლებზე - გადამუშავებული ფოლადი. ზამთრის სიცივის დროს ჩრდილოეთის მზე შავ ბეტონის იატაკს ხვდება, რომელიც ამ სითბოს ღამითაც ინახავს. კედლებსა და სახურავზე ორმაგი მინის ფანჯარაა გაკეთებული, რომელიც სითბოს ინარჩუნებს. ზაფხულში სიგრილეს ჭერზე დამაგრებული ვენტილატორები და ღია ფანჯრების კომბინაცია იძლევა.

წყარო: archdaily.com
წყარო: archdaily.com
წყარო: archdaily.com
წყარო: archdaily.com

სახლი 205 კი კატალონიაში, ესპანეთში მდებარეობს. ეს ზუსტად ის ეკო-მეგობრული სივრცეა, რომელიც გარემოს არანაირ ზიანს არ აყენებს. ის არის აშენებული ბუნებრივ კლდოვან პლატფორმაზე. ეს უკანასკნელი ასევე გამოყენებულია, როგორც ბაღი. ეს ყველაფერი იმის საშუალებას იძლევა, რომ ხის ბუნებრივი ფიზიოლოგია დავიცვათ. ერთადერთი არათანაბარი ტერიტორია აქ ბილიკია, რომელიც მიწის ნაკვეთს კვეთს. სახლის შიდა სტრუქტურა ოთახების ხაზობრივ განლაგებას ეფუძნება. აქ არის არაჩვეულებრივი მცოცავი ღია სივრცეები, რომელიც ჰარმონიულთან ერთად, საკმაოდ ფუნქციურია. ეს ნიშნავს იმას, რომ აქ ადამიანს შეუძლია იმუშაოს, როგორც ღია სივრცეში, ასევე ინდივიდუალურად, დახურულ სივრცეში. სახლის საძირკველად კლდის დიდი ფენა და ორი ბეტონის ნაკვეთი არის გამოყენებული. ეს უკანასკნელი ქმნის სავენტილაციო სივრცეს სახლსა და კლდის მიწას შორის. ლამინირებული ხე კედლებზე, ჭერსა და იატაკზე გვხვდება. ეს განახლებადი მასალაა, რომლის დემონტაჟი და რეციკლირება შესაძლებელია. სახლის ფასადები კი ვენტილირებადია. რაც ყველაზე მთავარია, სახლი ტყით არის გარშემორტყმული, რაც დამსვენებლისთვის ჰარმონიის წყარო იქნება.

წყარო: archdaily.com
წყარო: archdaily.com

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

ფრენკ გერი - ყველაზე უცნაური არქიტექტორი არქიტექტორთა შორის

კანადელ-ამერიკელი არქიტექტორი, ფრენკ გერი, სახელგანთქმულია თავისი პოსტმოდერნული დიზაინით. საკულტო ნამუშევრები ისეთ შენობებს მოიცავს, როგორებიცაა, გუგენჰაიმის მუზეუმი ბილბაოში, უოლტ დისნეის საკონცერტო დარბაზი და ვაისმანის ხელოვნების მუზეუმი.

2251
ნახე მეტი
არქიტექტურა

დასავლეთის გამორჩეული სასახლეების არქიტექტურა, როგორც ანიმაციური ფილმების შთაგონების წყარო

ის ულამაზესი სასახლეები, რომლებსაც დისნეის მულტფილმებში ვნახულობთ, მარტო ფანტაზიის ნაყოფი არ არის. ისინი რეალობაშიც არსებობს.

1544
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575