თანამედროვე ხელოვნების მუზეუმები ღია ცის ქვეშ
მათ, ვისაც მუზეუმების მონახულება ძალიან უყვართ და ამავდროულად თანამედროვე ხელოვნების დიდი მოყვარულნიც არიან, მაშინ აუცილებლად უნდა გაეცნონ ისეთ საინტერესო ადგილებს, როგორიც ღია ცის ქვეშ არსებული მუზეუმებია.
მათ, ვისაც მუზეუმების მონახულება ძალიან უყვართ და ამავდროულად თანამედროვე ხელოვნების დიდი მოყვარულნიც არიან, მაშინ აუცილებლად უნდა გაეცნონ ისეთ საინტერესო ადგილებს, როგორიც ღია ცის ქვეშ არსებული მუზეუმებია. კრეატიული, საინტერესო და ორიგინალური სკულპტურებით წარმოდგენილი მუზეუმები უამრავ ადამიანს იზიდავენ და ეს არცაა გასაკვირი. ისინი თანამედროვე ხელოვნებას ძალიან საინტერესოდ და მიმზიდველად გადმოსცემენ. გაეცანით ჩვენს მიერ წარმოდგენილ მუზეუმებს, რომლებიც ღია ცის ქვეშ ფუნქციონირებენ.
მათ, ვისაც მუზეუმების მონახულება ძალიან უყვართ და ამავდროულად თანამედროვე ხელოვნების დიდი მოყვარულნიც არიან, მაშინ აუცილებლად უნდა გაეცნონ ისეთ საინტერესო ადგილებს, როგორიც ღია ცის ქვეშ არსებული მუზეუმებია. კრეატიული, საინტერესო და ორიგინალური სკულპტურებით წარმოდგენილი მუზეუმები უამრავ ადამიანს იზიდავენ და ეს არცაა გასაკვირი. ისინი თანამედროვე ხელოვნებას ძალიან საინტერესოდ და მიმზიდველად გადმოსცემენ. გაეცანით ჩვენს მიერ წარმოდგენილ მუზეუმებს, რომლებიც ღია ცის ქვეშ ფუნქციონირებენ.
გიბსის ფერმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია, რომელიც ღია ცის ქვეშ მდებარეობს. კერძო პარკ-მუზეუმი 1991 წელს ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულზე გაიხსნა. მისი დამაარსებელი ახალ ზელანდიელი მულტიმილიონერი, კოლექციონერი და თანამედროვე ხელოვნების მოყვარული ალან გიბსია. გიბსის პირადი კოლექცია მოიცავს ისეთი ხელოვანების ნამუშევრებს, როგორებიც არიან ანიშ კაპური, ნილ დოუსონი. დენიელ ბიურენი, ლეონ ვან დენ ეიკელი, რიჩარდ ტომპსონი, სოლ ლევიტი, რიჩარდ სერა და სხვ. ის რაც ამ მუზეუმს სხვა ღია მუზეუმებისგან განასხვავებს არის ის, რომ მასში განთავსებული ყველა სკულპტურა ადგილზევეა დამზადებული და მათი შექმნისას ადგილობრივი ლანდშაფტის თავისებურებებია გათვალისწინებული.
1980 წლამდე ნაოშიმას კუნძული, რომელიც იაპონიაში მდეარეობს მშვიდი, არაფრით გამორჩეული ადგილი იყო, სადაც მთავარ საქმიანობას თევზაობა წარმოადგენდა. თუმცა ხელოვნების მოყვარულ ტეცუშიკო ფუკატატეს და კუნძულის მერის ერთობლივი ძალისხმევის წყალობით, კუნძული მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილად იქცა, თანამედროვე ხელოვნების მოყვარულთათვის. მათ კუნძული კულტურულ და საგანმანათლებლო ადგილად აქციეს. აქ შეხვდებით ისეთი ხელოვანების ნამუშევრებს, როგორებიც არიან ალბერტო ჯაკომეტი, კარელ აპელი, ვოლტერ დე მარია და სხვ. ღია მუზეუმში პირველად ნაოშიმას საერთაშორისო ბანაკი გახსნეს, რომელიც არქიტექტორი ტადაო ანდოს მიერ იყო დაპროექტებული, ამავე წელს კარელ აპელის ნამუშევარი “ბაყაყი და კატა“ გაიხსნა. შემდეგ წლებში კი სხვადასხვა სკულპტურებთან ერთად იხსნებოდა, ხელოვნების სახლები და მუზეუმები. დღეს ნაოშიმა ერთ-ერთი უნიკალური კუნძულია, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ თანამედროვე არქიტექტურით, ორიგინალური სკულპტურებით და ძალიან ლამაზი ბუნებით.
ჰოგე ველიუვეს ეროვნული პარკი, რომელიც ნიდერლანდებში მდებარეობს არამხოლოდ შესანიშნავი ლანდშაფტური დიზაინით გამორჩევა. ის ასევე მოიცავს კრიოლერ-მიულერის მუზეუმსაც. მუზეუმი ხელოვნების მოყვარულის და კოლექციონერის მის ჰელენ კრიოლერ მიულერის მიერაა დაარსებული, 1920-იან წლებში. მის ჰელენი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ვან გოგის ნახატების შესყიდვა დაიწყო და მისი მუზეუმი ვან გოგის ნამუშევრების რაოდენობით მსოფლიოში მეორეა. ასევე უნდა აღინიშნოს ღია ცის ქვეშ მოწყობილი მუზეუმი, რომელშიც საინტერესო და ორიგინალური სკულპტურებია წარმოდგენილი. რომელიც არაჩვეულებრივად ერწყმის ადგილობრივ გარემოს. ზაფხულობით ამ ყველაფერს სხვადასხვა ღონისძიებები და გამოფენები ემატება.
ჩვენ გირჩევთ
ნიუ-იორკი სადღესასწაულო ფორმაში, ანუ როგორ ხვდება ქალაქი ახალ-წელს!
შობა-ახალი წელი ერთ-ერთი საოცარი დღესასწაულია ჩვენს ცხოვრებაში. ის განსაკუთრებულად აღინიშნება ნიუ-იორკში.
როგორ მოვაწყოთ ბაღი იაპონური ინსპირაციით - სიმშვიდისა და ესთეტიკის კულტურა გარემოში
კაცობრიობა მის იდეებს, ცხოვრების წესსა და უბრალოდ ბედნიერებას მატერიალურად გამოხატავს და მას გარკვეულ მახასიათებლებს ჩუქნის. სწორედ ასეთი ტრადიციული ესთეტიკის მაგალითია იაპონური ბაღები.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7