ექსტერიერი

თანამედროვე ხიდები, როგორც ეკოლოგიური მდგრადობისა და ინოვაციური დიზაინის კარგი მაგალითი

უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში დიზაინერული და საინჟინრო ინოვაციები მუდმივად გვაოცებს.

1543

უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში დიზაინერული და საინჟინრო ინოვაციები მუდმივად გვაოცებს. მათი დახმარებით იქმნება ლამაზი, ეკოლოგიურად მგრძნობიარე სტრუქტურები, რასაც წვლილი შეაქვს მდგრადი მომავლის განვითარებისთვის. ტექნოლოგიის, დიზაინისა და ინჟინერიის არაჩვეულებრივი მაგალითი შეგიძლიათ იხილოთ თანამედროვე ეკო-მეგობრული ხიდების სახით.

უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში დიზაინერული და საინჟინრო ინოვაციები მუდმივად გვაოცებს. მათი დახმარებით იქმნება ლამაზი, ეკოლოგიურად მგრძნობიარე სტრუქტურები, რასაც წვლილი შეაქვს მდგრადი მომავლის განვითარებისთვის. ტექნოლოგიის, დიზაინისა და ინჟინერიის არაჩვეულებრივი მაგალითი შეგიძლიათ იხილოთ თანამედროვე ეკო-მეგობრული ხიდების სახით.

წყარო: e-architect.co.uk
წყარო: e-architect.co.uk

კურილპას ხიდის პროექტი არა მარტო იმის შესაძლებლობაა, რომ ბრისბანის (ავსტრალია) მდინარის გარშემო საცალფეხო და წრიული კავშირი შექმნას, არამედ ის არის საჯარო სივრცის ახალი ფორმაც. ასევე ეს ბრისბანის ქალაქის იდენტობის სიმბოლოდაც შეიძლება ჩავთვალოთ. ხიდის აშენებამ ხელი შეუწყო სანავიგაციო შეზღუდვებს, პორტატულ საავტომობილო გადაადგილებას, ველოსიპედით, ფეხით სეირნობის შესაძლებლობასა და ქალაქის სიმშვიდის შენარჩუნებას. ხიდის დიზაინის ძირითადი მიზანი იყო ის, რომ აეთვისებინა ბრისბანის ბუნება და სუბტროპიკული გარემო. კურილპას ხიდის ფორმა სხვა უფრო ჩვეულებრივი სტრუქტურების ანალიზისგან წარმოიშვა. ეს უკანასკნელნი ფიზიკური პორტატულობისა და საფუძვლის პირობების გათვალისწინებით, გენერირებულია მასიურ ვიზუალურ ზემოქმედებაზე. ეს ხიდი მსოფლიოში ერთ-ერთ დიდ ჰიბრიდულ, ტენსეგრიტულ ხიდად ითვლება. ჰორიზონტალური ძელები ტენსეგრიტული პრინციპითაა (კონსტრუქციის აგების პრინციპი, რომელიც გამოიყენებს ელემენტებს - ერთდროულად შეკუმშვისა და გაჭიმვის დროს) აგებული. ხიდი 470 მეტრის სიგრძისაა და 2 დიდ სარელაქსაციო პლატფორმას მოიცავს. აქვე დამონტაჟებულია LED განათების სისტემაც, რომელიც სხვადასხვა ფერის სინათლის ეფექტებზეა დაპროგრამირებული. განათების კონფიგურაციის გათვალისწინებით, ხიდი ენერგიის 75%-100%-ს მზისგან იღებს.

წყარო: hykalphotographer.wordpress.com
წყარო: hykalphotographer.wordpress.com

ლანგკავის ცის ხიდი, 125 მეტრის სიგრძის, საცალფეხო ხიდია მალაიზიაში. ის ზღვის დონიდან 660 მეტრზე მდებარეობს. ამ ხიდზე ასასვლელად სპეციალური კაბინა დაგჭირდებათ. ხიდის სიგანე 1.8 მეტრია. ის გათვლილია იმისთვის, რომ მაყურებელმა ბუნების თვალიერებისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს. აქ ორი ფოლადის მოაჯირია, ხოლო ბილიკი რკინა-ბეტონის პანელებისგან არის ფორმურირებული. ხიდის პირველი 25 მეტრი არის სწორი, შემდეგ კი ნელ-ნელა მრუდდება. ბოლო 25 მეტრი კი კვლავ სწორია. ყოველი ბილიკის დასრულებისას, ხიდს აქვს 3.6 მეტრიანი სიმაღლის სამკუთხა პლატფორმა. მის კონსტრუირებას 12 თვე დასჭირდა. ლანგკავის ცის ხიდი 2005 წლის თებერვალში გაიხსნა.

წყარო: orangesmile.com
წყარო: orangesmile.com
წყარო: o-po.com
წყარო: o-po.com

ტელოკ ბლანგას ხიდი არაჩვეულებრივი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება დავუახლოვდეთ ბუნებას მისი დაზიანების გარეშე. სამწუხაროდ, მსოფლიოში ხიდების უმეტესობა უამრავი ხის მოკვეთის შედეგად არის შექმნილი. თუმცა, ეს არ ეხება ტელოკ ბლანგას ხიდს, რომელიც სინგაპურში მდებარეობს. ის დამთვალიერებლებს ბუნების ტკბობის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს. ხიდი თითქოს ქსელის პატერნს მიჰყვება, რომელსაც რეგულარული ინტერვალების მქონე ღია სტრუქტურებამდე მივყავართ. ეს კი საშუალებას აძლევს სინათლესა და ბუნებრივ ჰაერს იმოძრაოს. ხიდი LED განათებითაა აღჭურვილი.

წყარო: arounddeglobe.com
წყარო: arounddeglobe.com
წყარო: local-social.net
წყარო: local-social.net

ჩვენ გირჩევთ

ექსტერიერი

ბაღის ავეჯის შერჩევისას გასათვალისწინებელი აუცილებელი რჩევები

თუ თქვენ საკუთარი სახლის მფლობელი ხართ, რომელსაც ლამაზი ეზო ამშვენებს, ადრე თუ გვიან აუცილებლად წააწყდებით გარე ავეჯის შერჩევის პრობლემას

1963
ნახე მეტი
ექსტერიერი

როგორ მოვაწყოთ მცირე ზომის ბაღი? რჩევები ექსტერიერის დიზაინერებისგან

თუ ბაღის მოწყობას აპირებთ, მაგრამ პატარა სივრცე გაქვთ, არ ინერვიულოთ: მინიატურული ბაღის დაგეგმვა უფრო საინტერესო პროცესია.

1375
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575