თანამედროვე მინიმალისტური სახლები, როგორც განტვირთვის საუკეთესო საშუალება
დღეს მიკრო-ჰაუსინგის „პროპაგანდა“ აქტიურად მიმდინარეობს და მრავალი აქტივობა ხორციელდება იმ მიზნით, რომ იგი პოპულარული გახდეს ფართო მასებში.
პატარა სტარტაპმა სახელად Getaway (გაქცევა, გაპარვა), ბოსტონის ახლოს კოტეჯი ააშენა. სტარტაპის იდეა იყო ბოსტონის ცხოვრების რიტმისგან დაღლილი ქალაქელებისთვის შეეთავაზებინა ერთგვარი თავშესაფარი, რამდენიმე დღით. დამფუძნებლები, ბიზნესისა და სამართლის სტუდენტები არიან ჰარვარდის უნივერსიტეტში. ეს თავშესაფრები ჩვეულებრივი არ არის: კომპანია ქალაქელებს არქიტექტორებისა და დიზაინერების მიერ შექმნილ ძალიან პატარა სახლებს სთავაზობს, რომლებიც ბუნებრივ გარემოშია ჩადგმული. სტარტაპი იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ მალე Getaway-მ კოტეჯები ნიუ იორკის ჩრდილოეთითაც განათავსა. ამ თანამედროვე, მინიმალისტურ სახლებში ერთი ღამის გატარება 99$-ად შეგიძლიათ.

საინტერესოა, რამ წარმოშვა ურბანული გარემოდან „გაქცევის“ იდეა და რამ გახადა იგი ასე პოპულარული? დღეს მიკრო-ჰაუსინგის „პროპაგანდა“ აქტიურად მიმდინარეობს, მრავალი აქტივობა ხორციელდება „ციცქნა სახლების მოძრაობის“ (Tiny House Movement) მხრიდანაც იმ მიზნით, რომ საცხოვრებელი მიკრო არქიტექტურა პოპულარული გახდეს ფართო მასებში. მიუხედავად იმისა, რომ ახალი, მიკრო არქიტექტურის გავრცელების პროცესი ჯერ-ჯერობით არც ისე სწრაფი ტემპით ხორციელდება, Getaway სწორედ ამ იდეისა და ხედვის ერთ-ერთ წარმომადგენლად შეიძლება ჩაითვალოს. თანამედროვე მეგაპოლისები ურბანული უთანასწორობით გამოირჩევა და მასში ცხოვრება ძალიან, ძალიან ძვირია. ასეთი პატარა საცხოვრებლების არქიტექტორები კი ფიქრობენ, რომ მათი ნამუშევრები ერთდროულად წყვეტს ფართის სიძვირისა და კაპიტალისტური, „შემგროვებლური“ ცხოვრების წესს ურბანულ გარემოში. საინტერესოა, რომ ასეთი პროექტების შემქმნელები ძირითადად ახალგაზრდა არქიტექტორები არიან და სახლები გამოირჩევა მინიმალისტური ინტერიერით, ინტეგრირებული ავეჯით, თბილი, ხის მასალის ზედაპირებითა და დიდი ღიობებით. ისინი აღჭურვილია ეკოლოგიურად სუფთა სისტემებით, მზის ბატარეებით და რაც მთავარია, მათში ლანდშაფტი ძალიან ბუნებრივად შემოდის.
თუმცა, არქიტექტორების უმრავლესობა ფიქრობს, რომ მიკრო-საცხოვრებელები ურბანულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს: ისინი შეუსაბამოდ ძვირია, გრძელვადიანი ცხოვრებისთვის მოუხერხებელია. თანაც, ფართის შემცირების „პოლიტიკა“ უკვე მრავალმა კომპლექსმა გაატარა ნიუ-იორკში, რომლებშიც ყველა ბინა 37 კვადრატულ მეტრზე პატარაა და ფასიც შესაბამისია. ამ მიზეზების გამო, „კოტეჯებში“ არქიტექტურული ინოვაციის დანახვა ცოტათი რთულია. თუმცა, მიკროსახლები არქიტექტურული წრეებისთვის მაინც საინტერესო პროექტია, რადგან ის ცდილობს დაგვანახოს ჩვენი საჭიროებების გადაუჭარბებელი ჩამონათვალი, განსხვავებული სივრცე და უბრალოდ ჩვევის, სივრცის ათვისების განსხვავებული ხედვა. ასეთი პროექტები უბრალოდ ამტკიცებს, რომ ახალი თაობა ხედავს თანამედროვე არქიტექტურისა და ურბანისტიკის გულგრილობას და ცდილობს მის გამოსწორებას: ფორმის, გარემოსა და ფართის ცვლილებით. სოციალური პრობლემების გადაჭრის შედარებით ახალი „ტენდენცია“ მიკრო სახლებშიც შენარჩუნებულია.
მიუხედავად იმისა, რომ მიკრო-საცხოვრებლების ამ ტიპით აღქმას ბევრი კრიტიკოსი ყავს, ის გარკვეულ წრეებში მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობს და გახდა კიდეც რამდენიმე შესანიშნავი პროექტის კონცეფცია.
ჩვენ გირჩევთ
ფუნქციური და ორიგინალური არქიტექტურული ინსტალაციები საჯარო სივრცეში
ყველაზე გამორჩეულ ქალაქებსაც აქვთ ისეთი საჯარო სივრცე, რომელთა შესაძლებლობები სრულად არ არის გამოყენებული.
არქიტექტურის როლი ტურიზმსა და ქალაქის ბრენდირებაში
არქიტექტურა და ქალაქგეგმარება ძალიან დიდ როლს თამაშობს ტურიზმის განვითარებაში.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7