შშმ პირებისთვის ადაპტირებული შენობები და მათი საინტერესო არქიტექტურა
ბევრ ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სხვადასხვა ფიზიკური ბარიერი მათ საჯარო სფეროს გამოყენებაში ხელს უშლის.
ბევრ ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სხვადასხვა ფიზიკური ბარიერი მათ საჯარო სფეროს გამოყენებაში ხელს უშლის. შენობების უმეტესობას არ აქვს პანდუსები, არ გამოიყენება ტაქტილური ფერები და კონტრასტები, სტანდარტიზებულია საპირფარეშოები, სახელურები, კარები. ამგვარი დიზაინი კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის დისკრიმინაციულიც არის და შემზღუდავიც. უნივერსალური საჯარო სივრცე და დიზაინი უნდა იყოს აღქმადი, მარტივი, მოქნილი, მობილური (ნებისმიერმა მომხმარებელმა სხეულის ზომისა და პოზის მიუხედავად შეძლოს სივრცის გამოყენება) და სამართლიანი. აქვე აუცილებელია ისიც, რომ ინკლუზიური დიზაინი არა განყენებული ან სეგრეგაციული, არამედ ინტეგრირებული და ფუნქციური უნდა იყოს. დღეს ზუსტად ამგვარი შენობებსა და მათ დიზაინზე ვისაუბრებთ.

ჰაზელვუდის სკოლა, რომელიც სამხრეთ გლაზგოში მდებარეობს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. შენობის დიზაინი დაფუძნებულია ისეთ მნიშვნელოვან შეგრძნებებზე, როგორებიცაა ყნოსვა, შეხება და გემო. შენობის აშენების წინაპირობა იყო კვლევა, ძიება და დისკუსია მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან. ჰაზელვუდის სკოლა ფოკუსირებულია შექმნას სიმშვიდე და წყნარი გარემო, როგორც მოსწავლეებისთვის ისე მთელი მომსახურე პერსონალისთვის. შენობაში დიდი, მუქი დერეფნებია. გაძლიერებულია ბუნებრივი სინათლის დონე და ვიზუალური, ხმოვანი და ტაქტილური სენსორები. ასევე შიგნით არის სარკინიგზო ბილიკის კონცეფციაც, რომელიც შემნახველი კედლის ფუნქციასაც ასრულებს. ამის დახმარებით ბავშვები სკოლაში თავისუფლად და დამოუკიდებლად გადაადგილდებიან. კედელი კორპის მუხისგან არის დამზადებული. აუდიოტირები შენობის ჩრდილოეთ მხარეს არის განლაგებული და მწვანე სათამაშო სივრცეს გადაჰყურებს. სკოლის გარშემო წიფლის ხეებია დარგული, რომელიც სიმშვიდის გარანტიას ქმნის.
ჰოლანდიაში კი ორიგინალური და უნიკალური შენობა დგას, რომელშიც გაერთიანებულია რამდენიმე, ინდივიდუალური ორგანიზაცია, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ემსახურებიან. შენობას უნივერსალური დიზაინი აქვს, რომლის მთავარი პრინციპი თანაბარი ხელმისაწვდომობაა. შშმ პირების ორგანიზაციის სახლს მარტივი და ინტუიტიური ნავიგაციის სისტემა აქვს. მარტივი მეთოდებისა და სუფთა რუტინის გამოყენებით, სხეულს ბუნებრივად შეუძლია გადაადგილდეს სანავიგაციო ნიშნების დახმარებით. აქ არის დერეფნები, რომლებიც მიმართულებას სინათლის, შუქის, ფერებისა და ფორმის დახმარებით ასხვავებს. მაგალითად, ადამიანს მხედველობის პრობლემა თუ აქვს, შეუძლია გზა ხუთკუთხოვანი კუთხეების საშუალებით გაიკვლიოს. ეს შენობა ნათელი მაგალითია იმის, რომ არქიტექტურაში ექსტრა სივრცის დამატება ისეა შესაძლებელი, რომ უნივერსალური დიზაინი მივიღოთ, რაც თავის მხრივ სტიგმატიზირებას გამორიცხავს.
ჩვენ გირჩევთ
მიწისქვეშა არქიტექტურა და გამორჩეული დიზაინის მეტროსადგურები მსოფლიოს გარშემო
უზარმაზარი ჭაღები, ორიგინალური არქიტექტურული დიზაინი და სინათლის პროჟექტორები მეტროსადგურებს ულამაზეს ადგილებად აქცევს.
მწვანე არქიტექტურა - პასუხი თანამედროვე ეკოლოგიურ გამოწვევებზე
მწვანე არქიტექტურა, ან დიზაინი არის კონცეპტუალური მიდგომა მშენებლობების მიმართ, რომელიც ამცირებს სამშენებლო პროექტების განხორციელების დროს გამოწვეულ მავნე ზემოქმედებას
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7