თანამედროვე ოპერის თეატრები, როგორც კულტურული ღირსშესანიშნაობები და მათი თვალწარმტაცი არქიტექტურა
ხელოვნების მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებს შორის, ოპერის თეატრები ქალაქის პრესტიჟისა და კეთილდღეობის მაჩვენებელია.
არ აქვს მნიშვნელობა, გიყვართ თუ არა ოპერა, უბრალოდ შეუძლებელია უარყოთ ის ფაქტი, რომ ოპერის შენობები კულტურული ღირშესანიშნაობები და არაჩვეულებრივი ნაგებობებია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ხელოვნების მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებს შორის, ოპერის თეატრები ქალაქის პრესტიჟისა და კეთილდღეობის მაჩვენებელია. აქ ნანახი ერთი წარმოდგენაც კი დაუვიწყარი გამოცდილებაა. დღეს თანამედროვე და თვალწარმტაც ოპერის თეატრებს წარმოგიდგენთ.
არ აქვს მნიშვნელობა, გიყვართ თუ არა ოპერა, უბრალოდ შეუძლებელია უარყოთ ის ფაქტი, რომ ოპერის შენობები კულტურული ღირშესანიშნაობები და არაჩვეულებრივი ნაგებობებია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ხელოვნების მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებს შორის, ოპერის თეატრები ქალაქის პრესტიჟისა და კეთილდღეობის მაჩვენებელია. აქ ნანახი ერთი წარმოდგენაც კი დაუვიწყარი გამოცდილებაა. დღეს თანამედროვე და თვალწარმტაც ოპერის თეატრებს წარმოგიდგენთ.
ალბათ თანამედროვე სამყაროში რამდენიმე შენობაა ისეთივე პოპულარული, როგორც სიდნეის ოპერის სახლი ავსტრალიაში. ის არის ადამიანის შემოქმედების ერთ-ერთი შედევრი, არა მარტო მე-20 საუკუნეში, არამედ კაცობრიობის ისტორიაში. ამ არაჩვეულებრივი შენობის ისტორია 1956 წელს იწყება. ოპერის თეატრის პროექტი ცნობილ პოეტურ და არაჩვეულებრივ არქიტექტორს იორნ უტზონს ეკუთვნის. პროექტი სამი ფაზით აიგო: ფუძე და შენობის პოდიუმი, რომელიც სიდნეის ნავსადგურს გადაჰყურებს, გარეთა დამცავის კონსტრუქცია და ინტერიერის კონსტრუქცია. პოდიუმის მშენებლობა მაშინ დაიწყო, როდესაც უტზონს ოპერის თეატრის დიზაინი ჯერ კიდევ დამთავრებული არ ჰქონდა. რადგან გარკვეული სტრუქტურული პრობლემები არსებობდა, პოდიუმის ხელახლა აშენება 1963 წელს გადაწყდა.
უტზონს სურდა, რომ შენობის გარეთა ნაწილი დიდი იალქნებისთვის მიემსგავსებინა. ეს უკანასკნელი კონტრასტული იქნებოდა იმ ღრმა, ლურჯ წყალთან, რომელიც ოპერიდან მოჩანს. ამ ეფექტის მისაღწევად, თეატრის გარეთა ნაწილი დაფარულია დამსხვრეული ქვისგან დამზადებული 1 056 066 კერამიკული ფილისგან. ამ საკულტო სახურავის სტრუქტურის შექმნას 11 წელი დასჭირდა. საბოლოო ნაწილზე მუშაობისას კი უტზონის თავდაპირველი დიზაინი მნიშვნელოვნად შეიცვალა. მაგალითად, თეატრის მთავარი დარბაზი, რომელიც მანამდე მრავალფუნქციური დანიშნულების იყო, გადაკეთდა მხოლოდ კონცერტებისთვის გამოყოფილ სივრცედ. ამჟამად მას საკონცერტო დარბაზს უწოდებენ, რომელიც დაახლოებით 2 800 ადამიანს იტევს. მეორეხარისხოვანი ჰოლი კი, რომელიც სპექტაკლებისთვის იყო განკუთვნილი, ახლა ოპერის თეატრის სახელს ატარებს. უზარმაზარ გარე კიბეებს იმ ორ მთავარ აუდიტორიაში შეჰყავხართ, რომელიც დაუვიწყარ სანახაობას გპირდებათ. სიდნეის ოპერის თეატრი მოიცავს 1 000 ოთახს, მათ შორის არის: 3 პატარა თეატრი, სასტუმრო, კინო-თეატრი, 3 რესტორანი, 6 ბარი და 60 გასახდელი ოთახი.
გუანჯოუს ოპერის სახლი კი თავის სანაპირო ადგილმდებარეობას ჰარმონიულად ერწყმის. ეს შენობა გუანჯოუს კულტურული ცენტრია, რომელიც 2010 წელს გაიხსნა. 1 800 ადგილიანი აუდიტორია აღჭურვილია უკანასკნელი აკუსტიკური ტექნოლოგიით. ყველაზე პატარა - 400-ადგილიანი მულტიფუნქციური დარბაზი გამოყოფილია სპექტაკლებისთვის, ოპერისა და კონცერტებისთვის. ოპერის სახლის დიზაინი ნატურალური ლანდშაფტის კონცეპტიდან მოდის. ეს კი თავისთავად არქიტექტურისა და ბუნების არაჩვეულებრივ ტანდემს გვთავაზობს, სადაც შეზავებულია გეოლოგიის, ტოპოგრაფიისა და ეროზიის პრინციპები. გუანჯოუს ოპერის თეატრის დიზაინი, შთაგონებას ფაქტობრივად მდინარის ველებისგან იღებს - უფრო სწორედ რომ ვთქვათ, თუ როგორ იცვლებიან ისინი ეროზიის დროს. დასაკეცი ხაზები აქ ოპერის თეატრის ტერიტორიებსა და ზონებს განსაზღვრავს. ისინი დრამატულად კვეთს ინტერიერისა და ექსტერიერის კანიონებს, კაფეებისა და ვესტიბიულებისთვის. ასევე შენობაში უზადო სინათლეს უშვებს. გლუვი გადასვლა განსხვავებულ ელემენტებსა და დონეებს შორის, ლანდშაფტის ანალოგიას აგრძელებს. ინტერიერისთვის გამოიყენეს დაპრესილი მინის ბოჭკოვანი თაბაშირი. ოპერის თეატრის დიზაინი ზაჰა ჰადიდს ეკუთვნის, რომელმაც მოახერხა და ამ შედევრის სახით გუანჯოუს ისტორია კონტექსტუალურ ურბანულ ტენდენციებს დაუკავშირა.
ჩვენ გირჩევთ
თანამედროვე საზაფხულო სახლების გამორჩეული არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი
ზაფხულში დასვენების მხრივ დიდი ყურადღება საზაფხულო სახლებს ეთმობა. დღეს ზუსტად მათ თანამედროვე და გამორჩეულ ვარიანტებს შემოგთავაზებთ.
პეიჯ ბრედლის საინტერესო შემოქმედება და სკულპტურა, როგორც პიროვნული თავისუფლების გამოხატულება
პეიჯ ბრედლი ცდილობს ხელოვნება ისე გამოიყენოს, რომ მას გასაჯანსაღებელი და შთაგონების ფუნქცია შესძინოს.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7