თანამედროვე საპარკინგე შენობების გამორჩეული არქიტექტურა და მათი მნიშვნელობა ურბანულ გარემოში
საპარკინგო სისტემის აუცილებლობას, კერძო ტრანსპორტის დიდი რაოდენობა ქმნის, რომელიც სულ უფრო მეტ სივრცეს იკავებს ჩვენი ქალაქის ქუჩებში
ურბანულ გარემოში პარკინგი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია. საპარკინგე სისტემის აუცილებლობას, კერძო ტრანსპორტის დიდი რაოდენობა ქმნის, რომელიც სულ უფრო მეტ სივრცეს იკავებს ჩვენი ქალაქის ქუჩებში. უსაფრთხო და კარგი საპარკინგე სისტემა მეტად მოთხოვნადი ხდება სხვადასხვა ქვეყნებში და დღეს რამდენიმე მათგანს განვიხილავთ.
ურბანულ გარემოში პარკინგი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია. საპარკინგე სისტემის აუცილებლობას, კერძო ტრანსპორტის დიდი რაოდენობა ქმნის, რომელიც სულ უფრო მეტ სივრცეს იკავებს ჩვენი ქალაქის ქუჩებში. უსაფრთხო და კარგი საპარკინგე სისტემა მეტად მოთხოვნადი ხდება სხვადასხვა ქვეყნებში და დღეს რამდენიმე მათგანს განვიხილავთ.
”აუტოსტადტი“ ფოლკსვაგენის ქარხანაა გერმანიის ქალაქ ვოლფსბურგში. ავტომობილებისთვის განკუთვნილი მუზეუმი და ორი ულამაზესი, მანქანების საპარკინგე კოშკი, ამ ადგილს ტურისტების ატრაქციად აქცევს. თითოეული საპარკინგო კოშკი 60 მეტრის სიმაღლისაა. მათ ერთმანეთთან 700-მეტრიანი მიწისქვეშა გვირაბი აკავშირებთ. როდესაც თითოეული მანქანა კოშკთან მოდის, ის ელექტრონული ხელსაწყოს დახმარებით, წამში 1.5 მეტრით, იწევა. კოშკების დათვალიერება აირკონდიცირებული პანორამული მინის ხელსაწყოთი არის შესაძლებელი. ეს მრავალსართულიანი ფარეხები ერთდროულად 800 ავტომობილს იტევს. დიზაინი შემუშავებულ იქნა „HENN architekten“-ის მიერ. ორივე შენობა ღამით ანათებს.
რანდ ელიოტი და მისი ფირმა ოკლაჰომაში „Elliott + Associates Architects“ ორი პარკინგის სტრუქტურის შემქმნელები არიან, რაც ადგილობრივებში დიდ მოწონებას იმსახურებს. ახლა კი კომპანიამ ამ ყველაფერს ორი სხვა კონსტრუქციაც დაუმატა. თითოეული მათგანი სხვადასხვა შენობასთან არის დაკავშირებული. შენობის ექსტერიერი მეტალის პანელებისგან შედგება. ლანდშაფტი კი კორპორატული კამპუსის მაგვარია და ქალაქის სტანდარტებს შეესაბამება. ფერადი, დამამშვიდებელი ბაღი სეზონურად იცვლება. შენობაში ექსტერიული განათება არ არსებობს. შიდა განათება ჰორიზონტალური პანელებიდან გამოსჭვივის. აქ დაახლოებით 791 მანქანის მოთავსებაა შესაძლებელი.
ჩრდილოეთ შვეიცარიის პატარა ქალაქ ჰერდენში კი უცნაური პარკინგის მეთოდია შემუშავებული. ინდივიდუალური ბუნებრივი ადგილები, დიდი მინის პანელებით არაჩვეულებრივია თქვენი მანქანის გასაჩერებლად. ეს იდეა შეიმუშავა „Peter Kunz Architects“-ის არიქტექურულმა გუნდა 1998 წელს. პარკინგი მხოლოდ მანქანებისთვის არაა. ამას იაპონელები ამტკიცებენ. იაპონიაში ძალიან პოპულარულია ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი და მოსახლეობის ზრდასთან ერთად, ველოსიპედების რიცხვიც იზრდება. სწორედ ამიტომ, იაპონურმა ფირმა „Giken“ -მა გადაწყვიტა საპარკინგო სივრცე ველოსიპედებისთვისაც გამოეყო, რომელიც ეკო-მეგობრული იქნებოდა. ეს არის მიწისქვეშ შექმნილი მექანიზმი, რომელიც მექანიკურად ანაწილებს ველოსიპედებს. ეკო-ავტომატიკა ველოსიპედის წინა ბორბალს ეჭიდება და ლიფტის დახმარებით მათ მიწისქვეშ, 12 მეტრის სიღრმეში ათავსებს. ველოსიპედის „დასაბრუნებლად“ მოწყობილობაზე მხოლოდ ID ბარათის მიდებაა საჭირო. შენობა უძლებს წყალდიდობას და მიწისძვრას. აქ დაახლოებით 204 ველოსიპედის დაპარკინგებაა შესაძლებელი.
არქიტექტურულმა ჯგუფმა „ბინგ ტომმა“ ამერიკული უნივერსიტეტიდან შეთავაზება მიიღეს: აეშენებინათ ისეთი პარკინგის სტრუქტურა, რომელიც დიდ სივრცეს არ მოითხოვდა. შედეგად კი საპარკინგო ფარეხი, სათამაშო მოედნის ქვეშ მივიღეთ. ფარეხის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადები ღიაა. ეს ბუნებრივი სინათლისა და ვენტილაციისთვისაა განკუთვნილი, რაც უამრავი ენერგიის დაზოგვას უწყობს ხელს. ამ პარკინგს ესთეტიკური ღირებულებაც აქვს. რადგან ის სტადიონის ქვეშ არის განთავსებული და 1921 წელს აგებული გოთიკური სტილის უნივერსიტეტის ხედს არ ფარავს.
ჩვენ გირჩევთ
მოტივტივე სახლები - ეფექტური გამოსავალი წყალდიდობისა და გადატვირთული ქალაქის წინააღმდეგ.
“აქვატექტურა“ – ‘Baca Architects“ ჯგუფის მიერ შემუშავებული მოტივტივე სახლებისთვის განკუთვნილი გეგმაა, რომელიც მოტივტივე სოფლებსაც კი მოიცავს.
სარკის სახლები - უახლესი არქიტექტურული ტრენდი
პატარა სახლების მსგავსად სარკის სახლები უახლესი არქიტექტურული ტრენდია. ეს ამრეკლავი სახლები იმ ბუნებას ასახავს, რაც მათ გარშემოა.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7