არქიტექტურა

პეიჯ ბრედლის საინტერესო შემოქმედება და სკულპტურა, როგორც პიროვნული თავისუფლების გამოხატულება

პეიჯ ბრედლი ცდილობს ხელოვნება ისე გამოიყენოს, რომ მას გასაჯანსაღებელი და შთაგონების ფუნქცია შესძინოს.

1799

„ხელოვნება არ არის გართობა. ხელოვნება არც ფუფუნებაა. ხელოვნება კულტურაა. ეს ვართ მე და თქვენ“, - ამბობს ამერიკელი ცნობილი სკულპტორი პეიჯ ბრედლი. ის ცნობილია თავისი რეპრეზენტაციული, მეტაფორული ბრინჯაოს ნაკეთობებით. პეიჯი 1974 წელს კალიფორნიაში დაიბადა. სკოლაში მისი ნიჭი მასწავლებელმა შენიშნა და ადგილობრივ კონკურსში გასვლა ურჩია. აქ კი, სულ რაღაც 17 წლისამ, პირველი ნამუშევარი შექმნა და გაიმარჯვა კიდეც. სწავლა კალიფორნიაში, პეპერდინის უნივერსიტეტში გააგრძელა. თუმცა უნივერსიტეტის კონსერვატიული ქრისტიანული სულისკვეთებიდან გამომდინარე, სტუდენტებს ცოცხლად შიშველი მოდელების ხატვის უფლებას არ აძლევდნენ. ეს ბრედლისთვის დაბრკოლება იყო, რადგან ის დაინტერესებული იყო სახვითი ხელოვნებით. ეს კი თავისთავად ადამიანის ანატომიის ძირეულ ცოდნას ითხოვდა. ბრედლიმ სწავლა იტალიაში, ფლორენციის აკადემიაში გააგრძელა.

წყარო: serendipitysocial.com
წყარო: serendipitysocial.com
წყარო: paigebradley.com
წყარო: paigebradley.com

2. http://paigebradley.com ამერიკაში დაბრუნებისთანავე (1994) მან მუშაობა სკულპტორ რიჩარდ მაკდონალდთან ერთად დაიწყო. ისინი მუშაობდნენ ერთად ისეთ დიდ პროექტზე, როგორიცაა „ალღო“. ეს სკულპტურა განკუთვნილი იყო 1996 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის. თავად ბრედლი ამბობს, რომ მისი ინსპირაცია - ეს კავშირია ბუნებასთან, სხვა ადამიანებთან და საკუთარ თავთან. ის აგრძელებ წინსვლას, საკუთარ სამუშაოს კითხვებზე, სიმართლის ძიებასა და სამართლიანობის პოვნაზე აგებს. ბრედლის მიზანია, რომ ჰქონდეს გამბედაობა - შექმნას ის, რაც რეალურია და არც ისე ლამაზი. თანამედროვე მგრძნობელობა დამატებული კლასიკურ ხელოვნებას - აი, ასე ქმნის ის ბრინჯაოს სკულპტურებს, რომლებიც ადამიანის გამოცდილებას გამოხატავენ. საკუთარი შემოქმედებისთვის სკულპტორი ირჩევს ისეთ თემებს, როგორიცაა: საკუთარი თავის პოვნა, განახლება, დაბადება, თავისუფლება, სულიერება, დრო, მიმღებლობა, ცნობიერება, ევოლუცია და ასე შემდეგ. ბრედლი ცდილობს ხელოვნება ისე გამოიყენოს, რომ მას გასაჯანსაღებელი და შთაგონების ფუნქცია შესძინოს. ამის შესანიშნავი მაგალითი მისი სკულპტურაა „იმედისა და სიძლიერის ბაფთა“, რომელიც 2012 წელს მინესოტაში ერთ-ერთი საავადმყოფოს გადასცა. 15-მეტრიანი ბრინჯაოს ბაფთა, მოცეკვავის სკულპტურას უჭირავს. მთლიანი ნამუშევარი ცეკვის განცდას შეგიქმნით. ბრედლის საწყისი ნამუშევრები კაცისა და ქალის ბრინჯაოს ფიგურებს მოიცავს. ამ სკულპტურებს შორისაა: „ბალანსი“ და „ყვავილობა“. შემდეგი სერიები კი 4 ფიგურას მოიცავს: “ზამთარი“, „ზაფხული“, „შემოდგომა“, „ზამთარი“. თითოეული მათგანი ბრედლის მეტაფორულ აზრებს გამოხატავს.

წყარო: pinterest.com
წყარო: pinterest.com

პეიჯ ბრედლის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი „ექსპანსია“ იგივე გაფართოებაა. ქალის ფიგურა, რომელიც ბრედლის წააგავს, ლოტოსის პოზიციაში ზის. მისი ნაპრალებიდან სინათლე გამოდის. ამას ბრედლის შემოქმედებაში სიმბოლური დატვირთვა აქვს: „იმ მომენტიდან, როდესაც ვიბადებით, მსოფლიოში სპეციალურად ჩვენთვის კონტეინერია აგებული. მათი სახელია: გენდერი, რასა, პროფესია. ხშირად ჩვენ გვსაზღვრავენ იმ კონტეინერით, რაშიც ვცხოვრობთ და არა იმით, რაც ჩვენშია. შეგვეძლება კი შევიცნოთ ჩვენი თავი, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ სხეულებს გავაფართოვებდით?“

წყარო: paigebradley.com
წყარო: paigebradley.com
წყარო: paigebradley.com
წყარო: paigebradley.com

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

ფუნქციური და პროგრესული თანამედროვე არქიტექტურა და მისი მნიშვნელობა გლობალურ საზოგადოებაში

თანამედროვე არქიტექტურა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში წარმოიშვა და დომინანტური მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახდა.

1970
ნახე მეტი
არქიტექტურა

მწვანე არქიტექტურა - პასუხი თანამედროვე ეკოლოგიურ გამოწვევებზე

მწვანე არქიტექტურა, ან დიზაინი არის კონცეპტუალური მიდგომა მშენებლობების მიმართ, რომელიც ამცირებს სამშენებლო პროექტების განხორციელების დროს გამოწვეულ მავნე ზემოქმედებას

7373
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575