თბილისში აქტუალური ვინტაჟური სტილი - როგორ შევქმნათ ისტორიული ატმოსფერო ჩვენს სახლში
თბილისის ვინტაჟური კაფეებისა და შუშაბანდების პოპულარობა ქვეყნის საზღვრებს გასცდა. საინტერესოა, რამ განაპირობა სტილის ასეთი აქტუალობა ჩვენთან...
ინტერიერის დიზაინი ადამიანთა საჭიროებების, გარემოებებისა და სტატუსის გათვალისწინებით ვითარდებოდა. ყოველ ეპოქას თითქოს მისთვის დამახასიათებელი სივრცე აქვს, რასაც უნდა მოერგოს, სტილი, რომლშიც უნდა ჩაჯდეს. თუმცა, ასეთი გაგება სწორედ მაშინ შეიცვალა, როცა გაჩნდა პროფესია ინტერიერის დიზაინერი. პირველ ინტერიერის დიზაინერად ელსი დე ვულფი ითვლება. ქალი, რომელმაც გაათავისუფლა ოთახები ვიქტორიანული ავეჯისგან და რაც მთავარია, სივრცე ინდივიდს მოარგო. სწორედ ამ პერიოდიდან მიიღო მასობრივი ხასიათი სწორი საცხოვრებელი სივრცის ძიებამ. გამდიდრებასთან და ტექნიკის განვითარებასთან ერთად, უფრო და უფრო მეტი ადამიანი აძლევდა საკუთარ თავს უფლებას საკუთარ შეხედულებებზე აეწყო კომპოზიცია და მასში ეცხოვრა.

ვინტაჟური სტილიც სწორედ ასეთი გამოვლინებაა. მისი მთავარი მიზანია ეკლექტიკით შექმნას ისტორიული ატმოსფერო. ნამდვილად, ვინტაჟური სტილი უფრო ატმოსფეროსა და შეგრძნებების შექმნას ემსახურება, ვიდრე კონკრეტული გარემოსი. ვინტაჟური ინტერიერი თბილი და სტუმართმოყვარეა. განწყობებისა და სენტიმენტების შექმნაში ასეთ გარემოს ძირითადად რესტავრირებული ავეჯი, ტრადიციული მატერია, ძველი დეკორატიული ნივთები, შავ-თეთრი ფოტოები და მოჩუქურთმებული ჩარჩოები ეხმარება. დიახ, ის ყველაფერი, რასაც ბებიათქვენის ბებია ფლობდა ქმნის ძალიან მყუდრო და მიმზიდველ გარემოს. ვინტაჟურ აზროვნებას არ აქვს შეზღუდვა ფერთა გამაში ან მასალის არჩევაში: თუ ასეთ გარემოში ცხოვრება გადაწყვიტეთ, თქვენი მიზანია უბრალოდ ძველი ამბავი მოყვეთ, აჩვენოთ საკუთარი ან გამოგონილი ისტორია, არქიტექტურული ან დეკორატიული შეზღუდვებისგან სრულიად თავისუფალი ბრძანდებით. ეკლექტიკა მთავარი ხერხია თქვენი სურვილების განსახორციელებლად.
საინტერესოა, რომ დღევანდელ რეალობაში საუკეთესო ვინტაჟური ინტერიერის პროექტები ჩვენსავე ქალაქში უნდა ვეძებოთ. თბილისის ვინტაჟური კაფეებისა და შუშაბანდების პოპულარობა ქვეყნის საზღვრებს გასცდა. საინტერესოა, რამ განაპირობა სტილის ასეთი აქტუალობა თბილისში. მიუხედავად იმისა, რომ ტრენდი რამდენიმე წლისაა, უნდა აღინიშნოს, რომ ბუნებრივად ეკლექტურ ქალაქს, რომელიც სიჭრელით და ღია ცხოვრებით ხასიათდება, ვინტაჟი ძალიან უხდება. აივნებისა და შუშაბანდების ქალაქის ისტორიები თითქოს შიგნით შევიდა და ახლა, ინტერიერში ცოცხლდება საუკუნის წინანდელი ამბები. ალბათ, სწორედ ქალაქია ვინტაჟის გაცოცხლების წინაპირობა.
თუ გნებავთ, რომ თქვენი საცხოვრებელი სახლიც თბილისურ კაფეს დაემსგავსოს, იყოს თბილი და რომანტიული, რედეკორირებისთვის ნივთებისა და პრინტების ძიება ძველმანების ბაზრობაზე, ანტიკვარულ მაღაზიებში და ბებიათქვენის სკივრში უნდა დაიწყოთ.
ჩვენ გირჩევთ
რჩევები, თუ როგორ გამოვიყენოთ გობელენი ინტერიერის დიზაინში
ინტერიერში მყუდრო და სასიამოვნო გარემოს შესაქმნელად, დახვეწილ ქსოვილებს იყენებენ ხოლმე. ერთ-ერთი ასეთი უნიკალური ხიბლის მატარებელი გობელენია.
ინტერიერის რევოლუციონერი დიზაინერი დოროთი დრეიპერი და მისი შთამბეჭდავი შემოქმედება
დრეიპერმა დიზაინის კონცეპტის რევოლუცია მოახდინა. მან დაამსხვრია „ისტორიული პერიოდის ოთახის“ სხვადასხვა სტილი, რომელიც წინამორბედთა შემოქმედებაში დომინირებდა.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7