ცხოვრების სტილი

ტრადიციული და განსაკუთრებული საზაფხულო ფესტივალები მსოფლიოს გარშემო

ფესტივალები ცოცხალი მუზეუმებია, რომლებიც კარგად გადმოგვცემენ სხვადასხვა ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს.

1442

ფესტივალები ცოცხალი მუზეუმებია, რომლებიც კარგად გადმოგვცემენ სხვადასხვა ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს. ყოველი ქვეყანა განსაკუთრებულად და ინდივიდუალურად აღნიშნავს სხვადასხვა დღესასწაულებს, რაც უამრავ ადამიანს იზიდავს. თუ თქვენც მათ რიცხვში ხართ, ვისაც სხვადასხვა ქვეყნის კულტურა და ტრადიციები აინტერესებს, უნდა რომ თანამონაწილე გახდეს რაიმე დიდი მოვლენის დარწმუნებული ვარ, დაინტერესებული იქნებით იმ განსაკუთრებული და უნიკალური ფესტივალებით, რომლებიც სხვადსხვა ქვეყანაში იმართება. დღეს ჩვენ ცნობილ, საინტერესო და გამორჩეულ საზაფხულო ფესტივალებს განვიხილავ

ფესტივალები ცოცხალი მუზეუმებია, რომლებიც კარგად გადმოგვცემენ სხვადასხვა ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს. ყოველი ქვეყანა განსაკუთრებულად და ინდივიდუალურად აღნიშნავს სხვადასხვა დღესასწაულებს, რაც უამრავ ადამიანს იზიდავს. თუ თქვენც მათ რიცხვში ხართ, ვისაც სხვადასხვა ქვეყნის კულტურა და ტრადიციები აინტერესებს, უნდა რომ თანამონაწილე გახდეს რაიმე დიდი მოვლენის დარწმუნებული ვარ, დაინტერესებული იქნებით იმ განსაკუთრებული და უნიკალური ფესტივალებით, რომლებიც სხვადსხვა ქვეყანაში იმართება. დღეს ჩვენ ცნობილ, საინტერესო და გამორჩეულ საზაფხულო ფესტივალებს განვიხილავ

წყარო: edition.cnn.com
წყარო: edition.cnn.com

ესპანეთი საზაფხულო, ტრადიციული ფესტივალებით ნამდვილად გამორჩეული ქვეყანაა. ალბათ ყველას გსმენიათ, ცნობილი ფესტივალის „ენსიეროს“ შესახებ. ხარებისგან გაქცევა ძველი, ესპანური ტრადიციაა, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას. ყველაზე ცნობილი „ენსიერო“ ქალაქ პამპლონაში, წმინდა ფერმინის დღესასწაულებს ემთხვევა და 7 დან 14 ივლისის ჩათვლით გრძელდება. ასევე ცნობილია ენსიერო, რომელიც მადრიდის შემოგარენში აგვისტოს ბოლო კვირას ტარდება. ამ ფესტივალის დროს ყოველ დილით, უამრავი ადამიანი გაურბის სპეციალური ადგილიდან გამოშვებულ ხარებს. ენსიეროსთვის ქალაქის ქუჩები ხის ბარიერებით იკეტება, რომელზეც გადახტომა საკმაოდ მარტივია. მარშუტის სიგრძე, რომლებსაც მონაწილეები და ხარები გარბიან 1 კილომეტრია. ამ ფესტივალში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია წინასწარი რეგისტრაციის შემდეგ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მონაწილეები ადგილობრივი კორიდის მოყვარულები არიან, სანახაობაში ტურისტებსაც თავისუფლად შეუძლიათ ჩაბმა. ასე, რომ თუ მძაფრი შეგრძნებები გიზიდავთ და გსურთ, რომ ეს ზაფხული ესპანური ტემპერამენტით კიდევ უფრო გააცხელოთ, მაშინ ენსიერო სწორედ ის ფესტივალია, რომელსაც აუცილებლად უნდა დაესწროთ. აუცილებლად გაითვალისწინეთ, ის რომ ეს საკმაოდ სახიფათო ღონისძიებაა და აქ შეიძლება სასიკვდილოდაც დაშავდეთ. თუმცა შეგიძლიათ ფესტივალს მაყურებლის სტატუსით დაესწროთ და ისე მიიღოთ მძაფრი შეგრძნებები.

წყარო: holidaysgenius.com
წყარო: holidaysgenius.com

თუ უსაფრთხო და ამავდროულად აქტიურ ღონისძიებას ეძებთ, მაშინ გირჩევთ „ლა ტომატინას“ ფესტივალს ესტუმროთ. ეს ფესტივალიც ესპანეთში, ვალენსიის ახლომდებარე ქალაქ ბუნიოლში ტარდება. მისი ისტორია კი 1944-45 წლებში იწყება. ტრადიციას საფუძველი ორი კაცის პოლიტიკურმა პროტესტმა ჩაუყარა, რომლებმაც ქალაქის ქუჩებში, შენობებისთვის და ადამიანებისთვის პომიდვრების დაშენა დაიწყეს. დღეს-დღეობით ფესტივალმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო და ყოველწლიურად, ის 20000 მდე ადამიანს მასპინძლობს. ფესტივალი აგვისტოს ბოლო კვირას, პომიდვრების სეზონზე ტარდება. თავად პომიდვრების სროლა სულ რაღაც 1 საათს გრძელდება, თუმცა ეს საკმარისია იმისთვის, რომ ქალაქის ქუჩები პომიდვრებით აივსოს და თქვენ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიიღოთ.

წყარო: eng.trip.kyoto.jp
წყარო: eng.trip.kyoto.jp

თუ გული აღმოსავლური კულტურისკენ მიგიწევთ, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ „გიონ მატცურის“ ფესტვალს, რომელიც ქალაქ კიოტოში ტარდება და იაპონიაში ერთ-ერთი ყველზე პოპულარული ფესტივალია. გიონის ფესტივალი თითქმის მთელი ივლისის თვე გრძელდება და 17 დან 24 ივლისის ჩათვლით გრანდიოზულ მსვლელობებს მოიცავს, რომლებიც განსაკუთრებულად სანახაობრივია. საღამოობით ქუჩები ორიგინალურად ირთვება, აქ ღამის სადგომებს ამწკრივებენ, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული, იაპონური სამზარეულოს კერძები, ტკბილეული და სხვა კულინარიული შედევრები. ადგილობრივების უმეტესობა ტრადიციულ, საზაფხულო კიმანოში გამოწყობილი ესწრება ამ ფესტივალს, რაც მას კიდევ უფრო საინტერესო იერს სძენს. ფესტივალს საფუძველი 869 წელს ჩაეყარა და ის უკავშირდება განწმენდის რიტუალს, რომლის მიხედვითაც იაპონელები ღმერთებს ამშვიდებდნენ, რათა მათ წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა და გვალვა არ გამოეწვიათ.

წყარო: oita-press.co.jp
წყარო: oita-press.co.jp

ჩვენ გირჩევთ

ცხოვრების სტილი

ზამთრის კურორტები კანადაში - გარემოსა და ინფრასტრუქტურის ჰარმონიულად შერწყმა

რა ქმნის ზამთრის ქალაქს კლასიკურ კურორტად? პირველ რიგში, სათხილამურო მემკვიდრეობა, ინფრასტრუქტურული გამართულობა და კულტურა.

1940
ნახე მეტი
ცხოვრების სტილი

რატომ არის შვებულებაში გასვლა აუცილებელი და როგორ მოქმედებს ეს ადამიანზე?

სამწუხაროდ, უკვე მოზრდილებს აღარ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მთელი ზაფხული გემრიელად დავისვენოთ

1563
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575