ცხოველები ჩვენს სახლში და მათი დადებითი ზეგავლენა ადამიანზე
ალბათ ყველა ცხოველ მოყვარულმა იცის, თუ რა რთულია სახლში ოთხფეხა მეგობარიც გყავდეს და სუფთა ხალიჩაც იქონიო.
სტრესი, დაძაბულობა, დაღლილობა თან სდევს ჩვენს ყოველდღიურობას და მას აუტანელს ხდის. სწორედ ამიტომ, აუცილებელია დღევანდელმა ადამიანმა იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით და ყოველდღიურობა პოზიტივით აავსოს. მათ, ვისაც შინაური ცხოველები სახლში ელოდებიან, იმ ბედნიერებისა და სიხარულის გრძნობა, რომელსაც ისინი გვანიჭებენ უცხო არ უნდა იყოს. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ცხოველები არამარტო გვაბედნიერებენ, არამედ ჩვენს ჯანმრთელობაზეც ზრუნავენ. შინაური ცხოველის ყოლა ამცირებს დეპრესიას, სტრესს, დაძაბულობასა და ბრაზს. ასევე, ამ ოთხფეხა არსებების წყალობით ძლიერდება ადამიანის იმუნური სისტემა, რეგულირდება წნევა, იკლებს გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკი.
სტრესი, დაძაბულობა, დაღლილობა თან სდევს ჩვენს ყოველდღიურობას და მას აუტანელს ხდის. სწორედ ამიტომ, აუცილებელია დღევანდელმა ადამიანმა იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით და ყოველდღიურობა პოზიტივით აავსოს. მათ, ვისაც შინაური ცხოველები სახლში ელოდებიან, იმ ბედნიერებისა და სიხარულის გრძნობა, რომელსაც ისინი გვანიჭებენ უცხო არ უნდა იყოს. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ცხოველები არამარტო გვაბედნიერებენ, არამედ ჩვენს ჯანმრთელობაზეც ზრუნავენ. შინაური ცხოველის ყოლა ამცირებს დეპრესიას, სტრესს, დაძაბულობასა და ბრაზს. ასევე, ამ ოთხფეხა არსებების წყალობით ძლიერდება ადამიანის იმუნური სისტემა, რეგულირდება წნევა, იკლებს გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკი.
თუ თქვენ უკვე გყავთ შინაური ცხოველი, მაშინ ეცადეთ მასთან უფრო დიდი დრო გაატაროთ. ეს აუცილებლად მოგგვრით შვებას და დაგავიწყებთ ყოველდღიურობისგან მონიჭებულ დაღლას. ხოლო, თუ ჯერ არ გაქვთ იმის ბედნიერება, რომ ოთხფეხა მეგობარი გყავდეთ, მაშინ აუცილებლად შეიძინეთ ის. ცხოველების წყალობით, გვინდა თუ არა, ჩვენი ცხოვრების სტილიც უმჯობესდება. ის იქნება თქვენი ოჯახის ახალი წევრით, რომელსაც აუცილებლად ეყვარებით და იზრუნებს თქვენზე. არ აქვს მნიშვნელობა ძაღლის მფლობელი ბრძანდებით თუ კატის, როდესაც შინაურ ცხოველის პატრონი ხართ, მათზე ზრუნვა გიწევთ და თქვენ სწორი რეჟიმით იწყებთ ცხოვრებას.
ცხოველების პატრონებმა, კარგად იციან იმ სირთულეების შესახებაც, რაც მათ ყოლას ახლავს თან. ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ, როგორ მოვაწყოთ საცხოვრებელი სივრცე ისე, რომ არც ავეჯი გაგვიფუჭდეს და არც კედლები. არსებობს შესაბამისი მატერიები და ხერხები, რომელთა წყალობით ცხოველებთან დაკავშირებულ პრობლემებს მარტივად გადაჭრით დაივიწყეთ აბრეშუმი, ჩითი ან ხავერდი. ეს უკანასკნელნი ცხოველის ბეწვებსა და თმებს მაგნიტივით იზიდავენ. მათ ნაცვლად გამოიყენეთ სინთეზური ქსოვილები, რომლებიც ლაქების, სუნის, ბაქტერიების მხრივ მდგრადია. არაჩვეულებრივი ვარიანტია ტყავიც. ის მარტივად იწმინდება. თუ თქვენ მის გამოყენებას ირონიულად მიიჩნევთ, მაშინ მისი ხელოვნური ვარიანტი სცადეთ. მიკრობოჭკოვანი ქსოვილიც ასევე იდეალურია მათთვის, ვისაც სახლში ცხოველები ჰყავს. ისინი შეიძლება გარეცხოთ ხელით, სარეცხი მანქანით ან უბრალოდ გაწმინდოთ კიდეც. ერთ-ერთი უპირატესობა არის ის, რომ ცხოველების ბეწვებს მისგან მარტივად მოაშორებთ. რაც შეეხება ამ თემას, ავეჯისა და ქსოვილების ფერები თქვენი ოთხფეხა მეგობრების ფერებს შეუსაბამეთ. ამგვარად, მათი ბეწვების ხილვადობას შეამცირებთ. თუ თქვენს შინაურ ცხოველს თქვენივე საწოლში უყვართ ძილი, მატრასზე წყალგამძლე გადასაფარებელი გადააფარეთ. ასევე გამოდგება ნებისმიერი გარეცხვადი ქსოვილი, რომელიც მჭიდრო ნაქსოვს მოიცავს.
ალბათ ყველა ცხოველ მოყვარულმა იცის, თუ რა რთულია სახლში ოთხფეხა მეგობარიც გყავდეს და სუფთა ხალიჩაც იქონიო. ხალიჩები ხო სუნს იკიდებენ და ბეწვების მოშორება მათგან საკმაოდ რთული სამუშაოა. საუკეთესო გამოსავალი „შიშველი“ იატაკის ქონაა, მაგრამ ეს უკანასკნელი მოსაწყენი არ უნდა იყოს. მაგალითად, შეღებილი ბეტონი ვიზუალურად ლამაზიცაა და მისაღები ფასებიც აქვს. მერქნის იატაკი გასაწმენდად მარტივია. ისინი ოთახს სითბოს მატებს, თუმცა აქ ის ფაქტი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ დიდი ძაღლი მას მარტივად დაჩხაპნის. ყველაზე საუკეთესო ვარიანტი კი კერამიკული ფილებია. მისი გაწმენდა მარტივად შეგიძლიათ და ისინი ძალიან ელეგანტურად გამოიყურება. რაც შეეხება კედლებს, ისინი გამძლე საღებავით შეღებეთ, რომელიც, ამასთანავე, ნაფხაჭნის და ნაკაწრის მიმართ მდგრადი იქნება.
ჩვენ გირჩევთ
ხატვის განსაკუთრებული როლი ადამიანის ცხოვრებაში - აი, რატომ უნდა ვხატოთ ხშირად
ყველა ადამიანს სჭირდება საქმიანობა, რომელიც მას სიამოვნებას ანიჭებს. ისეთი აქტივობა, რომელიც ავიწყებს ყოველდღიურ პრობლემებსა და რუტინულ საქმეს.
სამი მარტივი თერაპია, რომელიც ადამიანზე დადებითად აისახება
ჩვენს გარშემო არსებული დაძაბულობის მოსახსნელად, ალბათ ყველაზე მარტივი ამ სამი თერაპიის ჩატარებაა.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7