ცხოვრების სტილი

მსოფლიოში ყველაზე დიდი და განსაკუთრებული საშობაო ბაზრები

ყოველწლიურად, დეკემბრის მოახლოებასთან ერთად, მსოფლიოს გარშემო საახალწლო ციებ-ცხელება იწყება.

1484

ყოველწლიურად, დეკემბრის მოახლოებასთან ერთად, მსოფლიოს გარშემო საახალწლო ციებ-ცხელება იწყება. ქალაქები საახალწლო განათებებით და დეკორაციებით ივსება, იდგმება ნაძვის ხეები და ცოცხლდება საუკუნოვანი ტრადიციები. რა თქმა უნდა, რთულია წარმოვიდგინოთ ახალი წელი, იმ საშობაო ბაზრობების გარეშე, რომლების ასე ათბობენ და ახალისებენ დღესასწაულებს. გემრიელი ნამცხვრები, თბილი სასმელები, მყუდრო ატმოსფერო და რაც მთავარია, უამრავი გასაყიდი საჩუქარი- აი, რას გვთავაზობს, საშობაო ბაზრები. სწორედ ამიტომ, დღეს შემოგთავაზებთ სტატიას მსოფლიოში ყველაზე დიდი და წარმოუდგენლად ლამაზი საშობაო ბაზრების შესახებ

ყოველწლიურად, დეკემბრის მოახლოებასთან ერთად, მსოფლიოს გარშემო საახალწლო ციებ-ცხელება იწყება. ქალაქები საახალწლო განათებებით და დეკორაციებით ივსება, იდგმება ნაძვის ხეები და ცოცხლდება საუკუნოვანი ტრადიციები. რა თქმა უნდა, რთულია წარმოვიდგინოთ ახალი წელი, იმ საშობაო ბაზრობების გარეშე, რომლების ასე ათბობენ და ახალისებენ დღესასწაულებს. გემრიელი ნამცხვრები, თბილი სასმელები, მყუდრო ატმოსფერო და რაც მთავარია, უამრავი გასაყიდი საჩუქარი- აი, რას გვთავაზობს, საშობაო ბაზრები. სწორედ ამიტომ, დღეს შემოგთავაზებთ სტატიას მსოფლიოში ყველაზე დიდი და წარმოუდგენლად ლამაზი საშობაო ბაზრების შესახებ

წყარო: dresden.de
წყარო: dresden.de

ყველასათვის კარგად ცნობილი, დრეზდენის საშობაო მარკეტი, კვლავ განაგრძობს ყველა რეკორდის მოხსნას. ადგილობრივი მცხობელები, გიგანტურ „შტოლენს“-ტრადიციული გერმანული ხილის ნამცხვარს აცხობენ, რომელიც ბაზრობის ტერიტორიაზე ცერემონიულად იჭრება, შემდეგ კი ნამცხვრით მნახველებს უმასპინძლდებიან. დრეზდენის საშობაო ბაზრობა ტრადიციულად, 24 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით ფუნქციონირებს. ის უკვე 580 წელი ითვლის და გერმანიის უძველეს საშობაო ბაზრობად ითვლება. დრეზდენის საშობაო ბაზრობა მოიცავს 100 ზე მეტ ღონისძიებას, ტრადიციული ნივთების გაყიდვასა და რა თქმა უნდა განსაკუთრებული კულინარიული შედევრების გამოფენა-გაყიდვას. გასაკვირი არცაა, რომ მას ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს.

წყარო: visitcopenhagen.com
წყარო: visitcopenhagen.com

საინტერესოა დანიის საშობაო ბაზრობაც, რომელიც „თივოლის ბაღებში“, კოპენჰაგენში იმართება. ბაზრობა 19 ნოემბრიდან 31 ნოემბრის ჩათვლითაა გახსნილი და ის 82,300 კვადრატულ მეტრს მოიცავს. პარკისკენ მიმავალ გზაზე, 50-ზე მეტი კიოსკია, სადაც საახალწლო დეკორაციებს, ხელოვნების ნიმუშებს, ცხელ სასმელებს, ტკბილეულს და სათამაშოებს ყიდიან. ხის სახლები, ჯადოსნური ზარები, შუშის ორნამენტები, თოვლით დაფარული ხეები და სანტასთან შეხვედრის შესაძლებლობა, ამ ყველაფერს ზღაპრულ იერს აძლევს. ამასთან ერთად, ეს დიდი ალპური სოფელი, იზიდავს თხილამურების და ციგურების მოყვარულ მნახველებს, სთავაზობს მათ დიდ საციგურაო მოედანს და სათხილამურო ადგილს.

წყარო: wcifly.com
წყარო: wcifly.com

შობის დედაქალი, რომელიც სტრასბურგში მდებარეობს, ევროპის უძველეს ბაზრობად ითვლება. 25 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, ფრანგული ქალაქი, საოცარი განათებების წყალობით, ზღაპრულ ადგილად იქცევა ხოლმე. ეს ბაზრობა 1570 წელს დაარსდა და მას შემდეგ, ტრადიციების დაცვით აოცებს მნახველს, რომელსაც სტრასბურგის ქუჩებში 300-მდე პატარა საშობაო სოფელს სთავაზობს. საოცარი საშობაო დეკორაციების, გემრიელი ტკბილეულის და 500-მდე წინასწარ დაგეგმილ ღონისძიების წყალობით, აქ ნებისმიერი ადამიანისთვის მოიძებნება გასართობი. მაღაზიების უმეტესობა, სტრასბურგის დიდებული, კათედრალური მოედნის ირგვლივ იყრის თავს. სხვები კი, მათ გარშემო არიან გაბნეულნი. აღსანიშნავია, რომ ბაზრობაზე არის სპეციალური ადგილები, რომლებიც მნახველს ადგილობრივ სამზარეულოს დაგემოვნებას სთავაზობს. ასევე, ცნობილი ადგილი „Christkindelsmärik“, მნახველებს, თავისი ისტორიისა და ჯადოსნური გაფორმებებით, მე-16 საუკუნეში მოგზაურობის საშუალებას აძლევს.

ჩვენ გირჩევთ

ცხოვრების სტილი

როგორ მოვაწყოთ ტერარიუმი საკუთარი ხელით?

თანამედროვე ინტერიერის დიზაინი, რომელიც სულ უფრო კონცეტრირდება ბუნებასთან ჰარმონიულ თანაარსებობაზე, შესანიშნავად იხამებს მწვანე ტერარიუმებს.

3361
ნახე მეტი
ცხოვრების სტილი

მთაში დასვენების უპირატესობები და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე

ზაფხულის ცხელ დღეებში, ალბათ ყველასთვის უმნიშვნელოვანესი საზრუნავია ცხელ ქალაქს და ყოველდღიურ რუტინას გაექცეს და დაისვენოს.

2255
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575