არქიტექტურა

უნიკალური არქიტექტურისა და დიზაინის მქონე სასტუმროები მსოფლიოს გარშემო

მგზავრობის დაგეგმვისას, აუცილებელი დეტალია, კარგი სასტუმრო ავარჩიოთ. რა ხდის ამ უკანასკნელს არაჩვეულებრივს?

1493

მგზავრობის დაგეგმვისას, აუცილებელი დეტალია, კარგი სასტუმრო ავარჩიოთ. რა ხდის ამ უკანასკნელს არაჩვეულებრივს? სერვისი, დიზაინი, არქიტექტურა, ატმოსფერო, სტუმრების ოდენობა და ასე შემდეგ. ზოგიერთი სასტუმრო კი თავიანთ უნიკალურობით იმდენად გამოირჩევა, რომ სხვა დეტალებს აღარ ვუკვირდებით ხოლმე. ამ სტატიაში ზუსტად ასეთ სასტუმროებზე ვისაუბრებთ.

მგზავრობის დაგეგმვისას, აუცილებელი დეტალია, კარგი სასტუმრო ავარჩიოთ. რა ხდის ამ უკანასკნელს არაჩვეულებრივს? სერვისი, დიზაინი, არქიტექტურა, ატმოსფერო, სტუმრების ოდენობა და ასე შემდეგ. ზოგიერთი სასტუმრო კი თავიანთ უნიკალურობით იმდენად გამოირჩევა, რომ სხვა დეტალებს აღარ ვუკვირდებით ხოლმე. ამ სტატიაში ზუსტად ასეთ სასტუმროებზე ვისაუბრებთ.

წყარო: atlasobscura.com
წყარო: atlasobscura.com

თუ გაინტერესებთ როგორ გამოიყურება უცნაური არქიტექტურა, მაშინ ხელოვნების ამ ფენომენალურ და გიგანტურ ნაშრომს უნდა შეხედოთ - ტიანზის სასტუმრო, რომელიც ჩინეთში მდებარეობს. ეს არის ათსართულიანი ნაგებობა და ის სამი მამაკაცის ქანდაკებისგან შედგება. მათ ტრადიციული, ფერადი ეროვნული ტანსაცმელი აცვიათ. ტიანზი „სამოთხის შვილად“ შეგვიძლია გადავთარგმნოთ. შესაბამისად ეს ფიგურები ჩინელ ღმერთებს განასახიერებენ. თითოეული მათგანი პერსონიფიცირებულია იმ ნიშნებთან, რომლებიც ერთდროულად კარგი ცხოვრების გარანტიას გვაძლევს. თითოეულ ღმერთს ასევე ასტროლოგიური და ისტორიული მნიშვნელობაც აქვს. ცენტრში მდგარი ღმერთი, რომელსაც წითელი სამოსი აცვია, ფუ არის. ის იუპიტერის პლანეტას და ფორტუნას განასახირებს. მარჯვნივ, მწვანეტანსაცმლიანი ღმერთი კი ლუა, ის მატერიალური კეთილდღეობის სიმბოლოა. მარცხენა თეთრწვერიანი ღმერთი შოუა, რომელიც დღეგრძელობასთან ასოცირდება. ეს უცნაური სასტუმრო ჰებეის პროვინციის პატარა ქალაქ ლანგფანგში მდებარეობს. სასტუმრო გინესის რეკორდების წიგნშიც არის შესული. შენობა 2000 წელს აიგო. სასტუმროში შესვლა შოუს მარჯვენა ფეხის გავლით შეგიძლიათ.

წყარო: architectureartdesigns.com
წყარო: architectureartdesigns.com

მსოფლიოში ერთადერთი „ბზრიალა“ სასტუმრო ანტალიაში, თურქეთში მდებარეობს. ეს არის მბრუნავი სასტუმროს შენობა, რომელიც სტუმრებს შესაძლებლბოას აძლევს დატკბნენ 360°-იანი ხედებით. სასტუმროს 24 საძინებელი მთლიან ბრუნვას 2-დან 22 საათში ასრულებს. როტაცია გლუვია, იმართება 6 ელექტრონული ძრავით, რომელიც შენობაშივეა დამონტაჟებული. თუ მაგალითად, თქვენ ძილისწინ სასტუმროს ფანჯრიდან გადაჰყურებთ ზღვას, მეორე დილით თვალწინ საცურაო აუზი დაგხვდებათ. 2 750 ტონიანი შენობა ტივტივებს ავზში, რომელიც მხოლოდ 478 ტონა წყალს იკავებს. სასტუმროს დიზაინი არაჩვეულებრივია. აქ შეგხვდებათ 238 ორიგინალური დიზაინის ოთახი და ლაუნჯიც კი. მინის სასტუმრო დამსვენებელს სოციალურ ატმოსფეროს სთავაზობს. გარდა ოთახებისა, ის მოიცავს ხელოვნების მუზეუმს, სასტუმროს, ბიზნეს ცენტრს, გრაფიტის კუთხეს. რაც შეეხება კვებას, სასტუმრო მომხმარებელს მრავალფეროვანი სამზარეულოთი მასპინძლობს.

წყარო: dailymail.co.uk
წყარო: dailymail.co.uk

რისგან შეიძლება იყოს დამზადებული სასტუმროს შენობა? ყველაზე უცნაური პასუხი ალბათ ბოლივიელებს აქვთ: მარილისგან. მარილის ბლოკებისგან აშენებული სასატუმრო სალარ დე უიუნში (ბოლივიაში) მდებარეობს. ის მოიცავს საუნას, მარილისა და ვიხრევის აბაზანებს. 4 500 მეტრ კვადრატის სასტუმრო 10 000 ტონა მარილისგან არის დამზადებული. მის აშენებას დაახლოებით 2 წელი მოანდომეს. თუ წვიმიანი სეზონები დიდხანს გრძელდება, სასტუმროს რაღაც ნაწილი ზიანდება ხოლმე, ამიტომ მას ხშირად მეორეჯერაც აშენებენ. სასტუმროს სპეციფიკიდან გამომდინარე მფლობელების მოითხოვენ, რომ სტუმრებმა კედლები არავითარ შემთხვევაში არ ალოკონ.

წყარო: dailymail.co.uk
წყარო: dailymail.co.uk

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

პეიჯ ბრედლის საინტერესო შემოქმედება და სკულპტურა, როგორც პიროვნული თავისუფლების გამოხატულება

პეიჯ ბრედლი ცდილობს ხელოვნება ისე გამოიყენოს, რომ მას გასაჯანსაღებელი და შთაგონების ფუნქცია შესძინოს.

1767
ნახე მეტი
არქიტექტურა

თანამედროვე საპარკინგე შენობების გამორჩეული არქიტექტურა და მათი მნიშვნელობა ურბანულ გარემოში

საპარკინგო სისტემის აუცილებლობას, კერძო ტრანსპორტის დიდი რაოდენობა ქმნის, რომელიც სულ უფრო მეტ სივრცეს იკავებს ჩვენი ქალაქის ქუჩებში

1348
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575