არქიტექტურა

ნეოეკლექტიკური სტილი არქიტექტურაში, მისი განვითარების გზები და გამოყენება

ნეოეკლექტიკური არქიტექტურა იმ არქიტექტურული სტილის სახელია, რომელმაც დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩრდილოეთ ამერიკულ სახლებზე მე-20 საუკუნის ბოლოსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში.

1361

ნეოეკლექტიკური არქიტექტურა იმ არქიტექტურული სტილის სახელია, რომელმაც დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩრდილოეთ ამერიკულ სახლებზე მე-20 საუკუნის ბოლოსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში. ეს არის არქიტექტურული აღორძინების თანამედროვე ვერსია, რომელიც მე-18 საუკუნის შუა ხანებიდან - ნეოკლასიკური არქიტექტურის შემდეგ ყალიბდებოდა. ნეოეკლექტიკური არქიტექტურა თანამედროვე შენობებს განსაზღვრას, რომელიც ტრადიციული არქიტექტურის იდეალებს, პროპორციებს, მასალებსა და ოსტატობას იზიარებს. ნეოეკლექტიკური სახლი მრავალ სტილს აერთიანებს. ეს შეიძლება იყოს მოდერნული, შუა საუკუნეების და რანჩოს სტილიც კი, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკული საცხოვრებელი შენობების არქიტექტურაში დომინირებს. ნეოეკლექტიკური არქიტექტურა პოსტმოდერნული არქიტექტურის მსგავსია და მხოლოდ ერთი რაღაც განასხვავებს - ექსპერიმენტების ნაკლებობა.

წყარო: houseshomesforsale.info
წყარო: houseshomesforsale.info

ზოგიერთი ნეოეკლექტიკური შენობა საერთოდ სხვადასხვა ისტორიულ სტილს აერთიანებს. მაგალითად, ერთ სახლში შეიძლება შეხვდეთ კეიპ-კოდის, ტიუდორული აღორძინებისა თუ ფრანგულ პროვინციულ ელემენტებს. სახლების უმეტესობის ფოკუსი ერთი აღორძინების სტილს მოიცავს. სხვადასხვა ისტორიული სტილები კი სხვადასხვა რეგიონში დომინირებს ხოლმე. მაგალითად, კალიფორნიაში პოპულარობით ხმელთაშუაზღვისპირული აღორძინების და ესპანური კოლონიური აღორძინების სტილი საარგებლობს. ნეოეკლექტიკურ არქიტექტურაში აღორძინების ელემენტები უმეტესწილად დეკორატიული სახით გვხვდება. ეს ძირითადად მეორეული ელემენტებია, მაგალითად ფანჯრები ან გარსაკრავები. ამ არქიტექტურულ სტილს ახასიათებს: ორი ან უფრო მეტი სართული, იმიტირებული ისტორიული სტილები, მრავალჯერადი სახურავის ხაზები, აგურის ან ქვის ფანერები, ღია ინტერიერის სივრცეები. მეორეული სტილისტური მახასიათებლები კი მოიცავს ბილიკებს, დაუმთავრებელ სხვენებს, ვინილის ფანჯრებს, შერეულ სინთეტურ მასალებს, მრავალსართულიან ავტოფარეხებს. ნეოეკლექტიკურ ნაგებობებში სადარბაზოებს ვერ შევხდებით.

წყარო: denverurbanism.com
წყარო: denverurbanism.com
წყარო: itsoverflowing.com
წყარო: itsoverflowing.com

ნეოეკლექტიკური შენობებს ასიმეტრიულობით გამოარჩევთ. ასიმეტრიულობა სახლებს მეტ სიღრმეს ანიჭებს. ამ სტილისთვის დამახასიათებელია ძირითადად მწვანე და ყავისფერი ფერები, თუმცა ფანჯრები ძირითადად უფრო მუქ ჩრდილებშია გადაწყვეტილი. გარედან ნეოეკლექტიკური სახლები თავიანთი დეკორატიული საგნებით მიგიზიდავთ. ძირითადად აქცენტი კეთდება: ფანჯრის ყუთებზე, ჟალუზებზე, ვიქტორიანული სტილის ფანჯრებზე, მანსარდის სარკმელებზე. სახურავი ძირითადად გზის პერპენდიკულარულია. ამ სტილის ნაგებობებში ბუნებრივ ხეს ყველაზე ხშირად შეხვდებით. ეს შეიძლება იყოს: სკამები, სვეტები, დეკორატიული მაგიდები... ნეოეკლექტიკური სახლები ფანჯრების სიმრავლით გამოირჩევა, რაც შიდა სივრცეში ბუნებრივი სინათლის გავრცელებას ხელს უწყობს. ფანჯრები სხვადასხვა ტიპის შეიძლება იყოს: ერთმაგი, ორმაგი, ბაღის, დეკორატიული, V-ფორმის. რაც შეეხება მატერიებს, ხის გარდა აქ გამოიყენებენ: ქვას, აგურს, ნაჭედ რკინასა და ვინილს. უკანასკნელ წლებში, ამ სტილის სახლებში სამზარეულოს როლიცა და ზომაც საკმაოდ გაიზარდა და მისაღები ოთახის ზომასაც კი გაუსწრო.

წყარო: houseshomesforsale.info
წყარო: houseshomesforsale.info

უკანასკნელი 3 დეკადის განმავლობაში, ჩრდილოეთ ამერიკაში ნეოეკლექტიკური სახლები უფრო მეტად გვხვდება, რაც მის პოპულარობასა და ეფექტურობაზე მიგვითითებს.

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

პატარა სახლების ორიგინალური და ფუნქციური პროექტები

არქიტექტორები და მშენებლები აღიარებენ, რომ პატარა სახლები მეტად ლამაზი და ეფექტურია განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს უკანასკნელნი ეკო-მეგობრულია.

2608
ნახე მეტი
არქიტექტურა

მბრუნავი ცათამბჯენი დუბაიში-ინოვაციური და გარდამტეხი პროექტი არქიტექტურაში

იტალიელ არქიტექტორის, დევიდ ფიშერის ამბიციური გეგმა გარდამტეხ როლს შეასრულებს მსოფლიოს არქიტექტურაში.

1184
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575