არქიტექტურა

ენერგოეფექტური მიწისქვეშა სახლების არქიტექტურა და მათი მნიშვნელობა დღევანდელ გარემოში

მოსახლეობის ზრდასთან ერთად, მსოფლიოში მიწისქვეშა სახლის აგების იდეა გაჩნდა და დღეს, სულ უფრო მეტი ადამიანი აშენებს მიწით დაფარულ სახლებს.

1128

მოსახლეობის ზრდასთან ერთად, მსოფლიოში მიწისქვეშა სახლის აგების იდეა გაჩნდა და დღეს, სულ უფრო მეტი ადამიანი აშენებს მიწით დაფარულ სახლებს. ეს არქიტექტურული პრაქტიკაა, რომელიც მიწას სამშენებლო კედლების ალტერნატივად იყენებს, რაც თერმულ მასასა და სიცხეს ამცირებს. იდეა განსაკუთრებით პოპულარულია იმ ბუნების დამცველებში, რომლებიც უპირატესობას მდგრად არქიტექტურას ანიჭებენ. მიწისქვეშა სახლს უამრავი უპირატესობა აქვს: ის ზოგავს ენერგიას, გიცავთ ბუნებრივი ელემენტებისგან, ეფექტურად გამოიყენებს და ითვისებს ქალაქის პერიმეტრს, აქვს დაბალი ტექნიკური მოთხოვნები და მნიშვნელოვნად ზოგავს სივრცეს. მიწისქვეშა სახლების წყალობით ადამიანები ქმნიან პრივატულ სივრცეს, რომელიც მათ იცავს მეზობლების ან ქალაქის ხმაურისგან, რადგან თავად მიწა ხმაურის დაბინძურებისგან აკუსტიკურ დაცვას გვთავაზობს.

წყარო: wikiwand.com
წყარო: wikiwand.com
წყარო: greenmagichomes.com
წყარო: greenmagichomes.com

შვეიცარიაში ალპების ფერდობზე, მიწის ქვეშ ერთი სახლია დამალული. აქ მდებარეობს ძალიან ცნობილი თერმული აბანოები. ეს სახლი კი ისეა აშენებული, რომ აბანოების ძვირფას ხედებს ხელს არ უშლის. ცენტრალური შიდა ეზო დიდ ფასადას ქმნის, რომელიც ფანჯრის გაღების შესაძლებლობას იძლევა. შენობის კუთხე ოდნავ გადახრილია, რაც არაჩვეულებრივ საშუალებას იძლევა დავინახოთ მთის ულამაზესი ხედები. შენობის აშენებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან დადებითი პასუხი არ მოჰყოლია. ისინი თვლიდნენ, რომ თანამედროვე ნაგებობა მიმდებარე აბანოების ხედს გადაფარავდა. სქემა არ იყო ტიპურად სტრუქტურული, ის უფრო „მოკრძალებულ“ პრაგმატულობის მაგალითად ისახებოდა. მიწისქვეშა გვირაბსა და ძველი „Graubünder“ ფერმის შორის ნაგებობის ჩადგმა აბსურდად განიხილებოდა, მაგრამ რეალურად ამ გეგმამ გაამართლა. სახლის დიზაინზე და დეკორირებაზე გერმანელმა დიზაინერებმა და კომპანიებმა იზრუნეს. სტუდიო „JvM“-მ საძინებლისა და აბაზანის გაფორმება თავის თავზე აიღო.

წყარო: openbuildings.com
წყარო: openbuildings.com

პატარა მიწისქვეშა სახლი, რომელიც ფლორიდაში მდებარეობს, დუპლექსია. 2 იდენტური სახლი დაახლოებით 140 კვადრატულია მეტრია. ისინი 1975 წელს არქიტექტორმა უილიამ მორგანმა ააგო, რათა შემდგომ გაექირავებინა. რადგანაც არქიტექტორი აქვე ცხოვრობდა, არ სურდა, რომ ახალ სახლებს მისი ხედი დაეფარათ. ამიტომ გადაწყვიტა შენობები, პირდაპირი მნიშვნელობით, მიწაში ჩაემარხა. ქუჩის მხრიდან სახლების დანახვა მარტივია, ოკეანის მხრიდან კი ისინი ბაყაყს მოგაგონებთ. ქვიშის დამსახურებით, შენობებს გათბობა ან გაციება არ სჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ სახლები მეოცე საუკუნის 70-იან წლებშია აშენებული, ინტერიერი მეტად თანამედროვეა, ვიდრე რეტრო. მინის კარი მისაღებ ოთახს, ნახევრად დაფარულ შიდა ეზოსგან აცალკევებს. ეს კი ოკეანის არაჩვეულებრივ ხედს ქმნის. დღესდღეობით სახლის ყიდვა „სულ რაღაც“ 1.4 მილიონ დოლარად არის შესაძლებელი .

წყარო: smallhousebliss.com
წყარო: smallhousebliss.com
წყარო: smallhousebliss.com
წყარო: smallhousebliss.com
წყარო: smallhousebliss.com
წყარო: smallhousebliss.com

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

პატარა სახლების ორიგინალური და ფუნქციური პროექტები

არქიტექტორები და მშენებლები აღიარებენ, რომ პატარა სახლები მეტად ლამაზი და ეფექტურია განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს უკანასკნელნი ეკო-მეგობრულია.

2482
ნახე მეტი
არქიტექტურა

გრანდიოზული არქიტექტურული პროექტები, რომლებსაც 2018 წლისთვის უნდა ველოდოთ

2018 წელი არქიტექტურაში ნამდვილად გამორჩეული იქნება. ჩვენ ველოდებით მსოფლიოს უმსხვილეს აეროპორტს თურქეთში, ევროპის უმაღლესს შენობებს და ორიგინალური დიზაინის პირველ შოტლანდიურ მუზეუმს.

1037
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575