არქიტექტურა

ზაჰა ჰადიდის როლი თანამედროვე არქიტექტურაში

ზაჰა ჰადიდი, ჩვენი ეპოქის ყველაზე პოპულარული არქიტექტორი, 31 მარტს გარდაიცვალა. რა აზრმა და დიზაინმა გახადა ის ვარსკვლავი არქიტექტორთა შორის?

1385

ამ ცოტა ხნის წინ, მთელი არქიტექტურული სამყარო შეძრა 65 წლის არქიტექტორი ქალის, ზაჰა ჰადიდის გარდაცვალებამ. ჩვენი ეპოქის ყველაზე პოპულარული არქიტექტორი, პრიცკერის პრემიის მფლობელი, ჰადიდი, 31 მარტს გარდაიცვალა ფლორიდაში. საინტერესოა, რა არის ასეთი განსაკუთრებული მის შემოქმედებაში, რამაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია, რა აზრმა და დიზაინმა გახადა ის ვარსკვლავი არქიტექტორთა შორის?

Zaha Hadid

თანამედროვე ეპოქაში ხალხმა თითქოს დაკარგა არქიტექტურის რეალურობის შეგრძნება: მოცულობის ფორმა, გეგმარება და დიზაინი ისე შორეულ მომავალში გაიჭრა, რომ ფართო საზოგადოება არც აკვირდება არქიტექტურაში მიმდინარე ძვრებს. თითქოს ყველა იდეა, რომელიც კი შემოქმედის გონებაში დაიბადება, განხორციელებადია. არქიტექტორები ისეთი წყაროებიდან იღებენ შთაგონებას, რაც ყოველდღიური ცხოვრების პირობებში ნამდვილად რთული გასაგებია. მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანებს რჩებათ შთაბეჭდილება, რომ გარემოს ფორმირება ჩვეულებრივ გონებას დაშორდა და თითქმის ყოვლისშემძლე გახდა. შესაძლოა, ამ აზრს დღეს გარკვეული საფუძველი ჰქონდეს, მაგრამ 80-იან წლებში, როცა ზაჰა ჰადიდი, ერაყელი ქალი, აქტიურ მოღვაწეობას იწყებდა, ასე ნამდვილად არ იყო. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ იგი აქტიურად მუშაობდა კერძო დაკვეთებზე, ზაჰას მიერ დამუშავებული თამამი პროექტების უმეტესობა ქაღალდზე რჩებოდა. თვითონ ამბობდა, რომ მაშინ ხალხი არ იყო მზად მიეღო გრანდიოზული, ნეო-ფუტურისტული ფორმები. ზაჰა საკუთარ პოპულარობას ფრენკ გერის უკავშირებდა, რადგან გერიმ, დაამთავრა რა ბილბაოს მუზეუმის პროექტი 1997 წელს, საშუალება მისცა ზაჰას და მის თაობას საკუთარი ადგილი ეპოვნათ არქიტექტურაში.

Vitra Fire Station

მაინც რას განასახიერებს ჰადიდის სივრცე? პასუხი მარტივია: ყველაფერს. ზაჰა ჰადიდი სინამდვილეში ისეთი უბრალო ნივთისგან იღებდა ინსპირაციას, როგორიცაა დაჭმუჭნული ქაღალდი. ჰადიდი თითქოს ეთამაშება სივრცეს. გვაჩვენებს, რომ სივრცე მთლიანად მას ეკუთვნის, ის მისი მბრძანებელია და როგორც უნდა, ისე წარმოგვიჩენს მას. ამის უკეთ დანახვას შევძლებთ, თუ დავაკვირდებით ჰადიდის სპეციალურად გაწელილ ფორმებს, მოულოდნელ მომრგვალებებს, დენად ფასადებს, ამოვარდნებს, რიტმის არარსებობას. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, ალბათ, ჰეიდარ ალიევის სახელობის თანამედროვე ხელოვნების ცენტრია ბაქოში. ფასადი დენადია და საკუთარ თავს არ იმეორებს, თითქოს ქარისგან წაღებულ, დაჭმუჭნულ ქაღალდს ასახიერებს. ამ მასშტაბური და ძალიან სახასიათო შენობის ორგანულად ჩადგმა ურბანულ გარემოში, უდიდეს ოსტატობას მოითხოვს. ზაჰას კი ეს თითქმის ყოველთვის უბადლოდ გამოსდიოდა.

Heydar Alyev Centre

როცა ამ დისტანციით უსწრებ დროს, რა თქმა უნდა, ბევრი კრიტიკოსი გყავს. ძირითადი პრეტენზია კრიტიკოსებს სივრცის უფუნქციობასა და მოუხერხებლობაზე ჰქონდათ, რაც შეიძლება გამართლებულადაც მივიჩნიოთ. თუმცა, თუ შევხედავთ ზაჰას მიერ დაპროექტებულ, ორდრუპგაარდის მუზეუმს კოპენჰაგენში, მივხვდებით, რომ არქიტექტორი ინდივიდუალობას ნამდვილად არ ეფარება და ის უბადლო ტექნიკოსია. შედარებით მშვიდი ფასადის, მინიმალისტური მუზეუმი ძალიან ორგანულად ზის ბუნებაში - თითქოს მისი ნაწილია, კლდეა, ქვაა ან თუნდაც ხის ტოტია. მუზეუმი ფუნქციურადაც იდეალურადაა განაწილებული ექსპონატებისთვის და სრულიად მშვიდი, აუღელვებელი განწყობის მატარებელია, მიუხედავად მასშტაბისა.

Ordrupgaard Museum Extension

21-ე საუკუნის დიზაინში გაბატონებული სტილი არ არსებობს. ზოგიერთი არქიტექტორის აზრია, რომ იმ უამრავი მიმდინარეობისგან რაც დღეს აქტუალურია, სტილად ჩამოყალიბების პერსპექტივა არცერთს არ აქვს. პოპულარული ნეო-ფუტურიზმი, დეკონსტრუქტივიზმი და კონცეპტუალიზმი ძალიან ბუნდოვანი და ინდივიდუალური ცნებებია. თუმცა, ზაჰა ჰადიდმა აქაც გაგვაოცა, რადგან ის ინსპირაციას რთული ალგორითმებისა და კომპიუტერული პროგრამირებისგან იღებდა, ამით საფუძველი ჩაუყარა უახლეს სტილს არქიტექტურაში, თანამედროვე ავანგარდს, პარამეტრიციზმს. რამხელა მნიშვნელობა აქვს ამას არქიტექტურისთვის და ზოგადად მსოფლიოსთვის, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა პარამეტრიციზმი ნამდვილადაა ერთადერთი ახალი სტილი, რომელსაც რეალური საფუძველი აქვს.

Abu Dhabi Performing Arts Centre (Rendering)

არქიტექტურის გარდა, ზაჰა ჰადიდი მუშაობდა როგორც ტანსაცმლის, ასევე ავეჯისა და ინტერიერის დიზაინზე. ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ძალიან რთულია ქალისთვის დაიმკვიდროს ადგილი იმ პროფესიაში, სადაც კაცები აშკარად დომინირებენ. ასეცაა, ზაჰა ჰადიდი არის პირველი და ერთადერთი არქიტექტორი ქალი, ვინც პრიცკერის პრემია, არქიტექტურული ოსკარი აიღო.

London Aquatics Centre

ნამდვილად რთულია, ილაპარაკო ყველაფერზე, რაც ზაჰამ შექმნა და დაუტოვა არქიტექტურასა და დიზაინს. თუმცა ერთი რამ ცხადია - ზაჰა ჰადიდმა დაანგრია ყველა სტერეოტიპი, რომელსაც მასზე შეიძლება რაიმე გავლენა ჰქონოდა: ის იყო ემიგრანტი ქალი არქიტექტურაში, რომელმაც წინ გაუსწრო დროს და ყველა დაბრკოლების მიუხედავად განუხორციელებელი იდეები, დენადი ფასადები და ნეო-ფუტურიზმი რეალობად აქცია.

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

„ფუტურო“ - 60-ანი წლების ინოვაციური საცხოვრებელი, რომელიც საზოგადოებამ არ მიიღო

ფუტურო სახლი, ქარხნული წესით დამზადებული საცხოვრებელია, რომელიც მეოცე საუკუნის 60-იან წლებში შეიქმნა.

1493
ნახე მეტი
არქიტექტურა

სტუდენტური საცხოვრებლების გამორჩეული არქიტექტურა და შთამბეჭდავი, ფუნქციური დიზაინი

თუ კამპუსი ესთეტიკურად და ფუნქციურად კეთილმოწყობილია, ეს პირდაპირპროპორციულად აისახება სტუდენტის ინსპირაციასა და მუშაობაზე.

1401
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575