ყველაზე საკამათო ცვლილებები არქიტექტურაში - მოცულობები, რომლებიც საზოგადოებამ გააკრიტიკა
მიუხედავად იმისა, რომ ქაოსი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესია, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გარემოს ცვლილებას უდარდელად ვხვდებით.
თანამედროვე ქალაქის ყოველდღიურობა მყუდრო არ არის. თანამედროვე ქალაქი ტრანსპორტით, მშენებლობებით, სავსე ტროტუარებითა და ბინძური ჰაერით ქაოტურია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქაოსი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესია, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გარემოს ცვლილებას უდარდელად ვხვდებით. პირიქით, ადამინებს თავიანთ საცხოვრებელ გარემოში, პირველ რიგში ქაოტური წესრიგი უყვართ. ის წესრიგი, რომელიც მათ მოგონებებში და ყოველდღიურობაში ცხოვრობს და მათ ცხოვრებაში თითქოს პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. სწორედ ამ წესრიგის ცვლილება ან დარღვევა იწვევს საზოგადოების პროტესტს, კონკრეტული არქიტექტორისა თუ მოცულობის წინააღმდეგ. ხშირად ეს პროტესტი აბსოლუტურად საფუძვლიანია, თუმცა ხშირად ხალხი უბრალოდ ვერ მიყვება სივრცისა და დროის ცვლილებას. სწორედ ეს მითქმა-მოთქმა და ჩართულობა აქცევს მოცულობას მნიშვნელოვან წერტილად ურბანულ გარემოსა თუ არქიტექტურის ისტორიაში. ზოგიერთი მათგანი ადგილის აღმნიშვნელი სიმბოლო ხდება, ზოგს კი რამდენიმე ათწლეულში ანგრევენ.

ეიფელის კოშკი
1880-იანი წლების ბოლოს ეიფელის კოშკში მდებარე კაფეზე გი დე მოპასანმა აღნიშნა, რომ „ეს ერთადერთი ადგილია, საიდანაც ამ საშინელ კოშკს ვერ ხედავდა“. იმ სტრუქტურული ხელოვნების ნიმუშის წინააღმდეგ, რომელიც დღეს პარიზის სიმბოლოა, მე-19 საუკუნის ბოლოს თითქმის ყველა ცნობილი ფრანგი ხელოვანი გაერთიანდა. დაწერეს მანიფესტი, შეამკეს დამამცირებელი ეპითეტებით, მიუძღვნეს უამრავი სტატია, თუმცა გუსტავ ეიფელი ყველა „თავდასხმას“ წარმატებით იგერიებდა და ეჭვი ოდნავადაც არ ეპარებოდა კონსტრუქციის მდგრადობასა და მართებულობაში. თუმცა, მოპასანის, გარნიესა და მასენის პროტესტს ნამდვილად ჰქონდა საფუძველი. მათი აზრით, ეიფელის კოშკის მასშტაბი ანგრევდა პარიზული სახურავების ელეგანტურ კომპოზიციას და კონსტრუქცია სრულიად შეუსაბამო იყო ქალაქისთვის. ყველაფრის მიუხედავად, გახსნის დღიდან ეიფელს 250 მილიონი ადამიანი ეწვია და იგი არა მხოლოდ პარიზის, არამედ მთელი საფრანგეთის სიმბოლოა.
20 Fenchurch
ლონდონის ბოლო დროინდელი ურბანული გადაწყვეტილებები მოსახლეობასა და ზოგიერთ არქიტექტურის კრიტიკოსს გაუმართლებლად ეჩვენება. „სითი“-ში ჩადგმული ცათამბჯენებიდან ყველაზე „საეჭვო“ ვინიოლის მიერ დაპროექტებული მოცულობაა, რომელსაც თითქოს რაციას წააგავს, აქედან მოდის მისი მეტსახელიც. ფენჩარჩის ნომერი 20, ან უბრალოდ walkie talkie, როგორც მას ლონდონელები უწოდებენ, სერიოზულ დისკომფორტს ქმნის ქალაქის სივრცეში. ფასადის ფორმის გამო, შენობა მზის სხივებს ძალიან უცნაურად ირეკლავს, რისი მსხვერპლიც უკვე გახდა ავტოსადგომზე მდგარი იაგუარ სედანი, დამდნარი პანელებით და მოპირდაპირე სახლში მცხოვრები მოსახლეობა. მიუხედავად იმისა, რომ მოცულობა ფენჩარჩის ქუჩის ამ მონაკვეთზე გადაადგილებას თითქმის შეუძლებელს ხდის, მის სახურავზე მოწყობილი რესტორანი, შესანიშნავი ხედებით ქალაქზე, ძალიან პოპულარულია. აღსანიშნავია, რომ ვინიოლის ფასადებისთვის დამახასიათებელი ფორმისა და მასალის გამო, ეს არაა პირველი გაუგებრობა, რომელშიც არქიტექტორის გვარი მონაწილეობს. იგივე ეფექტი აქვს მის მოცულობას ლას ვეგასშიც.
Pruitt-Igoe
ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა ერთ მოცულობასთან, არამედ მთელს სისტემასთან, ერთგვარ რაიონთან, რომლის აშენებაც არავის გაუპროტესტებია, თუმცა შედეგებიდან გამომდინარე, მისი დანგრევა აუცილებელი გახდა. რამდენიმე წლის შემდეგ საცხოვრებელი სახლების კომპლექსს Pruitt – Igoe , რომელიც მისურის შტატში მდებარეობდა, მაცხოვრებლებმა უწოდეს „ჯოჯოხეთი დედამიწაზე“. პროექტი ცნობილმა არქიტექტორმა, მინორუ იამასაკიმ შეიმუშავა. საცხოვრებელი კომპლექსი მალე მთლიანად მიატოვეს მაცხოვრებლებმა, საპყრობილის ატმოსფეროსა და ფსიქიკური დაავადებების გახშირების გამო.დღესდღეობით Pruitt- Igoe-ს დატვირთვა არქიტექტურაში არ დაუკარგავს. მის მაგალითზე ურბანისტიკის სტუდენტები სწავლობენ რა არ უნდა ააშენონ. გარდა ამისა, საცხოვრებელი კომპლექსის დანგრევა მოდერნიზმის სიკვდილთან ასოცირდება და ფართოდ გამოიყენება არქიტექტურის თეორიის კვლევებში.
ჩვენ გირჩევთ
მაია ლინი - ამერიკელი არქიტექტორი და სკულპტორი, რომლის შემოქმედებამაც დროს გაუსწრო
მაია ლინის რადიკალური იდეების მიუხედავად, მისი ნამუშევრები იტალიურ რენესანს მოგაგონებთ - მეცნიერებისა და ხელოვნების არაჩვეულებრივ ტანდემს.
ახალი, მასიური „LEGO სახლი“ დანიაში ოფიციალურად გაიხსნა
12 000 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე „LEGO სახლი“ დანიაში ოფიციალურად 28 სექტემბერს გაიხსნა. მეორენაირად „აგურის სახლად“ წოდებული შენობა ბილუნდში მდებარეობს, ზუსტად იქ, სადაც LEGO-ს აგური გამოიგონეს.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7