ზამთრის კურორტები კანადაში - გარემოსა და ინფრასტრუქტურის ჰარმონიულად შერწყმა
რა ქმნის ზამთრის ქალაქს კლასიკურ კურორტად? პირველ რიგში, სათხილამურო მემკვიდრეობა, ინფრასტრუქტურული გამართულობა და კულტურა.
რა ქმნის ზამთრის ქალაქს კლასიკურ კურორტად? პირველი ეს, რა თქმა უნდა, სათხილამურო ტრასები და სნოუბორდინგია. ამას დავუმატოთ სათხილამურო მემკვიდრეობა, ინფრასტრუქტურული გამართულობა და კულტურა. დღეს, ზუსტად ასეთ არაჩვეულებრივ ზამთრის კურორტებზე მოგიყვებით, რომლებიც მდებარეობს კანადაში, ალბერტის პროვინცია ბანფში. ეს ქალაქი ეროვნულ პარკშია მოქცეული. მას კანადის უძველეს პარკადაც მოიხსენიებენ, რომელიც 1885 წელს დაარსდა. პარკი წარმოადგენს იუნესკოს მსოფლიო ღირშესანიშნავ ძეგლს. ასევე ეს ადგილი სახელგანთქმულია არაჩვეულებრივი სილამაზით და იშვიათი ველური ბუნებით. პარკის ფართობი 6 641 კმ²-ს შეადგენს. აქ შეხვდებით ტურისტულ მაღაზიებს, სავაჭრო ცენტრებს, რესტორნებს, სასტუმროებს და ა.შ. ეს ყველაფერი კი გარშემორტყმულია ალპური მინდვრებით, წიწვოვანი ტყითა და სამი ზამთრის კურორტით: მთა ნორქეი, სინათლის სოფელი და ლეიქ ლუიზი.

მთა ნორქეის სახელი, მანიტობას პრემიერის ჯონ ნორქეის საპატივსაცემოდ, 1904 წელს დაერქვა. პირველი სათხილამურო ტრასა 1926 წელს გაიხსნა. კანადაში ეს მთა იყო პირველი, სადაც 1948 წელს საბაგირო გაიხსნა. მთა ნორქეი ხანგრძლივ ისტორიას ითვლის ალპინისტური სპორტისა და ზამთრის ტურიზმის განვითარებაში. დღესდღეობით აქ 60 სათხილამურო ტრასაა, რომელთა სიგრძე მთლიანობაში 16 382 მეტრია.
სინათლის სოფელი, ზამთრის კურორტია ბანფის ეროვნულ პარკში. საბაგიროსთან და სათხილამურო ტრასასთან დამსვენებელი რვა კაციან სწრაფი სიჩქარის მქონე გონდოლას მიჰყავს. აქ არის 13.59 კილომეტრის სასრიალო ტერიტორია და 120 სათხილამურო ტრასა.
სინათლის სოფელი იყო პირველი ზამთრის კურორტი კანადაში, სადაც მოეწყო მაღალი სიჩქარის საბაგირო გამთბარი დასაჯდომებით. კურორტზე მრავალი ივენთი ჩატარებულა. ასევე აქ მდებარეობს 84-ოთახიანი სასტუმრო, რომელსაც „სოფელი“ ჰქვია. ის ზღვის დონიდან 2 200 მეტრით არის დაშორებული.
ლეიქ ლუიზი, ბანფის ეროვნულ პარკში მესამე ზამთრის კურორტია. ის 2008 წლამდე ეკუთვნოდა კანადური კურორტების კომპანიას, შემდეგ კი ჩარლი ლოკიმ შეისყიდა. 139 სასრიალო ტრასა 25 %-ით განკუთვნილია დამწყები დონისთვის, 45 % - საშუალო დონისთვის და 30 % - მაღალი დონისთვის. ლეიქ ლუიზის ღირშესანიშნავი გონდოლა, დამსვანებელს თვალწინ უშლის ულამაზეს პანორამულ ხედებს, ბუნებრივ წყაროებს, ცხოველთა არაჩვეულებრივ სამყაროს. აქ, ასევე შესაძლებელია ძაღლების მარხილით გასეირნება და ყინულის მოედანზე ციგურარობა.
ჩვენ გირჩევთ
რა გავლენა აქვს კვების რაციონს ადამიანზე და როგორ ვიკვებოთ სწორად?
ალბათ ბევრ ადამიანს გაუგია გამოთქმა: „ჩვენ ის ვართ, რასაც ვჭამთ“, თუმცა ცოტა მათგანი თუ დაფიქრებულა ამ გამონათქვამის მნიშვნელობაზე.
როგორ შევქმნათ ორიგინალური ჩარჩო სარკისთვის საკუთარი ხელებით? - რჩევები დიზაინერებისგან
სარკე თქვენი სახლის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ერთფეროვანი ჩარჩო „ამშვენებს“ და სწორედ ამიტომ ის ხშირად იკარგება სხვა, უფრო შთამბეჭდავი ნივთების გარემოცვაში.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7