ცხოვრების სტილი

როგორ დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა ტექნოლოგიური პროგრესის საფრთხეებისგან

დღეს ადამიანს ვერ წარმოუდგენია ტექნიკის გარეშე ცხოვრება. თუმცა ამ ყველაფერს თავისი უარყოფითი მხარეც აქვს, რაც ნამდვილად გვირთულებს ცხოვრებას…

1745

21-ე საუკუნის ადამიანს წარმოუდგენლად მიაჩნია თანამედროვე ტექნიკისა და პროგრესის გარეშე ცხოვრება. თუმცა ამ ყველაფერს თავისი უარყოფითი მხარეც აქვს, რომელიც ნამდვილად არ გვიადვილებს ცხოვრებას. კომპიუტერი, რომელთანაც დღევანდელ ადამიანს ყოველდღიური შეხება აქვს, უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. ალბათ ფიქრობთ, რომ ეს რიგითი მოხსენებაა იმაზე, თუ რა ცუდია თანამედროვე ტექნიკა და რა კარგი იქნებოდა ისევ ქვის ხანაში ცხოვრება... ეს ასე არაა. ტექნოლოგიურ რევოლუციას ვერსად გავექცევით და ჩვენ ვალდებულნი ვართ ფეხი ავუწყოთ მას, თუმცა არა საკუთარი ჯანმრთელობის ფასად.

21-ე საუკუნის ადამიანს წარმოუდგენლად მიაჩნია თანამედროვე ტექნიკისა და პროგრესის გარეშე ცხოვრება. თუმცა ამ ყველაფერს თავისი უარყოფითი მხარეც აქვს, რომელიც ნამდვილად არ გვიადვილებს ცხოვრებას. კომპიუტერი, რომელთანაც დღევანდელ ადამიანს ყოველდღიური შეხება აქვს, უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. ალბათ ფიქრობთ, რომ ეს რიგითი მოხსენებაა იმაზე, თუ რა ცუდია თანამედროვე ტექნიკა და რა კარგი იქნებოდა ისევ ქვის ხანაში ცხოვრება... ეს ასე არაა. ტექნოლოგიურ რევოლუციას ვერსად გავექცევით და ჩვენ ვალდებულნი ვართ ფეხი ავუწყოთ მას, თუმცა არა საკუთარი ჯანმრთელობის ფასად.

წყარო: Velveteenrabbi.blogs.com
წყარო: Velveteenrabbi.blogs.com

ჩვენი ყოველდღიური რუტინა ზედმეტად მომქანცველია. ამ ყველაფერში დიდ წილად კომპიუტერია „დამნაშავე“. თქვენთვის არ უნდა იყოს უცნობი თავისა და კისრის ტკივილი, თვალების მუდმივი დაძაბულობა, ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, რასაც ტელევიზორის, კომპიუტერის, პლანშეტების თუ მობილურის გამოყენება იწვევს. თუმცა მხოლოდ დაღლილობის შეგრძნება არაა მთავარი საფრხთე...

წყარო: Techlicious.com
წყარო: Techlicious.com

ეკრანების უმეტესობა, ცისფერ ნათებას ასხივებს, რასაც მეორენაირად მაღალი სიმძლავრის სინათლის ტალღებს უწოდებენ. კვლევებმა დაადასტურა, რომ კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობის შედეგად ადამიანებს აღენიშნებათ მხედველობითი სისტემის გადაღლილობა. ამ ფაქტორს მოგვიანებით „მხედველობითი კომპიუტერული სინდრომი“ უწოდეს. კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა ნამდვილად აქვეითებს ჩვენ მხედველობას. 
მათთვის, ვისთვისაც გარდაუვალია ეკრანთან ჯდომა 2 საათზე მეტი დროით, აუცილებელია თვალის ვარჯიშების გაკეთება. ეს არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას და დროს. მათი დახმარებით თქვენ გაავარჯიშებთ თვალის კუნთებს და მოიხსნით დაძაბულობას.

წყარო: Remediesandherbs.com
წყარო: Remediesandherbs.com

- დააკარით ფანჯარაზე 5 მმ. დიამეტრის წითელი ან შავი წერტილი. უყურეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში შემდეგ კი მზერა გადაიტანეთ ფანჯრის მიღმა შორს მდებარე საგანზე. ეს ვარჯიში გააკეთეთ ხუთი წუთის განმავლობაში, დღეში ერთხელ. 
- გაასწორეთ ხელები მხრების სიმაღლეზე და მზერა დააფიქსირეთ საჩვენებლ თითზე. თითი მიიტანეთ ცხვირთან, მიაყოლეთ მზერა შემდეგ კი გადაიტანეთ შორს მდებარე საგანზე. გაიმეორეთ ეს ვარჯიში რამდენჯერმე. 
- სწრაფად დაახამხამეთ თვალები 1-2 წუთის განმავლობაში, შემდეგ დახუჭეთ თვალები და ერთი წუთი, თითების ბალიშებით, მსუბუქი მასაჟი ჩაიტარეთ. ეს პროცედურა ადუნებს თვალის კუნთებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. 
- თვალები მაგრად დახუჭეთ, შემდეგ გაახილეთ, გაიმეორეთ 8-10 – ჯერ. ატრიალეთ თვალის კაკლები ჯერ ერთ, მერე მეორე მხარეს 6-8 – ჯერ. აიღეთ ფანქარი, მზერა დააფიქსირეთ მის წვერზე და მიუახლოვეთ თვალებს 5-7 სმ-ის მანძილზე, შემდეგ დააშორეთ გაწვდენილი ხელის მანძილზე. გაიმეორეთ ეს ვარჯიში 6-ჯერ. 
მხედველობის პრობლემა არ არის ერთადერთი, რასაც კომპიუტერთან დიდხანს კონტაქტი იწვევს. ბიოლოგიური საათის არევა, ჰორმონალური დისბალანსი, უძილობა, ემოციური, ფიზიკური თუ გონებრივი გადაღლა, გაფანტულობა... სამწუხაროდ ეს ჩვენი რეალობაა. ამიტომ, არასდროს უნდა დავიზაროთ იმ მსუბუქი ვარჯიშებისა თუ პროცედურების ჩატარება, რომლებიც გვეხმარება ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და დაღლილობის მოხსნაში, რადგან არაფერია ჩვენს ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი.

ჩვენ გირჩევთ

ცხოვრების სტილი

რა გავლენა აქვს კვების რაციონს ადამიანზე და როგორ ვიკვებოთ სწორად?

ალბათ ბევრ ადამიანს გაუგია გამოთქმა: „ჩვენ ის ვართ, რასაც ვჭამთ“, თუმცა ცოტა მათგანი თუ დაფიქრებულა ამ გამონათქვამის მნიშვნელობაზე.

2263
ნახე მეტი
ცხოვრების სტილი

5 სასარგებლო ვარჯიში ტვინისთვის, რომელიც გონებას ავითარებს

ტვინის ვარჯიშები ადამიანს ეხმარება უკეთ აზროვნებაში, ამიტომ ჩვენ გონებრივ განვითარებასაც ისეთივე ყურადღება უნდა მივაქციოთ როგორც ფიზიკურს.

6144
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575