2016 წელს დამკვიდრებული 4 მთავარი ტრენდი ინტერიერის დიზაინში
წამყვანი ინტერიერის დიზაინერები ყოველწლიურად თანხმდებიან გრძელვადიან პროგნოზზე. წარმოგიდგენთ 2016 წლის 4 მთავარ ასეთ ტრენდს.
საინტერესოა, რატომ იცვლება მოდა და სტილი ასე ხშირად. რა არის იმის მიზეზი, რომ დიზაინში ტრენდები ყოველწლიურად იცვლება, იმდენად სწრაფად, რომ ხშირად ვერც ვასწრებთ დავეწიოთ. ალბათ, ამ დიდი ქაოსის მიზეზი თანამედროვე ცხოვრების სტილი და ადამიანის ფსიქოლოგიაა. სივრცეების ესთეტიკა და ფუნქცია მთლიანად ჩვენი საჭიროებებიდან და ინტელექტუალური დონიდან გამომდინარეობს. ინტერიერის დიზაინერები სამუშაო სტუდიებში ნამდვილად არ იგონებენ რა პრობლემა წამოწიონ წინ, ისინი საზოგადოების საჭიროებებსა და განვითარებას რამდენიმე წლით უსწრებენ. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია სრულიად ახალი, “მშვიდი” სტილი (Seren Simple), რომლის არსებობაც მთლიანად თანამედროვე ადამიანის რეჟიმითაა გამოწვეული: ის გვთავაზობს ძალიან მშვიდ სათავსებს, სადაც ურბანული ქაოსისა და სიბინძურისგან დასვენება შეიძლება.
წყარო: Sara Emslie
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე არქიტექტურაში მკაცრად განსაზღვრული სტილი არ არსებობს და ძირითადი აქცენტი კონცეფციაზე კეთდება, ინტერიერის დიზაინი მაინც საკმაოდ ხშირად ცვლის ტრენდებსა და გადაწყვეტილებებს. ამის მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ ინტერიერის დიზაინი მუდმივად ცვალებად, ტანსაცმლის დიზაინთან და ინდივიდუალური ცხოვრების სტილთან უფრო ახლოსაა, ვიდრე მოცულობითი არქიტექტურა. საცხოვრებელი, შიდა სივრცის განახლება, მასშტაბურ არქიტექტურასთან შედარებით, დეკორითა და ავეჯით უფრო მარტივად და ხშირად ხდება, მიუხედავად იმისა რომ ეს ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული. შეიძლება ითქვას, რომ ინტერიერის დიზაინი ძალიან მოქნილი და ადაპტირებადია მოდის მიმართ. მეტიც, ხშირად წლის მთავარ ფერს, ტონალობასა და ფორმას დიზაინერები კარნახობენ სამყაროს.
წყარო: Hem Design Studio
ძალიან გაგვიჭირდება და არცაა საჭირო ყოველწლიურად ვცვალოთ საცხოვრებელი გარემო. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ტრენდული დეკორაცია თუ გადაწყვეტილება არ ამართლებს და ძალიან, ძალიან მალე გასდის ვადა. თუმცა, წამყვანი ინტერიერის დიზაინერები ყოველწლიურად თანხმდებიან გრძელვადიან პროგნოზზე: სათავსის ესთეტიურ თუ ფუნქციურ თანამედროვე ღირებულებებზე. 2016 წლის ტრენდები, რომლებიც დიდი ხნით შენარჩუნდება და მომდევნო ტრენდებს დაუდებს საფუძველს, ასე გამოიყურება...70-იანი წლების დაბრუნება ჩვენს ცხოვრებაში
მინიმალიზმისა და გაბატონებული, სკანდინავიური სტილის საპასუხოდ, დამკვეთებმა და დიზაინერებმა 70-იანი წლების ეპოქის დაბრუნება გადაწყვიტეს. პირველ რიგში ეს ნოსტალგიითაა გამოწვეული. საზოგადოებას ძალიან ენატრება თავისუფალი, ურთიერთობებით, ბუნებით სავსე და ძალიან რელაქსირებული 70-იანები. ამიტომ, ესთეტიურად მიახლოებული გარემოს შექმნა გამართლებულია. გასათვალისწინებელია, რომ ინდივიდუალიზმის გამოხატვა 70-იანებში საკმაოდ აქტუალური იყო, ამიტომ ასეთი სტილის ინტერიერი უფრო ფერადი, ავეჯით სავსე და თბილი გამოდის. შესაბამისად, ტრენდულია ხის მუქი, მომრგვალო ფორმის ავეჯი, რაც შეიძლება კომფორტული, ტექსტილით დაფარული სავარძლები და აქტიური ფერები. რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ სამოცდაათიანების სტილი უცვლელად დაბრუნდება ჩვენს ოთახებში, მაგრამ მისი სინთეზი თანამედროვეობასთან ძალიან საინტერესო და საჭიროა.
წყარო: Jonathan Adler
დაუმუშავებელი ან მეორადი მასალის გამოყენება
თანამედროვე, ნათელი და მშვიდი ინტერიერების დაუმუშავებელი, ბუნებრივი მასალით გაფორმება ნამდვილად მოდაშია. ეს ტრენდი რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ჯერჯერობით ჩვენი ოთახებიდან გასვლას არ აპირებს. დაუმუშავებელი მასალის სიმკაცრეს და უხეშ ტექსტილს თითქოს დისონანსი შემოაქვს ინტერიერში. ეს წმინდა ეკოლოგიური ტრენდია, რომელიც ესთეტიკას ძალიან, ძალიან კარგად ერწყმის. იგივე შეიძლება ითქვას გადამუშავებული ხის ავეჯსა და დეკორზე. ასე რომ, ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა მასალა ნამდვილად სარფიანი ინვესტიციაა გარემოში: ის მოდიდან თითქმის არასოდეს გადის.
წყარო: Peter Fraser
გეომეტრიული კერამიკული ფილები
კერამიკული ფილა ყველასთვის ძალიან პრაქტიკული და ნაცნობი მასალაა. თუმცა, რამდენიმე წელია რაც კერამიკულ ფილას ესთეტები სულ სხვა თვალით უყურებენ. მაროკოს სტილის, გეომეტრიული ფილები პრაქტიკული და ულამაზესია. ისინი გეხმარებათ, მეტი ინდივიდუალიზმი და სიცოცხლე შეიტანოთ გარემოში. ააწყოთ საკუთარი კოლაჟი, გეომეტრიული კომპოზიცია. უბრალოდ, მოგიწევთ ფრთხილად აარჩიოთ ის ფილები, რომლითაც საკუთარ გეომეტრიულ სისტემას შექმნით, რადგან კერამიკული ფილა ძალიან გამძლეა და დიდხანს მოგიწევთ მისთვის ცქერა.
წყარო: Kelly and Phil
სტილების არევა
"სტილების აღრევაში" იგულისხმება პერსონალურობის გამოსახატად და კომფორტის შესაქმნელად საჭირო, რამდენიმე სტილის შეთანხმებას და არამც და არამც ეკლექტიკას. არასოდეს წამოწიოთ წინ ყალბი ღირებულებები და საჭიროებები, ისე როგორც ეს ეკლექტიკაშია მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ დიდი სიფრთხილეა საჭირო, თქვენ თამამად შეგიძლიათ შეიტანოთ თქვენს მინიმალისტურ სათავსში ფლორალური მოტივები, ერთმანეთს დაუპირისპიროთ მეტალი და ხე.
წყარო: Nate Berkus
რადგან ინდივიდუალური გემოვნება და პრობლემის გადაწყვეტის უნარი ყველას სხვადასხვანაირი გვაქვს, შეუძლებელია ინტერიერების დიზაინერებმა კონკრეტული გადაწყვეტილებები თქვენს მაგივრად მიიღონ. საბოლოო ჯამში, თანამდროვე ინტერიერში ნელ-ნელა სითბო და განათებულობა ისადგურებს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ადამიანი არასოდეს დაუბრუნდება მდარე ცხოვრების წესს, მას აწუხებს ურთიერთობების ნაკლებობა და დაბინძურებული გარემო, ამიტომაც იწყებს პრიორიტეტების ასე დალაგებას. შეიძლება მოცულობით არქიტექტურაში აღარ, მაგრამ ინტერიერში სათავსი აუცილებლად უნდა წაყვეს ფუნქციას.საინტერესოა, რატომ იცვლება მოდა და სტილი ასე ხშირად. რა არის იმის მიზეზი, რომ დიზაინში ტრენდები ყოველწლიურად იცვლება, იმდენად სწრაფად, რომ ხშირად ვერც ვასწრებთ დავეწიოთ. ალბათ, ამ დიდი ქაოსის მიზეზი თანამედროვე ცხოვრების სტილი და ადამიანის ფსიქოლოგიაა. სივრცეების ესთეტიკა და ფუნქცია მთლიანად ჩვენი საჭიროებებიდან და ინტელექტუალური დონიდან გამომდინარეობს. ინტერიერის დიზაინერები სამუშაო სტუდიებში ნამდვილად არ იგონებენ რა პრობლემა წამოწიონ წინ, ისინი საზოგადოების საჭიროებებსა და განვითარებას რამდენიმე წლით უსწრებენ. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია სრულიად ახალი, “მშვიდი” სტილი (Seren Simple), რომლის არსებობაც მთლიანად თანამედროვე ადამიანის რეჟიმითაა გამოწვეული: ის გვთავაზობს ძალიან მშვიდ სათავსებს, სადაც ურბანული ქაოსისა და სიბინძურისგან დასვენება შეიძლება.
წყარო: Sara Emslie
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე არქიტექტურაში მკაცრად განსაზღვრული სტილი არ არსებობს და ძირითადი აქცენტი კონცეფციაზე კეთდება, ინტერიერის დიზაინი მაინც საკმაოდ ხშირად ცვლის ტრენდებსა და გადაწყვეტილებებს. ამის მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ ინტერიერის დიზაინი მუდმივად ცვალებად, ტანსაცმლის დიზაინთან და ინდივიდუალური ცხოვრების სტილთან უფრო ახლოსაა, ვიდრე მოცულობითი არქიტექტურა. საცხოვრებელი, შიდა სივრცის განახლება, მასშტაბურ არქიტექტურასთან შედარებით, დეკორითა და ავეჯით უფრო მარტივად და ხშირად ხდება, მიუხედავად იმისა რომ ეს ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული. შეიძლება ითქვას, რომ ინტერიერის დიზაინი ძალიან მოქნილი და ადაპტირებადია მოდის მიმართ. მეტიც, ხშირად წლის მთავარ ფერს, ტონალობასა და ფორმას დიზაინერები კარნახობენ სამყაროს.
წყარო: Hem Design Studio
ძალიან გაგვიჭირდება და არცაა საჭირო ყოველწლიურად ვცვალოთ საცხოვრებელი გარემო. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ტრენდული დეკორაცია თუ გადაწყვეტილება არ ამართლებს და ძალიან, ძალიან მალე გასდის ვადა. თუმცა, წამყვანი ინტერიერის დიზაინერები ყოველწლიურად თანხმდებიან გრძელვადიან პროგნოზზე: სათავსის ესთეტიურ თუ ფუნქციურ თანამედროვე ღირებულებებზე. 2016 წლის ტრენდები, რომლებიც დიდი ხნით შენარჩუნდება და მომდევნო ტრენდებს დაუდებს საფუძველს, ასე გამოიყურება...70-იანი წლების დაბრუნება ჩვენს ცხოვრებაში
მინიმალიზმისა და გაბატონებული, სკანდინავიური სტილის საპასუხოდ, დამკვეთებმა და დიზაინერებმა 70-იანი წლების ეპოქის დაბრუნება გადაწყვიტეს. პირველ რიგში ეს ნოსტალგიითაა გამოწვეული. საზოგადოებას ძალიან ენატრება თავისუფალი, ურთიერთობებით, ბუნებით სავსე და ძალიან რელაქსირებული 70-იანები. ამიტომ, ესთეტიურად მიახლოებული გარემოს შექმნა გამართლებულია. გასათვალისწინებელია, რომ ინდივიდუალიზმის გამოხატვა 70-იანებში საკმაოდ აქტუალური იყო, ამიტომ ასეთი სტილის ინტერიერი უფრო ფერადი, ავეჯით სავსე და თბილი გამოდის. შესაბამისად, ტრენდულია ხის მუქი, მომრგვალო ფორმის ავეჯი, რაც შეიძლება კომფორტული, ტექსტილით დაფარული სავარძლები და აქტიური ფერები. რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ სამოცდაათიანების სტილი უცვლელად დაბრუნდება ჩვენს ოთახებში, მაგრამ მისი სინთეზი თანამედროვეობასთან ძალიან საინტერესო და საჭიროა.
წყარო: Jonathan Adler
დაუმუშავებელი ან მეორადი მასალის გამოყენება
თანამედროვე, ნათელი და მშვიდი ინტერიერების დაუმუშავებელი, ბუნებრივი მასალით გაფორმება ნამდვილად მოდაშია. ეს ტრენდი რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ჯერჯერობით ჩვენი ოთახებიდან გასვლას არ აპირებს. დაუმუშავებელი მასალის სიმკაცრეს და უხეშ ტექსტილს თითქოს დისონანსი შემოაქვს ინტერიერში. ეს წმინდა ეკოლოგიური ტრენდია, რომელიც ესთეტიკას ძალიან, ძალიან კარგად ერწყმის. იგივე შეიძლება ითქვას გადამუშავებული ხის ავეჯსა და დეკორზე. ასე რომ, ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა მასალა ნამდვილად სარფიანი ინვესტიციაა გარემოში: ის მოდიდან თითქმის არასოდეს გადის.
წყარო: Peter Fraser
გეომეტრიული კერამიკული ფილები
კერამიკული ფილა ყველასთვის ძალიან პრაქტიკული და ნაცნობი მასალაა. თუმცა, რამდენიმე წელია რაც კერამიკულ ფილას ესთეტები სულ სხვა თვალით უყურებენ. მაროკოს სტილის, გეომეტრიული ფილები პრაქტიკული და ულამაზესია. ისინი გეხმარებათ, მეტი ინდივიდუალიზმი და სიცოცხლე შეიტანოთ გარემოში. ააწყოთ საკუთარი კოლაჟი, გეომეტრიული კომპოზიცია. უბრალოდ, მოგიწევთ ფრთხილად აარჩიოთ ის ფილები, რომლითაც საკუთარ გეომეტრიულ სისტემას შექმნით, რადგან კერამიკული ფილა ძალიან გამძლეა და დიდხანს მოგიწევთ მისთვის ცქერა.
წყარო: Kelly and Phil
სტილების არევა
"სტილების აღრევაში" იგულისხმება პერსონალურობის გამოსახატად და კომფორტის შესაქმნელად საჭირო, რამდენიმე სტილის შეთანხმებას და არამც და არამც ეკლექტიკას. არასოდეს წამოწიოთ წინ ყალბი ღირებულებები და საჭიროებები, ისე როგორც ეს ეკლექტიკაშია მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ დიდი სიფრთხილეა საჭირო, თქვენ თამამად შეგიძლიათ შეიტანოთ თქვენს მინიმალისტურ სათავსში ფლორალური მოტივები, ერთმანეთს დაუპირისპიროთ მეტალი და ხე.
წყარო: Nate Berkus
რადგან ინდივიდუალური გემოვნება და პრობლემის გადაწყვეტის უნარი ყველას სხვადასხვანაირი გვაქვს, შეუძლებელია ინტერიერების დიზაინერებმა კონკრეტული გადაწყვეტილებები თქვენს მაგივრად მიიღონ. საბოლოო ჯამში, თანამდროვე ინტერიერში ნელ-ნელა სითბო და განათებულობა ისადგურებს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ადამიანი არასოდეს დაუბრუნდება მდარე ცხოვრების წესს, მას აწუხებს ურთიერთობების ნაკლებობა და დაბინძურებული გარემო, ამიტომაც იწყებს პრიორიტეტების ასე დალაგებას. შეიძლება მოცულობით არქიტექტურაში აღარ, მაგრამ ინტერიერში სათავსი აუცილებლად უნდა წაყვეს ფუნქციას.ჩვენ გირჩევთ
პატარა სამზარეულოს მოწყობისას გასათვალისწინებელი რჩევები
ჩვენი სახლი პირველ რიგში ფიზიკური თავშესაფარია. საცხოვრებელი ფუნქციების დაკმაყოფილება - ეს საცხოვრებლის პირველი და შეუცვლელი ფუნქციაა.
რა უნდა გავითვალისწინოთ საბავშვო ოთახის რემონტის დროს? რჩევები ინტერიერის დიზაინერებისგან
საბავშვო ოთახის რემონტი თავის მხრივ, მთელ ყურადღებას და ნიუანსების გათვალისწინებას ითხოვს.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7