ინტერიერი

კედლის ტრენდული აქსესუარი - შპალერის გამოყენება თანამედროვე ინტერიერის დიზაინში

შპალერი, ინტერიერის დიზაინში ბევრად მეტია, ვიდრე პანელურ კორპუსებში პირდაპირ ბეტონზე აკრული, კედლის ზედაპირის დასამალად გაკრული ქაღალდი.

2375

მნიშვნელობა არ აქვს მატერიას: ვინილისგანაა დამზადებული თუ ჩვეულებრივი ქაღალდისგან, შპალერი ჩვენი ყოველდღიური, საცხოვრებელი სივრცის განუყოფელი ნაწილია. პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში რთულია, ცარიელი, სუფთა კედლის წარმოდგენა ინტერიერში. და თუმცა ხალიჩები, საბედნიეროდ კედლის ზედაპირს მოსცილდა და იატაკზე გადაინაცვლა, შპალერის გარეშე სტანდარტული ოთახის წარმოდგენა მაინც გვიძნელდება. 
ამ მხრივ, ნამდვილად ძალიან გაგვიმართლა, რადგან შპალერი ჩვენი საუკუნის მეორე ათწლეულში ძალიან ტრენდულია. ამან კი მისი ხარისხის, პრინტისა და ზოგადად გამოყენების დახვეწა გამოიწვია. შპალერმა ნელ-ნელა ჩვენს ბინებში დეკორატიულობისა და განწყობის გამოხატვის დატვირთვა შეიძინა. შპალერი, ინტერიერის დიზაინში ბევრად მეტია, ვიდრე პანელურ კორპუსებში პირდაპირ ბეტონზე აკრული, კედლის ზედაპირის დასამალად გაკრული ქაღალდი. თანამედროვე ინტერიერის დიზაინში შპალერი სიმყუდროვისთვის გამოიყენება: უბრალოდ სივრცის დასათბობად, რადგან ადამიანებს რუტინული თუ განსაკუთრებული დღეების გასატარებლად თბილი გარემო სჭირდებათ, თბილი სახლი. ასე რომ, შპალერი თავისუფლად შეიძლება გახდეს დიზაინის ნაწილი, ისევე როგორც ავეჯი და დეკორაცია. ცოტა მეტი სითამამითა და გემოვნებით, კედლები ნამდვილად შეიძლება თქვენივე დიზაინის კონცეფციის ნაწილად აქციოთ.

წყარო: Francesco Simetti
წყარო: Francesco Simetti

მყუდრო, ნათელი ატმოსფეროს შესაბამისად, ბოლო პერიოდში მოდურად ითვლება ფლორალური შპალერი. ფლორალური, მასშტაბური პრინტი თითქოს ოჯახურ, მყუდრო გარემოს სძენს ინტერიერს. ამავდროულად, ძალიან ფემინურია და რაც მთავარია, არჩევანი დიდია. ბოლო დროს, ძალიან ბევრმა დიზაინერმა, საკუთარ კოლექციაში სხვადასხვა ფლორალური თუ მცენარეული მოტივების მქონე შპალერი შეიტანა. დიდი ყვავილის პრინტი იქნება ეს, თუ პალმის ან რომელიმე სხვა, ტროპიკული მცენარის ფოთლები, ის ნამდვილად შესძენს საუცხოოდ მყუდრო იერს საცხოვრებელ ატმოსფეროს. თუმცა, ეცადეთ ამგვარ შპალერს „ჩართული“, წმინდა დეკორატიული ხასიათი ჰქონდეს და ოთახის ყველა კედლის ზედაპირი არ დაფაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხასიათიც და სიმყუდროვეც უკვალოდ გაქრება და ვიქტორიანული ეპოქის სასაცილო გარემოში აღმოჩნდებით.

წყარო: Wallpaperfromthe70s.com
წყარო: Wallpaperfromthe70s.com

რაც შეეხება ფერს, ინტერიერის დიზაინერები ძირითადად პასტელურ, თბილ ფერებზე აკეთებენ არჩევანს, რომელიც ფერითა და ტექსტურით თითქოს კონტრასტში მოდის თანამედროვე ცხოვრების წესთან და ამ „ტექნოლოგიურ სტილს“ პასტელური ჩარჩოთი შემოსაზღვრულ სივრცეში სვამს. თუმცა, ეს რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია და მაცხოვრებლის, პროექტისა და დიზაინის ხასიათზეა დამოკიდებული.

წყარო: Melixa
წყარო: Melixa

ბუნებრივი გარემოდან ნასესხები ნახატი, ან ტექსტურა დღესდღეობით საკმაოდ პოპულარულია, ისევე, როგორც გეომეტრული პრინტი, რომელიც ეფექტითა და დატვირთვით სრულიად განსხვავდება „ბუნებრივისაგან“. გეომეტრიულ წყობას ჩვენს ინტერიერში თითქოს ცივი, მაგრამ კანონზომიერი ატმოსფერო შეაქვს. მათი გამოყენება ძირითადად პატარა სივრცეებში ხდება, რადგან ასეთი პრინტის შპალერი ვიზუალურად ზრდის ფოიეებსა და პატარა საძინებლებს.

წყარო: Homegirllondon.com
წყარო: Homegirllondon.com

აღსანიშნავია, რომ შპალერი ძალიან კარგი ხერხია მატერიასა და ტექსტურასთან „თამაშისას“. ამ დეკორატიული აქსესუარით, შეგიძლიათ ვიზუალით აკონტროლოთ სივრცის მოცულობა, ფართობი და რაც მთავარია განწყობა. მითუმეტეს, რომ შპალერის ბეჭდვის ტექნიკა ახლა ძალიან დაიხვეწა, რაც გაძლევთ საშუალებას დაბეჭდოთ ან დაამზადოთ სასურველი პრინტისა და მასალის მქონე კედლის აქსესუარი.

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

თანამედროვე და მინიმალისტური ნაცრისფერი დიზაინი მცირე ზომის სახლში

თანამედროვე დიზაინი, ფერთა გამის ნეიტრალური არჩევანი და მინიმალისტური გარემო - აი, როგორ შეიძლება მოაწყოთ თქვენი მცირე ზომის სახლი და აქციოთ ის მიმზიდველ საცხოვრებელ ადგილად.

2230
ნახე მეტი
ინტერიერი

როგორ მოვაწყოთ საძინებელი ოთახი 2018 წლის ტრენდების მიხედვით?

საძინებელი ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ოთახია ჩვენს სახლში. დიზაინერების თანამედროვე ხედვა კი ამ ოთახის მაქსიმალურ კომფორტულ ადგილად გადაქცევას ემხრობა.

2907
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575