ინტერიერი

რჩევები, თუ როგორ გამოვიყენოთ გობელენი ინტერიერის დიზაინში

ინტერიერში მყუდრო და სასიამოვნო გარემოს შესაქმნელად, დახვეწილ ქსოვილებს იყენებენ ხოლმე. ერთ-ერთი ასეთი უნიკალური ხიბლის მატარებელი გობელენია.

1731

ინტერიერში მყუდრო და სასიამოვნო გარემოს შესაქმნელად, დახვეწილ ქსოვილებს იყენებენ ხოლმე. ერთ-ერთი ასეთი უნიკალური ხიბლის მატარებელი გობელენია. ქსოვილზე შესრულებული ორიგინალური ნიმუში, სურათის ექსკლუზიური გამოსახულება ან ნარატივი, ინტერიერს მთლიანად ცვლის. გობელენებით საცხოვრებლის დამშვენებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ უძველესი დროიდან, მათ ძვირადღირებული ნედლეულისგან, უამრავი ადამიანი ხელით ამზადებდა ხოლმე. მზა პროდუქცია, თავისთავად, ძალიან ძვირი ღირდა და მხოლოდ მდიდარ ადამიანებს შეეძლოთ მისი შეძენა. დღესდღეობით კი ხელით დამზადებულ გობელენებს რელიკვიად აღიქვამენ და ხშირად კოლექციონერებისა თუ ანტიკური ენთუზიასტების ნდობის საგანი ხდება ხოლმე.

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

თავდაპირველად, გობელენი არა მარტო კედლის დეკორად, არამედ სახლში სითბოს შესანარჩუნებლადაც გამოიყენებოდა. მათ შეიძლება თამამად ვუწოდოთ ქსოვილის ხალიჩები. ბუნებრივი გობელენები თექისა და აბრეშუმის ძაფებით მზადდება. ევროპული გობელენების ძირითადი მოტივები სიცოცხლის სცენებია. ხშირად გვხვდება პეიზაჟები მონადირეებთან, პასტორებთან, მწყემსებთან თუ ქალებთან ერთად. გობელენების სიუჟეტებს კიდევ ერთი აღმოსავლური მიმდინარეობა აქვთ, საიდანაც მცენარეებისა და ყვავილების დახვეწილი პეიზაჟები მოდის.

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

სიუჟეტური გობელენები, ბევრი ჩვენგანისთვის, კლასიკური სტილის ინტერიერთან ასოცირდება. მაგრამ რადგანაც ორნამენტული ქსოვილის სურათები სტილურად გაფართოვდა, გობელენები შეგიძლიათ შეუხამოთ არა მარტო რეტრო თუ ვინტაჟურ სტილს, არამედ ეკლექტური და პროვანსული დიზაინის ოთახებსაც. გობელენებზე დატანებული გეომეტრიული ორნამენტები იდეალურია თანამედროვე სტილის ოთახისთვის. შავ-თეთრი ყვავილების გამოყენება კი მეინსტრიმულიც კია. არანაკლები პოპულარულობით სარგებლობს ღია ორნამენტულ ყვავილებიანი გობელენებიც. სუფთა ხაზები, ფერადი ყვავილები, ლამაზი კომბინაციები - აი, რა ქმნის მათ განსაკუთრებულად. აბსტრაქციზმი გობელენების სურათებში - ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი განშტოებაა. უჩველო ფერები და ფორმები, ორიგინალური დაკავშირებები და უცნაური სიუჟეტები, დღევანდელობის ყურადღებას ნამდვილად იპყრობს.

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

საძინებლისთვის მშვიდი სიუჟეტის მქონე გობელენები შეარჩიეთ: ლამაზი ლანდშაფტები, ყვავილები, ფრინველები და ცხოველები. ეს ყველაფერი დასვენებისა და ძილისთვის მშვენიერ და დამაწყნარებელ ატმოსფეროს შეგიქმნით. თუ დიდი გობელენი გაქვთ, გირჩევთ, ის მისაღებ ოთახში დაკიდოთ. კლასიკური სტილის ოთახისთვის ნეო-კლასიკურ სტილში შექმნილი გობელენი ორგანული და თემატური იქნება. თუმცა თუ კლასიკური მოტივები არ გსურთ, მათი ღია და ფერადი ვარიანტი აირჩიეთ. თუ გსურთ, რომ დეკორის ეს ნაწილი სამზარეულოში კარგად გამოიყურებოდეს, ის ნეიტრალური ფერის კედელზე ჩამოკიდეთ. საბავშვო ოთახისთვის კი ნეიტრალური ორნამენტული სურათისა ან ბუნების პეიზაჟის მქონე გობელენი არაჩვეულებრივი ვარიანტი იქნებოდა.

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

როგორ უნდა შევქმნათ იდეალური ჭერი საბავშვო ოთახის ინტერიერის დიზაინში?

საბავშო ოთახის დიზაინის შექმნა საკმაოდ საინტერესო და კრეატიული პროცესია. ამასთან ერთად, ის სერიოზულ მიდგომას საჭიროებს.

1916
ნახე მეტი
ინტერიერი

ნაცრისფერი საძინებელი - თანამედროვე ტრენდი დიზაინერებისგან

გთავაზობთ სტატიას საძინებლის ნაცრისფერ ფერში მოწყობის შესახებ.

2013
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575