2019 წლის ჰარბინის ყინულის ფესტივალი
ყოველწლიურად ზამთრის პერიოდში, ქალაქ ჰარბინში, ყინულის ფესტივალი ტარდება.
ყოველწლიურად ზამთრის პერიოდში, ჩინეთის ჩრდილოეთში არსებულ ქალაქ ჰარბინში, ყინულის ფესტივალი ტარდება. ათასობით ყინულის სკულპტურის ოსტატი და არტისტი იყრის თავს ერთად, რათა მსოფლიოში ყველაზე შთამბეჭდავი და განსაკუთრებული სანახაობა შექმნან. ჰარბინის ინტერნაციონალური ყინულისა და თოვლის სკულპტურის ფესტივალი, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ყინულის ფესტივალია, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ 1963 წლიდან იღებს. ამ პერიოდში ჰარბინში ყინულის ფარნების ფესტივალი და ბაღის წვეულება იმართებოდა. 1985 წლის 5 იანვარს, ამ ყველაფერს ზაოლინის პარკის ღონისძიებაც დაემატა, სადაც პირველად იქნა წარმოდგენილი ყინულისა და თოვლის სკულპტურები. დროთაგანმავლობაში კი, ეს ყველაფერი ისეთ ექსტრავაგანტულ სანახაობად გადაიქცა როგორიც დღესაა.

როგორც წესი, ჰარბინის ყინულის ფესტივალი 5 იანვრიდან იწყება და 5 თებერვალს მთავრდება. თუმცა ხშირად, ეს ერთთვიანი ფესტივალი მარტამდეც გაგრძელებულა. ქალაქი ჰარბინი ციმბირთან ძალიან ახლოსაა და შესაბამისად, არქტიკული კლიმატი, რომლის წყალობითაც ამ პერიოდში ტემპერატურა -35 გრადუსამდე ეცემა, იძლევა საშუალებას, რომ საოცარმა ყინულის მონუმენტებმა დიდხანს შეინარჩუნონ ფორმა.
სკულპტურებისთვის ყინულის ბლოკები, გაყინული მდინარე სონგჰუადან მოაქვთ. სწორედ ამ მდინარის გარშემო იმართება ეს საოცარი ფესტივალი. თავდაპირველად ფესტივალზე მომუშავე არტისტები მხოლოდ ჩინელები იყვნენ, თუმცა შემდეგ ფესტივალმა ინტერნაციონალური სახე მიიღო და ახლა მას მსოფლიოში ყველაზე გამოცდილი ოსტატები ქმნიან. ისინი, შენობებისა და მონუმენტების ასაშენებლად სხვადასხვა არქიტექტურულ სტილს იყენებენ და სწორედ ამიტომაა ეს სანახაობა ასეთი მრავალფეროვანი. ყინულზე მომუშავე ხელოვანები, ყინულის ბლოკებს ელექტრო ხერხით ამუშავებენ და ერთმანეთზე წყლის საშუალებით აკრავენ. აშენებულ ნაგებობის კიდევ უფრო გასალამაზებლად კი მულტიფერად განათებას იყენებენ, რაც ამ ნაგებობეს ღამით ამშვენებს და ზღაპრულ ეფექტს სძენს.
წლევანდელი, რიგით 35 ფესტივალი 2018 წლის 25 დეკემბერს გაიხსნა და თებერვლის ბოლომდე მისცემს მნახველებს მისი ტკბობით საშუალებას. რა თქმა უნდა, წელს წამოდგენილი მონუმენტები, ყინულისა და თოვლის სხვადასხვა ნაგებობები უნიკალურია და ტურისტთა აღფრთოვანებას იწვევს. გიგანტური, თანამედროვე განათებებით აღჭურვილი ყინულის სასახლეები, 340 მეტრის სიგრძის ჩრდილოეთის ნათების თემატური ყინულის ნაჭრები, უზარმაზარი ბუდას ქანდაკება და სხვა ბევრი შთამბეჭდავი სანახაობა ელით წლევანდელ მნახველებს ამ საოცარ ფესტივალზე. ყინულის შედევრების შემქმნელთა შეჯიბრებასთა ერთად, მნახველებისთვის უამრავი სხვა ისეთი, ღონისძიებაა დაგეგმილი როგორიცაა თოვლის ქორწილების ცერემონიალი, საახალწლო კონცერტი, ბავშთა გასართობი პროგრამები, ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალები, ზამთრის ცურვის შეჯიბრებები და სხვ.
ჩვენ გირჩევთ
პირველი ქაღალდის სახლი, როგორც ეკო-მეგობრული ცხოვრების სტილის მონუმენტი და მისი შექმნის ისტორია
თუ ფიქრობთ, რომ გადამუშავებული მატერიებისგან სახლის აშენება ორიგინალური და ახალი მეთოდია, თქვენ ცდებით.
აი, ასე გამოიყურება მათი სახლი, ვინც ჩვენს საცხოვრებელ გარემოს ქმნიან!
საინტერესოა, როგორ გამოიყურება იმ ადამიანის საცხოვრებელი გარემო, რომლის პროფესიაც ზოგადად სივრცის ფორმირებაა.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7