არქიტექტურა

ამბიციური სიტყვა არქიტექტურასა და დიზაინში - კონცეპტუალიზმი და მისი იდეა

კონცეპტუალიზმი ავანგარდის ერთ-ერთი გვიანი მიმდინარეობაა და ის სათავეს მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან იღებს.

2047

ხელოვნების ისტორია თითქმის მთლიანად სხვადასხვა ხელოვანის ოსტატობის შეჯიბრია. რეალურად, დასაბამიდან, არქიტექტურასა თუ სახვით ხელოვნებაში, ქმნილების წარმატება მხოლოდ შემოქმედის ოსტატობაზე იყო დამოკიდებული. უდავოა, რომ ეს მიდგომა გარკვეულწილად მართალია, მითუმეტესი იმის გათვალისწინებით, რომ მხატვრები და არქიტექტორები თავიდან არტისტებად სულაც არ აღიქმებოდნენ. მათი სამუშაო უბრალო ხელობა იყო, ნამუშევრები კი ერთმანეთისგან ხარისხითა და ტექნიკით განსხვავდებოდა. რომელიმე „იდეის ბანკიდან“ ფორმებისა და ფერების სესხება ნელ-ნელა ხელოვნების კვდომას იწვევს, რადგან გამოცდილებამ გვაჩვენა: ფორმა მოდის აზრიდან. თუ აზრი არ გათავისფულდა, ფორმა ყალბი დარჩება. ოსტატობით თავის მოწონება ხელოვნებაში გრძელდებოდა მანამ, სანამ არ გაჩნდა ახალი აზრი, ავანგარდი. კონცეპტუალიზმი სწორედ მისი ერთ-ერთი გვიანი მიმდინარეობაა და ის სათავეს მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან იღებს. კონცეპტუალიზმი არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში მოიაზრებს კონცეფციის, ანუ იდეის გადმოცემას. მოკლედ რომ ვთქვათ, კონცეპტუალური ფილოსოფიისთვის, საწყისი, ანუ იდეა და აზრია მთავარი. მისი გამოხატვის საშუალება კი ხელოვნებაა, ის მეორე პლანზე ინაცვლებს და შესაბამისად ოსტატობაც ქვეითდება.

წყარო: Beko Master Plan – Zaha Hadid

საინტერესოა რამ განაპირობა კონცეპტუალიზმის ასეთი პოპულარობა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ადამიანებს უბრალოდ დრო აღარ აქვთ ხელოვანის ოსტატობა შემოაძარცვონ ნამუშევარს, დატკბნენ დახვეწილი ტექნიკით და ჩაწვდნენ იდეას. მათ უკვე პირდაპირ ნააზრევის გაგება სურთ და არა მთელი რიტუალის ჩატარება. კონცეპტუალიზმის დადებითი თვისება, ალბათ სწორედ ესაა: ის მაშინვე იქცევს ყურადღებას და არ ფუთავს ხელოვნებას სიყალბეში. ის, რომ თუნდაც ერთი ნივთი ან ფორმა ჩვენთან გონებრივ კავშირს ამყარებს, უკვე ხელოვნებაა.

წყარო: Beton Hala Waterfront Centre – Sou Fujimoto

თუ ფორმის ძიებაზე საუბარს კონცეპტუალურ სტილში დავიწყებთ, მივხვდებით, რომ იდეაზე ფიქრმა არქიტექტურა ჩარჩოებიდან გაიყვანა. ზოგიერთი კონცეპტუალისტი არქიტექტორისთვის მიღებული შედეგი არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც მისი ხორცშესხმის პროცესი - ყველა ფორმას წინ იდეა მიუძღვის. ვერ ვიტყვით, რომ ხალხმა კონცეპტუალური არქიტექტურა ზარ-ზეიმით მიიღო. საოცარია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ კონცეპტუალიზმმა მთლიანად შეცვალა ხელოვნება, საზოგადოების დიდი სიყვარული ვერ დაიმსახურა. თუმცა ეს, შესაძლოა, უფრო რთულ საკითხებთან იყოს დაკავშირებული…

მოკლედ რომ ვთქვათ, არანაირი რჩევა არ არსებობს იმისთვის, რომ ინტერიერი კონცეპტუალურ სტილში მოაწყოთ - უბრალოდ საჭიროა იდეა. დიახ, იმისთვის, რომ თქვენი საცხოვრებელი გარემო ულტრა თანამედროვე გამოვიდეს, უბრალოდ იდეის ქონაა საჭირო. კონცეფცია თქვენგან მხოლოდ ფიქრს და ცოტაოდენ დროს მოითხოვს.

წყარო: Express Rail Link west Kowloon Terminus

კონცეპტუალური აზროვნება ცხოვრების სტილი უფროა, ვიდრე რომელიმე ხელოვნების დარგის ჩვეულება. აქ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რომ თქვენ ფიქრობთ - მაშასადამე, შეგიძლიათ.

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

მბრუნავი ცათამბჯენი დუბაიში-ინოვაციური და გარდამტეხი პროექტი არქიტექტურაში

იტალიელ არქიტექტორის, დევიდ ფიშერის ამბიციური გეგმა გარდამტეხ როლს შეასრულებს მსოფლიოს არქიტექტურაში.

1377
ნახე მეტი
არქიტექტურა

ყველაზე საკამათო ცვლილებები არქიტექტურაში - მოცულობები, რომლებიც საზოგადოებამ გააკრიტიკა

მიუხედავად იმისა, რომ ქაოსი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესია, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გარემოს ცვლილებას უდარდელად ვხვდებით.

1209
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575