3D შპალერი თანამედროვე ინტერიერის დიზაინში
სამგანზომილებიანი იგივე 3D შპალერი თანამედროვე ინტერიერში საპატიო ადგილს იკავებს. ამ ბოლო დროს, ის ტრენდული და მოთხოვნადი პროდუქტი გახდა.
სამგანზომილებიანი იგივე 3D შპალერი თანამედროვე ინტერიერში საპატიო ადგილს იკავებს. ამ ბოლო დროს, ის ტრენდული და მოთხოვნადი პროდუქტი გახდა. მისი შეძენისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, თუ რომელი ოთახისთვის გვსურს ის და როგორ უნდა შევარჩიოთ თემატურა. ამაში ჩვენი სტატია დაგეხმარებათ.
სამგანზომილებიანი იგივე 3D შპალერი თანამედროვე ინტერიერში საპატიო ადგილს იკავებს. ამ ბოლო დროს, ის ტრენდული და მოთხოვნადი პროდუქტი გახდა. მისი შეძენისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, თუ რომელი ოთახისთვის გვსურს ის და როგორ უნდა შევარჩიოთ თემატურა. ამაში ჩვენი სტატია დაგეხმარებათ.
სამგანზომილებიანი შპალერის მთავარი ფუნქციაა შეგვიქმნას ისეთი წარმოდგენა, თითქოს გამოსახულება კედელზე მოძრაობს. 3D ეფექტის მქონე შპალერები იმავე ტექნოლოგიით იქმენა, როგორც ფოტო-შპალერები. ჯერ კომპიუტერული პროგრამის დახმარებით სურათი ფორმირდება, შემდეგ არასაჭირო ჩრდილები ირჩევა, საბოლოოდ კი პრინტი მზადდება. 3D შპალერი ნებისმიერ თემაზე შეიძლება შეიქმნას: საოჯახო პორტრეტიდან დაწყებული აბსტრაქტული სურათით დამთავრებული. დიდი ფორმატის 3D შპალერის დაბეჭვდა შეიძლება შემდეგ მასალებზე: ქაღალდზე, ვინილის ფურცლებსა და ფლიზელინის ზედაპირზე. შპალერის მასალის ასრჩევის დროს უნდა იცოდეთ, რომელი მათგანი რომელ ოთახს შეეფერება. მაგალითად, ქაღალდის შპალერი მეტად ეკოლოგიური ვარიანტია და ის საძინებელ ან საბავშვო ოთახში, მისაღებში, ბიბლიოთეკებსა და კაბინეტებში უნდა გამოიყენოთ. ვინილის შპალერი შემოსასვლელში, სამზარეულოსა და აბაზანაში შეინახეთ. მისი დახმარებით ტენიანობას და დაბინძურებას შეამცირებთ. 3D ეფექტის მქონე შპალერები შეიძლება გაიკრას არამარტო კედლებზე, არამედ ჭერზე, კარადის კარზე, მინისა და სარკისებრი ზედაპირებზე. სამგანზომილებიანი შპალერები შემდეგი ფორმის აარჩიეთ: ერთმაგი ნახატები - ეს არის ფრაგმენტები, რომელიც შეგიძლიათ კედელზე, კარებსა და ჩარჩოებზე ჩასვათ. პანორმალური ნახატები დანარჩენისგან მასშტაბით განსხვავდება. ისინი თემატურ ატმოსფეროს ქმნის. ფლუორესცენციური 3D ეფექტები კი განსაკუთრებით სიბნელეშია მიმზიდველი, რადგან საღებავი ანათებს. LED ფონი ძირითადად განათების სისტემის კომპლექსში გვხვდება. ეს საკმაოდ მაღალღირებული პროცესია.
საძინებელში 3D ეფექტის მქონე შპალერის გაკვრისას გაითვალისწინეთ, რომ მშვიდი ატმოსფეროს შექმნა აუცილებელია. ამიტომ იდეალურია შემდეგი ვარიანტები: ბუნებრივი ლანდშაფტი, მცეარენეები, ყვავილები. ძირითადად ამგვარი შპალერი საწოლის უკანა კედელზეა თუმცა ოთახის ზომისა და ფორმის გათვალისწინებით, ის შეიძლება იყოს ფანჯარასთან და კართან.
მისაღებ ოთახში შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ბუნების, ასევე ურბანული პეიზაჟები, აბსტრაქტული სურათები, საკუთარი ფოტოები, ცხოველების სურათები, მაკრო-ფოტოგრაფიები. თუმცა ოთახის ფერთა პალიტრაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.
კაბინეტში კედლის დიზაინი იმაზეა დამოკიდებული, თუ თქვენ რისი მიღწევა გსურთ. თუ სახლში მუშაობთ, დინამიკური სურათი გჭირდებათ. თუ დამამშვიდებელი და კრეატიული გარემოს შექმნა გირჩევნიათ, პეიზაჟები, ყვავილები და მცენარეები იდეალურ ვარიანტად გვევლინება.
რაც შეეხება დერეფნებსა და შემოსასვლელეს, აქ 3D ეფექტის მქონე შპალერს ერთადერთი ფუნქცია აქვს: ვიზუალურად ოთახი გაზარდოს. სამზარეულოში კი სპეციალისტები არ გვირჩვენ, რომ 3D შპალერი საჭმლის თემატიკის გარშემო ტრიალებდეს: ხილი, ბოსტნეული და სხვა პროდუქტი. საჭმლის მსხვილი ფოტო მადას აღგიძრავთ, ამიტომ უმჯობესია ისევ ნეიტრალურ თემატიკაზე: მცენარეებზე, პეიზაჟებსა და ასტრაქტულ ნახატებზე შევჩერდეთ.
ჩვენ გირჩევთ
ლოფტის მნიშვნელობა და როგორ გახდა სხვენის მოწყობის სტილი ტრენდი ინტერიერში
შეხედულებები და ღირებულებები იცვლება და მათგან მიღებული გამოცდილება ხელოვნებაში აისახება. ამის ნათელი მაგალითია ბოლო დროს ძალიან პოპულარული სტილი, ლოფტი…
ბუნებრივი განათების როლი და უპირატესობები ინტერიერის დიზაინში
არქიტექტორები და ინტერიერის დიზაინერები დიდი ხანია შეთანხმდნენ იმაზე, რომ ბუნებრივი სინათლე უფრო ხშირად უნდა გამოიყენონ შენობების აგებისა და მისი გაფორმების დროს.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7