როგორ მოვაწყოთ მისაღები ოთახი 2018 წლისთვის?
აი, რას გვირჩევენ დიზაინერები 2018 წლის მისაღები ოთახისთვის. რა ტრენდები უნდა გავითვალისწინოთ მის მოსართავად?
მისაღები ოთახი ადამიანის სავიზიტო ბარათია. ზუსტად მისი საშუალებით, შეგვიძლია, მეპატრონის გემოვნებაზე ვიმსჯელოთ. თანამედროვე ადამიანის ცხოვრების რიტმი გვაიძულებს ყოველთვის დაკავებულები ვიყოთ. ამიტომ, მისაღები ოთახი იმ სივრცედ გვევლინება, სადაც დავისვენებთ და კომფორტს შევიქმნით. ეს ადგილი არა მარტო ფუნქციური, არამედ კომფორტული და მოდურიც უნდა იყოს. აი, რას გვირჩევენ დიზაინერები 2018 წლის მისაღები ოთახისთვის. რა ტრენდები უნდა გავითვალისწინოთ მის მოსართავად?
მისაღები ოთახი ადამიანის სავიზიტო ბარათია. ზუსტად მისი საშუალებით, შეგვიძლია, მეპატრონის გემოვნებაზე ვიმსჯელოთ. თანამედროვე ადამიანის ცხოვრების რიტმი გვაიძულებს ყოველთვის დაკავებულები ვიყოთ. ამიტომ, მისაღები ოთახი იმ სივრცედ გვევლინება, სადაც დავისვენებთ და კომფორტს შევიქმნით. ეს ადგილი არა მარტო ფუნქციური, არამედ კომფორტული და მოდურიც უნდა იყოს. აი, რას გვირჩევენ დიზაინერები 2018 წლის მისაღები ოთახისთვის. რა ტრენდები უნდა გავითვალისწინოთ მის მოსართავად?
პირველ რიგში, თანამედროვე მისაღები ოთახი ნათელი უნდა იყოს. მითუმეტეს თუ ის პატარა სივრცისაა, დიდი ფანჯრები მისი გადიდების ილუზიის შექმნაში დაგეხმარებათ. ასევე დიზაინერები გვირჩევენ, რომ ოთახი დავაკავშიროთ სამზარეულოს, დერეფანს ან შემოსასვლელს. თქვენ პატარა სტუდიო ტიპის სივრცეს მიიღებთ. „კომფორტული მინიმალიზმის“ პრინციპი, რომელიც ამ წელს წამყვან ტრენდად გვევლინება, შემდეგ რამეს გულისხმობს: ოთახი რაც შეიძლება ნაკლები ავეჯით დავტვირთოთ, მის ნაცვლად კი გამოვიყენოთ დეკორატიული ელემენტები: სარკეები, ყავის მაგიდები, პუფები. ეკოლოგიური მოდა კვლავ პოპულარობას ინარჩუნებს: ჩვენ ისეთი მატერიები უნდა ავარჩიოთ, რომლებიც, ჯანმრთელობის მხრივ, ზიანს არ მოგვიტანს. რაც შეეხება ფერთა გამას, დიზაინერები გვირჩევენ, რომ ნათელი ფერები გამოვიყენოთ. ასევე ღია აქცენტები აუცილებელია, თუმცა - დოზირებულად. ხშირად შემდეგ ფერებს გამოიყენებენ: თეთრი (მისი ყველანაირი ჩრდილი) და ნაცრისფერი. როგორც ამჩნევთ, ცივი პალიტრა პოპულარობას კვლავ არ კარგავს.
2018 წლისთვის, მისაღები ოთახისთვის, დიზაინერები ერთ მთავარ ტრენდს გამოყოფენ, რომელსაც „ვაუ“-ს უწოდებენ. მისი კონცეფცია ისაა, რომ თითქოს მშვიდ, ნეიტრალურ და ცოტა არ იყოს, მოსაწყენ ოთახში ზოგი საგანი ისეა განლაგებული, რომ სხვა დანარჩენის სტილთან და ფერთა გამისგან საგრძნობლივ განსხვავდება. ეს შეიძლება იყოს ორიგინალური დიზაინის ყავის მაგიდა, უცნაური სანათური, ძალიან ღია ფერის სავარძელი. დიდი პოპულარობით სარგებლოს ხელით შექმნილი ნივთებიც.
თუ მისაღები ოთახის ზონირება გსურთ, იცოდეთ, რომ 2018 წლისთვის, ფარდები უკვე მოძველებული მეთოდია. ამიტომ ეს ვარიანტები განიხილეთ: ავეჯით, თაროებით ან სინათლით ზონირება.
თანამედროვე ინტერიერის გადამწყვეტ საგნებად კი დივანი, ბუხარი და რბილი ავეჯის ჯგუფი გვევლინება. კუთხის დივანი რამდენიმე სეზონია თავის პოპულარობას არ კარგავს. ბუხარი კი სივრცის დაზოგვაში გვეხმარება. მის თავზე ტელევიზორის დადგმაც კი შეგვიძლია.
ჩვენ გირჩევთ
ორსართულიანი საწოლები - ოპტიმალური და პრაქტიკული გადაწყვეტილება საძინებლის დიზაინში
თუ ორი ან მეტი ბავშვი გყავთ, ხოლო საბავშვო ოთახი მხოლოდ ერთია და ისიც პატარა ფართის, მაშინ თქვენთვის ორსართულიანი საწოლი ოპტიმალური, პრაქტიკულიდა ეკონომიური გადაწყვეტილება იქნებოდა.
ელეგანტური და დახვეწილი შავი ფერი და მისი გამოყენება ინტერიერის დიზაინში
შავი ფერის მატერია ან ზედაპირი საკმაოდ პოპულარული არჩევანია როგორც მოდაში, ისე არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7