ცხოვრების სტილი

5 სასარგებლო ვარჯიში ტვინისთვის, რომელიც გონებას ავითარებს

ტვინის ვარჯიშები ადამიანს ეხმარება უკეთ აზროვნებაში, ამიტომ ჩვენ გონებრივ განვითარებასაც ისეთივე ყურადღება უნდა მივაქციოთ როგორც ფიზიკურს.

6146

ადამიანის ტვინს ისევე ესაჭიროება ვარჯიში, როგორც სხეულის ყველა კუნთს. მისცეთ თქვენ ტვინს ახალი გამოცდილება, რომელიც აერთიანებს, როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ გრძნობებს, სტიმულს აძლევს და უფრო ძლიერად აკავშირებს ტვინის სხვადასხვა სფეროებს ერთმანეთთან. ეს ყველაფერი კი პირდაპირ მოქმედებს თქვენს მეხსიერებაზე. რა თქმა უნდა ტვინის ვარჯიშები ადამიანს ეხმარება უკეთ აზროვნებასა და კონცენტრირების გაუმჯობესებაში, ამიტომ ჩვენ გონებრივ განვითარებასაც ისეთივე ყურადღება უნდა მივაქციოთ როგორც ფიზიკურს. იმისათვის, რომ ჩვენი ტვინი არ მოდუნდეს და გონება ყოველთვის გამჭრიახი იყოს, აუცილებელია გავაკეთოთ ის ვარჯიშები, რომლებიც განვითარებაში დაგვეხმარება.

ადამიანის ტვინს ისევე ესაჭიროება ვარჯიში, როგორც სხეულის ყველა კუნთს. მისცეთ თქვენ ტვინს ახალი გამოცდილება, რომელიც აერთიანებს, როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ გრძნობებს, სტიმულს აძლევს და უფრო ძლიერად აკავშირებს ტვინის სხვადასხვა სფეროებს ერთმანეთთან. ეს ყველაფერი კი პირდაპირ მოქმედებს თქვენს მეხსიერებაზე. რა თქმა უნდა ტვინის ვარჯიშები ადამიანს ეხმარება უკეთ აზროვნებასა და კონცენტრირების გაუმჯობესებაში, ამიტომ ჩვენ გონებრივ განვითარებასაც ისეთივე ყურადღება უნდა მივაქციოთ როგორც ფიზიკურს. იმისათვის, რომ ჩვენი ტვინი არ მოდუნდეს და გონება ყოველთვის გამჭრიახი იყოს, აუცილებელია გავაკეთოთ ის ვარჯიშები, რომლებიც განვითარებაში დაგვეხმარება.

წყარო: rd.com
წყარო: rd.com

პირველი აუცილებელი ქმედება, რომელიც თქვენს ტვინს დაეხმარება, ესაა ყოველდღიური რუტინისგან თავის დაღწევა. შეიძლება არ ვაკვირდებით, მაგრამ ბევრი ჩვენგანი დილას ერთიდაიგივე ქმედებით იწყებს, ტვინს კი განსხვავებული აქტივობები და შეგრძნებები სჭირდება და არა ჩვევაში გადასული მექანიკური ქმედებები, რომელიც არანაირ გონებრივ ზეწოლას არ მოითხოვს. მეცნიერები გვირჩევენ, რომ კბილების გახეხვის ან პურის დაჭრის დროსაც კი სხვანაირად მოვიქცეთ. მაგალითად თუ ცაცია ხართ, მარჯვენა ხელით გაიხეხეთ კბილები და დაჭერით პური. კვლევებმა აჩვენეს, რომ მსგავსი ქმედებით თქვენ ავითარებთ ტვინის მეორე ნახევარსფეროსაც.

წყარო: Dailymail.co.uk
წყარო: Dailymail.co.uk

მეორე აქტივობა, რომელიც თქვენს ტვინს ფორმაში ჩააყენებს, ტელევიზორზე უარის თქმაა. ალბათ ფიქრობთ, რომ ეს თქვენი დასვენებისთვის აუცილებელია, თუმცა ეს ასე არაა. სინამდვილეში ტელევიზორის ყურების დროს ტვინი იღლება. დაფიქრდით, როგორ გრძნობთ თავს ტელევიზორის წინ გატარებული დროის შემდეგ? ხშირ შემთხვევაში, არც თუ ისე სასარგებლო ინფორმაციის მიღების გამო თვალები იმდენად დაღლილია, რომ წიგნის კითხვაც აღარ შეგიძლიათ, თავი გტკივდებათ და უძალოდ ხართ. ამ ყველაფერს კი ნამდვილად აჯობებს თუ ტელევიზორისთვის განკუთვნილ დროს შევამცირებთ და მას სხვასთან საუბარში ან კითხვაში გავატარებთ. ასე თქვენი ტვინიც სასიამოვნოდ დაიღლება და მოგებულიც დარჩებით.

წყარო: bestlargebreedpuppyfood.net
წყარო: bestlargebreedpuppyfood.net

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ფიზიკური ვარჯიში გონებისთვის ისეთივე კარგია, როგორც სხეულისთვის. ვარჯიშის შემდეგ თქვენი გონება იწმინდება, მას უფრო აქტიურად მიეწოდება ჟანგბადი და თქვენც ენერგიით ივსებით. რა უნდა იყოს ამაზე უკეთესი? თუ გადატვირთული დღის გამო ვარჯიშს ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ დილით სეირნობა დაიწყოთ. რა თქმა უნდა ეს ყველაფერიც არ უნდა იქცეს რუტინად და კარგი იქნება თუ სხვადასხვა მიმართულებით ისეირნებთ და ახალ ადგილებს აღმოაჩენთ.

წყარო: Shiftnutrition.ca
წყარო: Shiftnutrition.ca

როგორც უკვე აღვნიშნე ახალი შეგრძნებების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია ტვინის გავარჯიშებისთვის. თქვენ ყნოსვით სისტემას შეუძლია მილიონობით სხვადასხვა სურნელის გარჩევა, რაც თქვენ ცხვირში რეცეპტორების უნიკალური კომბინაციების გააქტიურებით ხდება. ეს ყველაფერი კი იწვევს სხვადასხვა ემოციებსა და ასოციაციებს, რაც თქვენი ტვინზეც მოქმედებს. დილას ტვინის გამოღვიძებაში დაეხმარება რომელიმე ეთერზეთის შესუნთქვა. რა თქმა უნდა ეს სურნელი თქვენთვის სასიამოვნო უნდა იყოს. დაიწყეთ დილა ვანილის ან ლავანდის სურნელით, ორ კვირაში ერთხელ კი შეგიძლიათ ეთერზეთები შეცვალოთ. ტვინის გავარჯიშებისთვის ასევე კარგია თუ თქვენთვის უცხო სამზარეულოს გაეცნობით, გასინჯავთ ახალ და განსხვავებულ კერძებს. დღევანდელ ტექნოლოგიურ სამყაროში კი უამრავი უცხო, პიკანტური და გემრიელი კერძის რეცეპტის პოვნაა შესაძლებელი. თქვენი გონების გავარჯიშებისთვის ბევრი წვალებაა არაა საჭირო. რა თქმა უნდა უამრავი სხვა ვარჯიშიც შეგიძლიათ სცადოთ, რომელიც ასევე დაეხმარება თქვენს ტვინს უკეთ ფუნქციონირებაში, ასე, რომ ეცადეთ არ შეუშინდეთ ცვლილებებსა და ყოველდღიური რუტინიდან ამოვარდნას. გაუსინჯეთ გემო ახალ შეგრძნებებს, ეს თქვენ სხეულსა და გონებას აუცილებლად დაეხმარება.

ჩვენ გირჩევთ

ცხოვრების სტილი

შობა-ახალი წლის ყველაზე უცნაური ტრადიციები და მათი საინტერესო ისტორია

არსებობს ის პატარა უცნაური ტრადიციები და წეს-ჩვეულებები, რომლებიც ამა თუ იმ კულტურას ახასიათებს და განასხვავებს სხვებისგან.

1639
ნახე მეტი
ცხოვრების სტილი

რა უნდა გაითვალისწინონ სახლის მოწყობისას შინაური ცხოველების პატრონებმა?

თუ გყავთ შინაური ცხოველი და ქალაქში ცხოვრობთ, თქვენთვის უცხო არ იქნება ის სირთულეები, რაც ამ სიტუაციას თან ახლავს.

1324
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575