ცხოვრების სტილი

მთაში დასვენების უპირატესობები და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე

ზაფხულის ცხელ დღეებში, ალბათ ყველასთვის უმნიშვნელოვანესი საზრუნავია ცხელ ქალაქს და ყოველდღიურ რუტინას გაექცეს და დაისვენოს.

2256

ზაფხულის ცხელ დღეებში, ალბათ ყველასთვის უმნიშვნელოვანესი საზრუნავია ცხელ ქალაქს და ყოველდღიურ რუტინას გაექცეს და დაისვენოს. ყველა ჩვენგანი განსხვავებულია და შესაბამისად ჩვენი ხასიათის, ენერგიის და სურვილისებრ, დასვენებაც ინდივიდუალურია. თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ სად გსურთ თქვენი შვებულების, თუ არდადეგების გატარება და სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავთ აუცილებლად უნდა იცოდეთ მთაში დასვენების უპირატესობების შესახებ, რადგან ეს შეიძლება სწორედ ის იყოს, რაც თქვენ ამ ზაფხულს გჭირდებათ.

ზაფხულის ცხელ დღეებში, ალბათ ყველასთვის უმნიშვნელოვანესი საზრუნავია ცხელ ქალაქს და ყოველდღიურ რუტინას გაექცეს და დაისვენოს. ყველა ჩვენგანი განსხვავებულია და შესაბამისად ჩვენი ხასიათის, ენერგიის და სურვილისებრ, დასვენებაც ინდივიდუალურია. თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ სად გსურთ თქვენი შვებულების, თუ არდადეგების გატარება და სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავთ აუცილებლად უნდა იცოდეთ მთაში დასვენების უპირატესობების შესახებ, რადგან ეს შეიძლება სწორედ ის იყოს, რაც თქვენ ამ ზაფხულს გჭირდებათ.

წყარო: backroads.com
წყარო: backroads.com

მთაში დასვენება იდეალურია მათთვის, ვისაც სტრესის შემცირება და ჯანმრთელების გაუმჯობესება უნდა. სუფთა ჰაერი, განსხვავებული ტემპერატურა, ულამაზესი ბუნება და სიმშვიდე - აი რას გპირდებათ მთა. მთაში დროის გატარება, როგორც აქტიური, ისე პასიური დასვენების მოყვარულთათვისაა შესაძლებელი. არ აქვს მნიშვნელობა ამ ზაფხულს თავგადასავლებს ეძებთ, თუ უბრალოდ მშვიდად გსურთ დროის გატარება. მთიანი გარემო ის ადგილია, სადაც ამ ყველაფრის განხორციელება შეგიძლიათ. უამრავმა კვლევამ დაადასტურა, რომ მშვიდ და ჯანსაღ გარემოში დასვენება ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.

წყარო: commons.wikimedia.org
წყარო: commons.wikimedia.org

როდესაც თქვენ შორდებით ყოველდღიურ რუტინას და მთელ დღეს ბუნებაში ატარებთ, სტრესი და დაძაბულობა იკლებს. მთის სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს თქვენს ნერვულ სისტემაზე და გეხმარებათ მღელვარების, გაღიზიანების და შფოთვის დაძლევაში. მთის კლიმატი არაჩვეულებრივია მათთვის, ვისაც ასთმა და ბრონქული დაავადებები აწუხებს. ამავდროულად, კვლევებით დადგენილია, რომ ისინი ვინც მთაში ცხოვრობენ ნაკლებად იტანჯებიან ჭარბი წონითა და გულის იშემიური დაავადებებით. ასე, რომ თუ თქვენ ჯანმრთელობაზე ზრუნავთ და ფიზიკური და მენტალური გაჯანსაღება გსურთ, მთა ნამდვილად ისაა, რაც გჭირდებათ.

წყარო: emsoutdoors.com
წყარო: emsoutdoors.com

როგორც, უკვე აღვნიშნეთ მთაში დასვენება არათუ პასიური, არამედ აქტიური ადამიანებისთვისაც იდეალურია. თქვენ შეგიძლიათ დაგეგმოთ ლაშქრობა, კლდეზე ცოცვა, ველოსიპედით, მთიანი ადგილების მოვლა და სხვა სათავგადასავლო აქტივობები. მშვენიერი და იდუმალი ბუნება, ახალ-ახალი, უცნობი და საინტერესო ადგილების აღმოჩენა აუცილებლად დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებსა და სათავგადასავლო სურვილებს. ასე, რომ შეარჩიეთ სასურველი ადგილი და კარგად დაგეგმეთ თქვენი დასვენება. თუ თქვენ სუფთა ჰაერი, ლამაზი, მშვიდი ადგილები და ამავდროულად თავგადასავლები გიზიდავთ, მაშინ მთაში დასვენება თქვენთვის იდეალური გამოსავალია. საბედნიეროდ ჩვენს ქვეყანაში, ამ მხრივ უამრავი საინტერესო არჩევანია, რომელიც მთაში დასვენების მოყვარულებს აღფრთოვანებულს დატოვებს.

ჩვენ გირჩევთ

ცხოვრების სტილი

სიცილის იოგა - სტრესის დაძლევის საუკეთესო საშუალება! აი, რატომ უნდა ვიცინოთ ხშირად

სწორედ სიცილია ის უებარი საშუალება, რომელსაც შეუძლია ყველაზე დაძაბული და რთული დღეც კი გაგვიფერადოს

2186
ნახე მეტი
ცხოვრების სტილი

რატომ არის ჰობი ადამიანისთვის აუცილებელი და რა გავლენა აქვს მას ჩვენს ცხოვრებაზე?

როგორც სხეულის სიჯანსაღისთვისაა აუცილებელი ფიზიკური ვარჯიში და განტვირთვა, ასევე აუცილებელია ტვინისთვის დასვენება და ყურადღების სასიამოვნო რამეზე გადატანა.

8194
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575