ცხოვრების სტილი

6 რჩევა, რომელიც თქვენი სახლის სწრაფად და მარტივად დალაგებაში დაგეხმარებათ

დამღლელი დღის შემდეგ, არაფერი სჯობს სახლში დასვენებას და თავისუფლად ყოფნას, თუმცა ხანდახან ეს შეუძლებელი ხდება. ამის მიზეზი კი არეულობაა.

1385

სახლი ეს ის ადგილია, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად და ლაღად უნდა ვგრძნობდეთ. დამღლელი დღის შემდეგ, არაფერი სჯობს სახლში დასვენებას და თავისუფლად ყოფნას, თუმცა ხანდახან ეს შეუძლებელი ხდება. ამის მიზეზი კი არეულობაა. შეიძლება ამ ყველაფერს ცოტახნით ყურადღება არ მიაქციოთ და არ შეწუხდეთ, თუმცა ერთი კვირაც კი საკმარისია იმისათვის, რომ თქვენი კომფორტული საცხოვრებელი ქაოტურ ბუნაგად გადაიქცეს. არ აქვს მნიშვნელობა, რატომ ვერ ახერხებთ დალაგებას რთული და დამღლელი გრაფიკის თუ სიზარმაცის გამო, მთავარი შედეგია, რომელიც არც ისე სასიამოვნოა.

სახლი ეს ის ადგილია, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად და ლაღად უნდა ვგრძნობდეთ. დამღლელი დღის შემდეგ, არაფერი სჯობს სახლში დასვენებას და თავისუფლად ყოფნას, თუმცა ხანდახან ეს შეუძლებელი ხდება. ამის მიზეზი კი არეულობაა. შეიძლება ამ ყველაფერს ცოტახნით ყურადღება არ მიაქციოთ და არ შეწუხდეთ, თუმცა ერთი კვირაც კი საკმარისია იმისათვის, რომ თქვენი კომფორტული საცხოვრებელი ქაოტურ ბუნაგად გადაიქცეს. არ აქვს მნიშვნელობა, რატომ ვერ ახერხებთ დალაგებას რთული და დამღლელი გრაფიკის თუ სიზარმაცის გამო, მთავარი შედეგია, რომელიც არც ისე სასიამოვნოა.

წყარო: huffingtonpost.com
წყარო: huffingtonpost.com

მართალია, სახლის დალაგება თითქმის ყველას გვეზარება, თუმცა ეს პროცესი არც ისეთი საშინელია, როგორც წარმოგვიდგენია. ამ პროცესის გამარტივება შესაძლებელია, თან ისე, რომ არც ძალიან დაიღლებით და არც შაბათი-კვირის გატარება მოგიწევთ ლაგებაში. არსებობს რამდენიმე რჩევა, რომელსაც პროფესიონალი დამლაგებლები გვაძლევენ და რომელსაც სიამოვნებით გაგიზიარებთ. როგორც ამ საქმეში დაოსტატებული ადამიანები ამბობენ, პირველი შეცდომა, რომელსაც სახლის დალაგებისას ვუშვებთ არის, სახლის ნაწილ-ნაწილ დალაგება. ჩვენ ვირჩევთ ერთ ოთახს დასალაგებლად, ამან კი შეიძლება ნახევარი დღე დაგვაკარგვინოს. სჯობს ყველა ოთახი ერთდროულად დალაგდეს, ასე მეტ დროს დაზოგავთ.

წყარო: Scoopempire.com
წყარო: Scoopempire.com

პირველ რიგში, აიღეთ რაიმე კალათა და ყველა ოთახს შემოუარეთ. ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთები, რომლებიც უადგილოდაა მიმოფანტული ამ კალათაში მოათავსეთ. ასე თვალი დაისვენებს და უფრო ადვილად აღიქვამთ გარემოს. დაიწყეთ დასუფთავება მტვრის გადმოწმენდით. დაჰყევით ოთახს მარცხნიდან მარჯვნივ. არ დაგავიწყდეთ კედლების გაწმენდა, კედლებში ჭუჭყი ადვილად იბუდებს და მათი გასუფთავება აუცილებელია. როდესაც ერთ ოთახს მოათავებთ, გადაინაცვლეთ შემდეგ ოთახში და იგივე პროცედურა გაიმეორეთ. მას შემდეგ რაც მტვერს გამოწმენდთ, ავეჯიც გადმოფერთხეთ, შეცვალეთ ზეწრები და გადასაფარებლები, ბალიშის პირები, გადაწმინდეთ ავეჯის კიდეები. ამის შემდეგ შემდეგ შეგიძლიათ სარკეებს და ფანჯრებს მიხედოთ.

წყარო: Mrhomecare.in
წყარო: Mrhomecare.in

რაც შეეხება სამზარეულოსა და აბაზანას, მათი დალაგებაც ერთდროულად დაიწყეთ. მოასხით საწმენდი ხსნარები ორივე ოთახში, გასარეცხი ჭურჭელი კი ცხელ, ქაფიან წყალში მოათავსეთ. უმჯობესი იქნება თუ ჩვევად იქცევთ ჭურჭლის ყოველდღიურად გარეცხვას, ეს მაქსიმუმ 10-15 წუთს წაგართმევთ, მოგროვილი ჭურჭლის რეცხვა კი საათზე მეტი შეიძლება გაგრძელდეს, რაც თავის მხრივ ძალიან დამღლელია. მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ შეგიძლიათ იატაკის მოწმენდა. ეს უნდა იყოს სახლის დალაგების ბოლო ეტაპი. გამოიყენეთ მტვერსასრუტი, შემდეგ კი მოაკრიალეთ იატაკი. დღის ბოლოს, როდესაც გემრიელად დაისვენებთ, შეგიძლიათ იმ კალათას მიუბრუნდეთ და მოგროვილ ნივთებს თავისი ადგილი მიუჩინოთ.

წყარო: Verywell.com
წყარო: Verywell.com
გახსოვდეთ, რომ დალაგების პროცესი ბევრად უფრო სასიამოვნო იქნება თუ მუსიკას მოუსმენთ. მუსიკა ენერგიას და ხალისს შეგმატებთ და ყველაფერს მეტი ენთუზიაზმით გააკეთებთ. სწრაფად დალაგება შესაძლებელია, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. თუ ამ საქმისთვის ყოველდღიურად გამოყოფთ მცირე დროს, თქვენ სახლში ცხოვრება უფრო სასიამოვნო გახდება. თქვენი სახლის სიმყუდროვე და სისუფთავე, ხომ მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

 

 
 

ჩვენ გირჩევთ

ცხოვრების სტილი

ცხოველები ჩვენს სახლში და მათი დადებითი ზეგავლენა ადამიანზე

ალბათ ყველა ცხოველ მოყვარულმა იცის, თუ რა რთულია სახლში ოთხფეხა მეგობარიც გყავდეს და სუფთა ხალიჩაც იქონიო.

1586
ნახე მეტი
ცხოვრების სტილი

რა არის ფერების თერაპია და როგორი გავლენა აქვს მას ადამიანზე?

ფერების თერაპია იგივე ქრომოთერაპია არის ჰოლისტიკური მკურნალობის ტიპი, რომელსაც უძველესი დროიდან იყენებდნენ ადამიანები.

1840
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575