ცხოვრების სტილი

როგორ შევქმნათ ფლორარიუმი საკუთარი ხელით?

სახლის დეკორატიულ გაფორმებას ბოლო წლებში სულ უფრო მეტი დრო ეთმობა.

1418

სახლის დეკორატიულ გაფორმებას ბოლო წლებში სულ უფრო მეტი დრო ეთმობა. ასეთი ნივთები გვეხმარება ხაზი გავუსვათ ჩვენ მიერ არჩეულ სტილს, აქცენტი გავაკეთოთ ლაკონურ დიზაინზე, ან შევძინოთ საცხოვრებელს განსაკუთრებული ატმოსფერო. უნდა ავღნიშნოთ რომ სულ უფრო პოპულარული ხდება დეკორის მიზნით ფლორარიუმის გამოყენება. ისინი არაჩვეულებრივად გამოიყურებიან და ნებისმიერი ზომის და სტილის სახლს განსაკუთრებულ ადგილად აქცევენ. რა თქმა უნდა, ფლორარიუმის ღირებლება საკმაოდ მაღალია, თუმცა სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მათი შექმნა საკუთარი ხელებით სცადოთ.

სახლის დეკორატიულ გაფორმებას ბოლო წლებში სულ უფრო მეტი დრო ეთმობა. ასეთი ნივთები გვეხმარება ხაზი გავუსვათ ჩვენ მიერ არჩეულ სტილს, აქცენტი გავაკეთოთ ლაკონურ დიზაინზე, ან შევძინოთ საცხოვრებელს განსაკუთრებული ატმოსფერო. უნდა ავღნიშნოთ რომ სულ უფრო პოპულარული ხდება დეკორის მიზნით ფლორარიუმის გამოყენება. ისინი არაჩვეულებრივად გამოიყურებიან და ნებისმიერი ზომის და სტილის სახლს განსაკუთრებულ ადგილად აქცევენ. რა თქმა უნდა, ფლორარიუმის ღირებლება საკმაოდ მაღალია, თუმცა სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მათი შექმნა საკუთარი ხელებით სცადოთ.

და მაინც რა არის ფლორარიუმი? - ეს არის აკვარიუმისებრი ჭურჭელი, სადაც ზრდიან სხვადასხვა პატარა მცენარეს. ფლორარიუმისთვის საჭირო ჭურჭელს ყოველთვის განსხვავებული ფორმა აქვთ, იმისათვის რომ მათში მცენარეებისთვის საჭირო მიკროკლიმატი შეიქმნას. საერთოდ, გამოყოფენ ფლორარიუმის სამ ძირითად ჯგუფს. ჩვენ სამივე მათგანს დეტალურად განვიხილავთ, რათა მათი შექმნის პროცესში თქვენთვის სასურველი ფლორარიუმი მარტივად დაამზადოთ.

ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს აკვარიუმის ტიპის ფლორარიუმი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჭურჭლად იყენებენ ჩეულებრივ აკვარიუმს, რადგან ეს ყველაზე მისაღებ და კომფორტულ ვარიანტად ითვლებაა ფლორარიუმის შექმნის დროს. ასევე, მასთან მუშაობა დამწყებისთვისაც მარტივია. რაც შეეხება მეორე ჯგუფის ფლორარიუმებს, მათ გასაკეთებლად გამოიყენება შუშის ვაზები და დოქებიც კი. მსგავსი ჭურჭელის უამრავი ვარიაცია არსებობს და ის თქვენი ინტერიერის შესაბამისად უნდა შეარჩიოთ. გახსოვდეთ, რომ მსგავს მასალასთან მუშაობა უფრო რთულია. ფლორარიუმის ბოლო ჯგუფი ბოთლისებური ჭურჭლის გამოყენებით იქმნება. ასეთ ჭურჭელში მოთავსებული მცენარეები ყოველთვის ეფექტურად და თანამედროვედ გამოიყურება. თუმცა სამწუხაროდ სწორედ ასეთი ვარიანტის დამზადებაა ყველაზე რთული. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მცენარეების ჩასმა და მოვლა, ბოთლის წვრილი ყელის გავლით საკმაოდ რთულია.

თუ თქვენ პირველად აკეთებთ ფლორარიუმს, მაშინ გირჩევთ შეარჩიოთ ფართო და არაძვირადღირებული ჭურჭელი. გახსოვდეთ ყველაზე უბრალო ჭურჭელშიც კი შეიძლება ულამაზესი შედევრის შექმნა, ამას თქვენ მიერ არჩეული მცენარეები უზრუნველყოფენ. მცენარეების შერჩევის დროსაც ბევრი რამ უნდა გაითვალისწინოთ. თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა მცენარებიი მოათავსოთ ერთ სივრცეში, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ მათ ერთი და იგივე პირობები და მოვლა უნდა სჭირდებოდეთ. მხოლოდ ამ ფაქტორის გათვალისწინების შემდეგ შეძლებთ ორიგინალური ფლორარიუმის გაკეთებას.

ახლა კი, დეტალურად განვიხილოთ მარტივი ფლორარიუმის შექმნა, რომლისთვისაც ჩვეულებრივი აკვარიუიმი დაგჭირდებათ. ასევე უნდა მომარაგოთ: საწრეტი, ხავსები, გრუნტი, ხელთათმანები, პინცეტი, წყლის პულივიზატორი, დამატებითი დეკორი. კარგად გარეცხეთ აკვარიუმი და გამოაშრეთ. ძირში მოათავსეთ საწრეტი. საწრეტად შეგიძლიათ გამოიყენოთ ქვიშა, დატეხილი აგური, დეკორატიული ქვიშა ან რაიმე სხვა. საწრეტს ოდნავ მოასხით წყალი. ზევიდან მოაყარეთ ცოტაოდენი გრუნტი და მოაწყვეთ ზევიდან ხავსი. პინენტით მოათავსეთ მომზადებული მცენარეები და მოასხით წყალი. ზევიდან მოათავსეთ სურვილისამებრ შერჩეული გარე დეკორი და თქვენი ფლორარიუმი მზადაა.

ჩვენ გირჩევთ

ცხოვრების სტილი

დროისა და გონების მენეჯმენტი, როგორც წარმატების საიდუმლო

თანამედროვე სამყაროში არსებობისა და წარმატების მისაღწევად აუცილებელია, დროის რაციონალურად გადანაწილება და მისი სწორი მენეჯმენტი.

1233
ნახე მეტი
ცხოვრების სტილი

მთაში დასვენების უპირატესობები და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე

ზაფხულის ცხელ დღეებში, ალბათ ყველასთვის უმნიშვნელოვანესი საზრუნავია ცხელ ქალაქს და ყოველდღიურ რუტინას გაექცეს და დაისვენოს.

1908
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575