აი, ასე გამოიყურება მათი სახლი, ვინც ჩვენს საცხოვრებელ გარემოს ქმნიან!
საინტერესოა, როგორ გამოიყურება იმ ადამიანის საცხოვრებელი გარემო, რომლის პროფესიაც ზოგადად სივრცის ფორმირებაა.
საინტერესოა, როგორ გამოიყურება იმ ადამიანის საცხოვრებელი გარემო, რომლის პროფესიაც ზოგადად სივრცის ფორმირებაა. სტერეოტიპების თანახმად, არქიტექტორების ოთახები სახელოსნოები უფროა და მათი ცხოვრება და მუშაობა ერთ, ქაოსურ სივრცეში ხდება. თუმცა, ამ პროფესიის ყველაზე პოპულარული წარმომადგენლების მაგალითებიდან ვხვდებით, რომ პირიქით, მათ წესრიგი უყვართ. სამუშაო და საცხოვრებელი სივრცე კი ბუნებრივად აქვთ განაწილებული.
დორიანა და მასიმილიანო ფუქსასების სახლი
საინტერესოა, როგორ გამოიყურება იმ ადამიანის საცხოვრებელი გარემო, რომლის პროფესიაც ზოგადად სივრცის ფორმირებაა. სტერეოტიპების თანახმად, არქიტექტორების ოთახები სახელოსნოები უფროა და მათი ცხოვრება და მუშაობა ერთ, ქაოსურ სივრცეში ხდება. თუმცა, ამ პროფესიის ყველაზე პოპულარული წარმომადგენლების მაგალითებიდან ვხვდებით, რომ პირიქით, მათ წესრიგი უყვართ. სამუშაო და საცხოვრებელი სივრცე კი ბუნებრივად აქვთ განაწილებული.
დორიანა და მასიმილიანო ფუქსასების სახლი
ფუქსასებს, იუსტიციის სახლისა და რიყის პარკის მუსიკალური თეატრის წყალობით, თბილისში კარგად ვიცნობთ. იტალიელი არქიტექტორები პარიზში, Place de Vosges- სთან, საზოგადოებრივ სივრცესთან, ახლოს ცხოვრობენ. მასიმილიანო ფუქსასი აღნიშნავს, რომ ძველ სახლში ცხოვრება ფანტასტიურია და ასე თითქოს პიროვნება საკუთარი ცხოვრების წესთან წინააღმდეგობაში მოდის.
ის აღნიშნავს, რომ სახლი, მათთვის პირველი შთაგონების წყაროა და არქიტექტორს სახლში ცხოვრება უნდა უყვარდეს. ინტერიერი მთლიანად მინიმალისტურია. ძალიან სუფთა, მინიმალისტური სივრცე ჟან პრუვეს ავეჯითაა დატვირთული. როგორც ჩანს, ინტერიერის ბუნებრივ განათებაზე განსაკუთრებით ბევრია ნაფიქრი.
თეთრი კედლებისა და ბუნებრივი განათების თითქოს ამორეცხილ სივრცეს, ავეჯის მასალა და მისი ტონალობები ათბობს. მასიმილიანო ფუქსასი ამბობს, რომ მას საგნები უბრალოდ არ მოსწონს და საწოლისა და მაგიდის ამარაც თამამად შეუძლია ცხოვრება. „ნამდვილი ფუფუნება მოცულობაა“ - ამბობს ის და ამ სიტყვებზე უკეთ არაფერი აღწერს ფუქსასების საცხოვრებელ გარემოს. დორიანას თქმით, „ისინი უყურებენ სახლს როგორც თეატრის სცენას, სადაც საკუთარი ცხოვრება უნდა ითამაშო.“ თუ სახლს მართლაც სცენად წარმოვიდგენთ, ფუქსასებს სპექტაკლში ძალიან ბევრი საინტერესო რეკვიზიტი აქვთ ხელოვნების ნიმუშების მრავალფეროვანი კოლექციის სახით.
ალბათ, ყველას, ვინც იცის ვინ არის რიკარდო ბოფილი, დაახლოებით მაინც წარმოუდგენია სად ცხოვრობს იგი. მისი საცხოვრებელიც ზუსტად ისეთივე მონუმენტურია როგორც მისი ხელწერა. საქმე ისაა, რომ რიკარდო ბოფილი არც მეტი, არც ნაკლები მიტოვებულ ქარხანაში ცხოვრობს და მუშაობს. 1973 წელს რიკარდო ბოფილმა იპოვა ყოფილი ცემენტის ქარხანა, რომელიც თითქმის ნანგრევებად იყო ქცეული. რეაბილიტირებას 2 წელიწადი დასჭირდა. „სახლს“ დაემატა სიურრეალისტური ელემენტები: კიბეები, რომლებიც არსად მიდის, კონსოლები, რომლებზეც არაფერი კიდია. ბუნებრივია, რომ ქარხნის სივრცე უზარმაზარია და ბოფილის სახლი ბრუტალურ გალერეას გავს.
სივრცე იმდენად დიდია, რომ მისი გამოყენება თითქოს ყველაფრისთვის შეიძლება, რაც მთავარია, იგი არაა დანაწევრებული. ბოფილი ამბობს, რომ ამ ლაბირინთის საუკეთესო თვისება ისაა, რომ აქ ხალხს დამოუკიდებლად, ერთმანეთის პოვნის გარეშე შეუძლიათ ცხოვრება, ტრადიცია ყოვლად უგულვებელყოფილია. ბრუტალური სივრცე რომანტიზირებულია მცენარეებით, მინიმალისტური ავეჯითა და ხელოვნების ნამუშევრებით. ცილინდრი, სკულპტურა, ბუხარი, ყველა ღიობიდან კარგად დაგეგმილი, მხატვრული კომპოზიცია იშლება. თავად ბოფილი ამბობს : „მე არ მომწონს ის, თუ როგორ გამოიყურება სიმდიდრე. სიმდიდრე ჩემთვის სივრცეში, ცხოვრების წესშია. თუ ოქროს ნივთები გაქვს სახლში, არ ხარ მდიდარი“. ასე გამოიყურება იმ არქიტექტორის საცხოვრებელი სახლი, რომლისთვისაც „მთავარი მამოძრავებელი ძალა ესთეტიკის შეგრძნება და ინტელექტია.“
ჩვენ გირჩევთ
ვენეციის ბიენალე 2017 - არქიტექტურული ფესტივალის საინტერესო ინსტალაციები
ვენეციის არტ-ბიენალე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძველი არტფესტივალია. ის სრულყოფილი მოდელია, რომელსაც სხვა ბიენალეები ეფუძნება
თანამედროვე საპარკინგე შენობების გამორჩეული არქიტექტურა და მათი მნიშვნელობა ურბანულ გარემოში
საპარკინგო სისტემის აუცილებლობას, კერძო ტრანსპორტის დიდი რაოდენობა ქმნის, რომელიც სულ უფრო მეტ სივრცეს იკავებს ჩვენი ქალაქის ქუჩებში
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7