არქიტექტურა

დოგმებისა და შეზღუდვებისგან განთავისუფლებული თანამედროვე საკულტო არქიტექტურა

თანამედროვე, არქიტექტურის გარკვეული ნაწილი თითქოს გათავისუფლდა საზოგადოების მოლოდინისგან, სტილების გავლენისგან და სხვა დოგმებისგან.

1340

არქიტექტურა სივრცის, ხაზის, სინათლისა და ხმის ერთიანობაა. სწორედ ამ ელემენტების შესაძლო კომბინაციების შედეგია დიზაინი. მოცულობები სწორედ ამ შემადგენლობების პოზიციითა და სტრუქტურით განსხვავდებიან ერთმანეთისგან: ეს თითქოს აბსტრაქტული ცნებები განასხვავებს კარგ და ცუდ არქიტექტურას. 

არქიტექტურა სივრცის, ხაზის, სინათლისა და ხმის ერთიანობაა. სწორედ ამ ელემენტების შესაძლო კომბინაციების შედეგია დიზაინი. მოცულობები სწორედ ამ შემადგენლობების პოზიციითა და სტრუქტურით განსხვავდებიან ერთმანეთისგან: ეს თითქოს აბსტრაქტული ცნებები განასხვავებს კარგ და ცუდ არქიტექტურას. 

წყარო: San Paolo Parish Complex – Doriana and Massimiliano Fuksas
წყარო: San Paolo Parish Complex – Doriana and Massimiliano Fuksas

თანამედროვე, არქიტექტურის გარკვეული ნაწილი თითქოს გათავისუფლდა საზოგადოების მოლოდინისგან, სტილების გავლენისგან და სხვა დოგმებისგან. რაც განაპირობებს კიდეც ზოგიერთ შემთხვევაში მოცულობის წმინდა ხელოვნებისთვის არსებობას.

წყარო: San Paolo Parish Complex – Doriana and Massimiliano Fuksas
წყარო: San Paolo Parish Complex – Doriana and Massimiliano Fuksas

არქიტექტორები ცდილობენ ყველა დანიშნულების შენობას შემოქმედებითად მიუდგნენ - შექმნან მოცულობა ხელოვნებისთვის, თავისუფალ ადამიანს თავისუფალი სივრცე შეუსაბამონ. შენობების „გადაფასება“ და ახალი ხედვით დანახვა ყველა „სფეროში“ ხდება, მათ შორის საკულტო არქიტექტურაშიც - თანამედროვე სამლოცველოები და ტაძრები ძალიან განსხვავდება საუკუნეების განმავლობაში დოგმატური კანონებით აშენებული ალტერნატივათაგან.

წყარო: San Paolo Parish Complex – Doriana and Massimiliano Fuksas
წყარო: San Paolo Parish Complex – Doriana and Massimiliano Fuksas

ყველა რელიგია ერთმანეთისგან ტრადიციით, სიმბოლოებითა და დოგმებით განსხვავდება. შესაბამისად ეკლესიის, სინაგოგისა თუ მეჩეთის შენებისას, არქიტექტორები ცდილობენ ბოლომდე დაიცვან რელიგიური ტრადიციები და პარალელურად ეძებონ ახალი ფორმა.

წყარო: Sayama Forest Chapel
წყარო: Sayama Forest Chapel

თავად ამ მოცულობების ფუნქცია იმდენად საკრალურია, რომ თითქმის შეუძლებელია ხელოვანში ინსპირაცია არ გამოიწვიოს. ამიტომაც, თანამდროვე ტაძრები არის სივრცის, ხაზის, სინათლისა და ხმის თამამი კომპოზიცია: ფორმა და გრძნობა თითქოს უფრო თამამად ერწყმის ერთმანეთს, ვიდრე აქამდე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკულტო არქიტექტურაში უკვე ტრადიციად ქცეული ექსპერიმენტები 2013 წელს ვატიკანმა მკაცრად გააკრიტიკა.

წყარო: Sayama Forest Chapel
წყარო: Sayama Forest Chapel

კრიტიკა ფოლინოში, ფუქსასების მიერ განხორციელებულმა პროექტმა გამოიწვია. დიზაინმა 2001 წელს ეროვნულ კონკურსში გაიმარჯვა, თუმცა ვატიკანმა ის თაყვანისცემისაგან დაცლილ სივრცეს, მუზეუმს შეადარა და აღნიშნა, რომ კათოლიკური ტაძრისთვის აუცილებელ რესურსებს არქიტექტორები ყურადღებას არ აქცევენ და მას აღიქვამენ როგორც „სივრცის, ხაზის, სინათლისა და ხმის ერთობლიობას“. 

წყარო: Sayama Forest Chapel
წყარო: Sayama Forest Chapel

მიუხედავად ამისა, არქიტექტურულ წრეებში დადებითი გამოხმაურება მოყვა წმინდა გეომეტრიულ, მონოლითურ, ტაძარს. კომპოზიციაში ორი მთავარი არქიტექტურული ელემენტია. პირველი, ტაძრის შენობა, ორი ერთმანეთში ჩასმული მართკუთხედისგან შედგება. მეორე ელემენტი - ასევე მართკუთხა ფორმის მოცულობა - საკრისტიაა. ფორმების ერთმანეთში ჩასმით ფუქსასებმა, შედეგად ინტერიერში შემომავალი სინათლე მიიღეს, რომელიც ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად ჩნდება და თითქოს ჭერის ნაწილი ხდება. ტაძარში განთავსებული ავეჯიც მათი დიზაინით შეიქმნა.

წყარო: Capilla San Bernardo – Nicolas Compodenico
წყარო: Capilla San Bernardo – Nicolas Compodenico

უფრო ახალი პროექტებიდან აღსანიშნავია იაპონელი არქიტექტორის, ჰიროში ნაკამურას განხორციელებული სამლოცველო - Sayama Chapel. მოცულობა საიტამაში მდებარეობს, საიამას სასაფლაოზე. თავად ლოკაცია, ტბით, საფლავებითა და მწვანე გარემოთი, ალბათ შთაგონების წყაროსთან ერთად, სერიოზული შეზღუდვაც უნდა ყოფილიყო არქიტექტორისთვის. ნამდვილად რთულია ამ გარემოში ჩადგა ისეთი მოცულობა, რომელიც ზედმეტი არ არის. ხოლო მისი ორგანულად, ისე ელეგანტურად ჩასმა, როგორც ეს ნაკამურას გამოუვიდა, ნამდვილად იშვიათია. ზოგადად, ჰიროში ნაკამურა ყოველ მომდევნო პროექტში, ფუნქციის მიუხედავად, გვაოცებს მინიმალიზმის ელეგანტურობით.

წყარო: Capilla San Bernardo – Nicolas Compodenico
წყარო: Capilla San Bernardo – Nicolas Compodenico

 იგი თითქოს მარტივი გეომეტრიისა და ბუნების კომპოზიციით ანიჭებს სივრცეს გრაციას და აბსოლუტურად არაფერი მის სილუეტში არ არის ზედმეტი. გამომდინარე იქიდან, რომ სასაფლაო და სამლოცველო ყველა რელიგიის მქონე ადამიანისთვის ღიაა, არქიტექტორმა კონცენტრირება თითქოს ტყეზე მოახდინა: ინტერიერში ნამდვილად ვხვდებით თითქოს უსასრულოდ გაზრდილი ხეების ილუზიას. როგორც ჩანს, ნაკამურას აზრით ყველა რწმენას განასხვავებს ტრადიცია თუმცა, რწმენის ფილოსოფია ერთია, ამიტომაც თითქოს ყველა ლოცვის ადრესატი ტყეა - რაც ალბათ, მლოცველებს კონცენტრირებასა და სიმყუდროვის შექმნაში დაეხმარებათ.

წყარო: Capilla San Bernardo – Nicolas Compodenico
წყარო: Capilla San Bernardo – Nicolas Compodenico

ბოლო დროის ერთ-ერთი საუკეთეს არქიტექტურული ნიმუშიც საკულტო სფეროში შეიქმნა: ნიკოლას კამპოდონიკოს უკანასკნელი ნამუშევარი არგენტინაში მდებარეობს. აქ მთავარი ეფექტი სინათლისა და უხეში მატერიის დაპირისპირებით მიიღწევა. ტაძარი, რომლის მოცულობაც მზის მხარეს იხსნება და ბუნებრივად, მზის სხივებით ნათდება (ამ რეგიონში არ არის ელექტროგაყვანილობა), შეუდარებელ ემოციას უნდა იწვევდეს მლოცველში. ორი დამოუკიდებელი, ვერტიკალური ზედაპირი ისეა გააზრებული, რომ მთელი დღის განმავლობაში, სინათლის დახმარებით, აგურის მონუმენტური ფორმა და მისი ინტერიერი ჩრდილით გადაცუროს და დღის ბოლოს ჯვრად აღმართოს.

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

სააგარაკო სახლების თანამედროვე პროექტები

არაფერია მყუდრო და ლამაზ გარემოში დასვენებაზე უკეთესი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალაქგარეთ, სუფთა და მწვანე გარემოში გიწევს დროის გატარება.

2323
ნახე მეტი
არქიტექტურა

პატარა სახლების ორიგინალური და ფუნქციური პროექტები

არქიტექტორები და მშენებლები აღიარებენ, რომ პატარა სახლები მეტად ლამაზი და ეფექტურია განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს უკანასკნელნი ეკო-მეგობრულია.

2937
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575