არქიტექტურა

ვერნაკულარული არქიტექტურა, ანუ რელიეფით განპირობებული ესთეტიკური ნაგებობები

არქიტექტურა აღნიშნავს დიზაინის, გეგმარებისა და იდეების განხორციელების როგორც შედეგს, ასევე პროცესს. პროცესი და შედეგი კი საუკუნეების განმავლობაში გადაეცემოდა ადამიანიდან ადამიანს...

1709

არქიტექტურა აღნიშნავს დიზაინის, გეგმარებისა და იდეების განხორციელების როგორც შედეგს, ასევე პროცესს. პროცესი და შედეგი საუკუნეების განმავლობაში გადაეცემოდა ადამიანიდან ადამიანს, მამიდან შვილს და თაობიდან თაობას - ამიტომ აქვს არქიტექტურას ტრადიცია და ისტორია და მიუხედავად იმისა, რომ მეოცე საუკუნემ ფორმის განსხვავებული აღქმა შემოგვთავაზა, ინტერნაციონალიზმმა კი საზღვრები წაუშალა მოცულობას, ამ ეტაპზე ჯერ კიდევ შეუძლებელია არქიტექტურის ტრადიციული ჩარჩოებისგან ბოლომდე გათავისუფლება. ტრადიციაში, ალბათ ადამიანის ფორმასთან პირველი შეხება უნდა მოვიაზროთ: პრაქტიკული და ფუნქციური შეხება. რეალურად განსხვავებულ პირობებში, სხვადასხვა საქმით დაკავებულ ხალხს, განსხვავებული მოცულობები სჭირდება. ლოკალურ, ტრადიციულ არქიტექტურაზე გავლენას რამდენიმე მთავარი ფაქტორი ახდენს: გარემო, კულტურა, ტექნიკა, ეკონომიკა და ისტორიული კონტექსტი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამ ფაქტორით გამოწვეული მოთხოვნილების დაკმაყოფილება ერთი მოცულობით, საკმაოდ რთულია, ფოლკლორული, ტრადიციული მეთოდი არქიტექტურული პრობლემატიკის გადაწყვეტისა მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. თანაც, რაც არ უნდა საკვირველი იყოს, სტილების ცვლის მიუხედავად, ვერნაკულარული არქიტექტურა მაინც ძალიან პოპულარულია.

წყარო: Svaneti, Georgia
წყარო: Svaneti, Georgia

ბუნებრივია, რომ თანამედროვეობისგან განსხვავებით, საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ადამიანი, უშუალო კონტაქტს ამყარებდა გარემოსთან. ამიტომ, პროფესიონალი არქიტექტორების ცნება ტრადიციულ მშენებლობაში არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ არქიტექტურის ისტორიაში არსებობს ტრადიციული, „ხალხური“ მოტივების გამოყენებისა და გადაფასების მცდელობები, ნამდვილ ვერნაკულარულ არქიტექტურაში ესთეტიკასა და ფორმას ძირითადად კლიმატი, რელიეფი და ფუნქცია განაპირობებს - არავითარი სიყალბე მასში არ არის. გამოყენებული მასალა და ფერიც ქვეყნებისა და კულტურის მიხედვით განსხვავდება ერთმანეთისგან. ადამიანები, უბრალოდ ბრძნულად ჭრიდნენ პრობლემებს არქიტექტურის მეშვეობით და ამას უკვე არსებული მოცემულობით აკეთებდნენ. ყველაზე ცხადი მაგალითი, ალბათ საქართველოა, რადგან ასეთ პატარა ტერიტორიაზე, რელიეფური და კლიმატური განსხვავებების მიხედვით არქიტექტურა მკვეთრად განსხვავდება მთაში და დაბლობზე, როგორც მასალით, ისე ფორმითა და ფუნქციით.

წყარო: Ortler Alps, Italy
წყარო: Ortler Alps, Italy

თანამედროვე არქიტექტურაში ვერნაკულარული არქიტექტურის გათვალისწინების მცდელობები (თუნდაც მხოლოდ სინთეზისა და ყალბი ესთეტიკის გამო), მხოლოდ მისასალმებლ პრაქტიკად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ტრადიციული მეთოდების გამოყენება მხოლოდ შეგვახსენებს იმ პრობლემებს, რომელთა გადაწყვეტასაც ხალხი ითხოვს არქიტექტურისგან. ვერნაკულარული არქიტექტურისკენ მიბრუნებად შეიძლება ჩაითვალოს ფრენკ ლოიდ რაითის მოსაზრებები ზოგადად პროექტირებასთან დაკავშირებით. თუმცა, მეოცე საუკუნეში ხშირად ამ ხერხებს ხედავდნენ როგორც „არქიტექტურას, არქიტექტორების გარეშე“.

წყარო: Sulawesi, Indonesia
წყარო: Sulawesi, Indonesia

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

ფუნქციური და ორიგინალური არქიტექტურული ინსტალაციები საჯარო სივრცეში

ყველაზე გამორჩეულ ქალაქებსაც აქვთ ისეთი საჯარო სივრცე, რომელთა შესაძლებლობები სრულად არ არის გამოყენებული.

1484
ნახე მეტი
არქიტექტურა

ის, რაც ყველა ქალაქს სჭირდება - არქიტექტურული სინთეზი და მისი მნიშვნელობა

არქიტექტურა სამყოფი სივრცის ფორმირებაა. იდეალური ფორმის ძიება კი მთავარი ამოცანა, რომელიც მას აკისრია...

1467
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575