ახალ წელს ჩატარებული გამორჩეული და სიმბოლური დატვირთვის მქონე ღონისძიებები
ახალი წელს უამრავი საინტერესო ღონისძიება ეწყობა, რომელიც დროთა განმავლობაში სიმბოლურ დატვირთვას იძენს და ტრადიციად იქცევა ხოლმე.
ახალი წელს უამრავი საინტერესო ღონისძიება ეწყობა, რომელიც დროთა განმავლობაში სიმბოლურ დატვირთვას იძენს და ტრადიციად იქცევა ხოლმე. წარმოგიდგენთ განსხვავებულ და გამორჩეულ ღონისძიებებს, რომელიც საახალწლოდ ჩატარდა და რომელშიც უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ახალი წელს უამრავი საინტერესო ღონისძიება ეწყობა, რომელიც დროთა განმავლობაში სიმბოლურ დატვირთვას იძენს და ტრადიციად იქცევა ხოლმე. წარმოგიდგენთ განსხვავებულ და გამორჩეულ ღონისძიებებს, რომელიც საახალწლოდ ჩატარდა და რომელშიც უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ტაიმს სქვერი ნიუ-იორკის მთავარი უბანია, სადაც ახალი წლის მოსვლა განსაკუთრებულად იგრძნობა. 1907 წლიდან კი, ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საახალწლო ტრადიციის დასაბამია. ეს არის ბურთის ვარდნის პროცესი - ძველის ახლით ჩანაცვლების სიმბოლო.
არსებობის განმავლობაში ბურთმა შვიდი სხვადასხვა დიზაინი გამოიცვალა. პირველი საახალწლო ბურთი რკინისა და ხისგან იყო დამზადებული. ის 125 25 ვოლტიანი ნათურებით მორთეს. ის ახალგაზრდა იმიგრანტმა, ჯეიკობ სტარმა, ააშენა. 1920 წელს, 180 კილოიანი ბურთი ნაჭედი რკინით დაამზადეს. 1955 წელს რკინის ბურთი ბევრად ნათელი ალუმინის ბურთით შეიცვალა და ის მხოლოდ 70 კილოგრამს იწონიდა. 1980 წელს ბურთს დაემატა წითელი ფერის ნათურები და მწვანე ყუნწი. ეს „ეფლის“ მარკეტინგული კამპანია იყო: „ მე მიყვარს ნიუ-იორკი“.
1995 წელს ბურთს, ალუმინის კანი, სტრაზები, განათება და კომპიუტერული კონტროლი დაემატა. 2000 წლისთვის ბურთი უკანასკნელი განათების ტექნოლოგიით აღჭურვეს. 2007 წელს თაიმზ სქვერის ბურთის მეასე დაბადების დღე იყო და ამავე წელს მას ლედ განათება დაემატა. ამ ტექნოლოგიის წყალობით გაიზარდა განათება და ფერთა რაოდენობა. რაც შეეხება 2017 წელს, ბურთს 2 688 „Waterford Crystal“-ის სამკუთხედები ამშვენებს. მათგან 288 სამკუთხედს თემატური დიზაინი აქვს. წლევანდელი თემა გულკეთილობააა. ბურთის კრისტალები ისეა დამზადებული, რომ ისინი უძლებენ წვიმას, ქარს ან ნებისმიერ ტემპერატურას. ბურთი 5 386 კილოგრამს იწონის. ასევე 16 მილიონი ფერი და მილიარდობით პატერნი ქმნის კალეიდოსკოპის არაჩვეულებრივ ეფექტს.
ბრაზილიაში კი ახალ წელს განსაკუთრებულად ხვდებიან. 2016 წლის 31 დეკემბერს საო პაულოს ცა 50 000 ფერადი ბიოდეგრადირებული ბუშტით დაიფარა. ეს ტრადიცია 24 წლის წინ, 1992 წელს, საო პაულოს ბიზნეს ასოციაციის მიერ დაინერგა. პირველად ასოციაციის რამდენიმე წევრმა ფანჯრიდან 100 ბუშტი გააფრინა.
„ეს პროცესი ჩვენს სურვილს წარმოადგენს: ბუშტებს წინა წლის პრობლემები მიაქვთ და უკეთესი წლის იმედი გვაქვს“, - ამბობს მარსელო სოლიმეო, ასოციაციის ეკონომისტი. წლევანდელი ბუშტების ცერემონიით ბრაზილიელებმა ეკონომიკური კრიზისი და უმუშევრობა გააცილეს.
ცოტა თუ შეედრება შოტლანდიელებს, ახალი წლის აღნიშვნაში. შოტლანდიურ კალენდარში ახალი წელი უნიკალური და მნიშვნელოვანი დღესასწაულია. მათ ამის აღმნიშვნელი სიტყვაც კი მოეპოვებათ - ჰოგმანაი. ეს სიტყვა წლის უკანასკნელ დღეს ნიშნავს. ჰოგმანაის აღნიშვნა ზოგჯერ 2 იანვრამდეც გრძელდება ხოლმე. მისი ფესვები ჯერ კიდევ ვიკინგების პერიოდში გხვდება, რადგან ანთებული ჩირაღდნის მსვლელობის ტრადიცია ამ ერადან მოდის.
ანთებული ჩირაღდნების და „ცეცხლის მდინარე“ სამეფო ქუჩაზე- ასე შეხვდნენ 2017 წელს შოტლანდიელები ახალ წელს. ბევრი მათგანი ვიკინგების ფორმებშიც გამოეწყო. ცეცხლოვანი ბურთების მსვლელობა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სანახაობაა ამ დღესასწაულის ფარგლებში. ის დაახლოებით 100 წელია აღინიშნება და ფართო მასების ინტერესს იწვევს. მოზეიმეები ცეცხლის კალათებს თავზე შემოიტარებენ და პროცესიის შემდეგ ზღვაში აგდებენ. ტრადიციულად ამ რიტუალით ბოროტ სულებს დევნიან და უბედურებას ძველ წელს ატანენ, ახალი წელი კი გაწმენდილი სულით იწყება. ამ სანახაობაზე დასასწრებად ბილეთები არაა საჭირო.
ბისკეტ ჯატრა კი ყოველწლიური დღესასწაულია ნეპალში. ის ახალი წლის დაწყებისას აღინიშნება. ლეგენდის თანახმად, ეს ფესტივალი მოღალატის სიკვდილის აღსანიშნავადაა. დღესასწაული ბაკტაპური, ქალაქის სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა რიტუალით იმართება.
უზარმაზარი ეტლით, ღმერთი ბაირავას ქანდაკება, ათასობით ადამიანს ხალნა ტოლემდე მიჰყავს. მანამდე კი, ერთი თვით ადრე, ეტლი ნიატაპოლას ეკლესიასთან დგას. შთამბეჭდავი სანახაობა მაშინ იმართება, როდესაც ქალაქის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილი მის თავისკენ გადახრას ცდილობს. ბისკეტ ჯატრას განუყოფელი ნაწილი კი ფერების ფესტივალია (სინდურ ჯატრა). ადამიანები ახალი წლის დადგომას ასე უცნაურად აღნიშნავენ: ისინი სხვადასხვა ფერის ფხვნილს ერთმანეთს აყრიან ხოლმე.
ჩვენ გირჩევთ
მსოფლიოში ყველაზე დიდი და განსაკუთრებული საშობაო ბაზრები
ყოველწლიურად, დეკემბრის მოახლოებასთან ერთად, მსოფლიოს გარშემო საახალწლო ციებ-ცხელება იწყება.
მებაღეობა, როგორც საუკეთესო ჰობი და 4 მიზეზი, თუ რატომ უნდა ავირჩიოთ ის
დღეს მინდა, რომ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ, საინტერესო და გამაჯანსაღებელ ჰობიზე-მებაღეობაზე გესაუბროთ.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7