დროისა და გონების მენეჯმენტი, როგორც წარმატების საიდუმლო
თანამედროვე სამყაროში არსებობისა და წარმატების მისაღწევად აუცილებელია, დროის რაციონალურად გადანაწილება და მისი სწორი მენეჯმენტი.
დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში, რთულია ფეხი აუწყო ცხოვრების ტემპს. ალბათ, ბევრ ჩვენგანს ხშირად დაუწუწუნია, რომ ვერ ასწრებს საქმის დროზე გაკეთებას, არ რჩება დრო არათუ მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც. თუმცა არიან ადამიანთა ის კატეგორიაც, რომლებიც ამ ყველაფერს თავისუფლად ასწრებენ, ნაკლებად გადაღლილები და მეტად ბედნიერები არიან. სინამდვილეში ჩვენ ყველას თანაბარი დრო აქვს - დღეში 24 საათი იმისათვის, რომ შევასრულოთ პირადი თუ პროფესიონალური პასუხისმგებლობები და ამავდროულად დაგვრჩეს თავისუფალი დროც. თანამედროვე სამყაროში არსებობისა და წარმატების მისაღწევად აუცილებელია, დროის რაციონალურად გადანაწილება და მისი სწორი მენეჯმენტი. ეს ყველაფერი დაგვეხმარება ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში, ნაყოფიერი ქმედითუნარიანობის ამაღლებაში.

იმისათვის, რომ დრო სწორად გადავანაწილოთ, აუცილებელია პრიორიტეტების დასახვა. ყოველდღიურად უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი და ხშირად არც კი ვიცით რომელი მათგანით დავიწყოთ, ამიტომ აუცილებელია ყველა საქმე პრიორიტეტების მიხედვით დავალაგოთ და დავგეგმოთ. დაყავით გასაკეთებელი საქმეების სია სირთულისა და მნიშვნელობის მიხედვით, გათვალეთ მათი შესრულების მიახლოებითი ვადები და ამის მიხედვით დააწყვეთ დღის გეგმაც. შეიძლება ფიქრობთ, რომ დაგეგმილი ცხოვრება უინტერესოა და ეს ყველაფერი რობოტად გაქცევთ, თუმცა ეს ასე არაა. როდესაც ჩადგებით რეჟიმში და ყველაფერი ზედმიწევნით დაგეგმილი გექნებათ, მიხვდებით რომ ასე ცხოვრება უფრო მარტივია. თქვენ მეტი დრო დაგჩრებათ საკუთარი თავისთვის, მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის და რაც მთავარია სამსახურის საქმესაც დროულად გააკეთებთ.
კიდევ ერთი აუცილებელი ნაბიჯი, წარმატებული და ლაღი ცხოვრებისთვის საკუთარი გონების გავარჯიშებაა. ადამიანის ტვინს ისევე ესაჭიროება ვარჯიში, როგორც სხეულის ყველა კუნთს. მისცეთ თქვენ ტვინს ახალი გამოცდილება, რომელიც აერთიანებს, როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ გრძნობებს, სტიმულს აძლევს და უფრო ძლიერად აკავშირებს ტვინის სხვადასხვა სფეროებს ერთმანეთთან. ეს ყველაფერი კი პირდაპირ მოქმედებს თქვენს მეხსიერებაზე. რა თქმა უნდა, ტვინის ვარჯიშები ადამიანს ეხმარება უკეთ აზროვნებასა და კონცენტრირების გაუმჯობესებაში, ამიტომ ჩვენ გონებრივ განვითარებასაც ისეთივე ყურადღება უნდა მივაქციოთ როგორც ფიზიკურს. იმისათვის, რომ ჩვენი ტვინი არ მოდუნდეს და გონება ყოველთვის გამჭრიახი იყოს, აუცილებელია გავაკეთოთ ის ვარჯიშები, რომლებიც განვითარებაში დაგვეხმარება.
პირველი აუცილებელი ქმედება, რომელიც თქვენს ტვინს დაეხმარება, ესაა ყოველდღიური რუტინისგან თავის დაღწევა. შეიძლება არ ვაკვირდებით, მაგრამ ბევრი ჩვენგანი დილას ერთიდაიგივე ქმედებით იწყებს, ტვინს კი განსხვავებული აქტივობები და შეგრძნებები სჭირდება და არა ჩვევაში გადასული მექანიკური ქმედებები, რომელიც არანაირ გონებრივ ზეწოლას არ მოითხოვს. მეცნიერები გვირჩევენ, რომ კბილების გახეხვის ან პურის დაჭრის დროსაც კი სხვანაირად მოვიქცეთ. მაგალითად თუ ცაცია ხართ, მარჯვენა ხელით გაიხეხეთ კბილები და დაჭერით პური. კვლევებმა აჩვენეს, რომ მსგავსი ქმედებით თქვენ ავითარებთ ტვინის მეორე ნახევარსფეროსაც.
მეორე აქტივობა, რომელიც თქვენს ტვინს ფორმაში ჩააყენებს, ტელევიზორზე უარის თქმაა. ალბათ ფიქრობთ, რომ ეს თქვენი დასვენებისთვის აუცილებელია, თუმცა ეს ასე არაა. სინამდვილეში ტელევიზორის ყურების დროს ტვინი იღლება. დაფიქრდით, როგორ გრძნობთ თავს ტელევიზორის წინ გატარებული დროის შემდეგ? ხშირ შემთხვევაში, არც თუ ისე სასარგებლო ინფორმაციის მიღების გამო თვალები იმდენად დაღლილია, რომ წიგნის კითხვაც აღარ შეგიძლიათ, თავი გტკივდებათ და უძალოდ ხართ. ამ ყველაფერს კი ნამდვილად აჯობებს თუ ტელევიზორისთვის განკუთვნილ დროს შევამცირებთ და მას სხვასთან საუბარში ან კითხვაში გავატარებთ. ასე თქვენი ტვინიც სასიამოვნოდ დაიღლება და მოგებულიც დარჩებით.
ჩვენ გირჩევთ
რატომ არის პიკნიკზე წასვლა სასარგებლო აქტივობა და როგორ დავგეგმოთ ის სწორად
კარგი ამინდები საშუალებას გვაძლევს უფრო აქტიურად და საინტერესოდ დავგეგმოთ ჩვენი თავისუფალი დრო და ის ჯანსაღ გარემოში გავატაროთ.
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით!
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ აქტიური ცხოვრების წესი და სწორი კვება, გვიუმჯობესებს ჯანმრთელობასა და გვიხანგრძლივებს ცხოვრებას.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7