ბალახის სახურავის მქონე ეკო-მეგობრული სახლის საინტერესო დიზაინი
თანამედროვე არქიტექტურა მიისწრაფვის ეკოლოგიური, სუფთა მატერიებისა და ტექნოლოგიის აქტიურ გამოყენებისკენ.
თანამედროვე არქიტექტურა მიისწრაფვის ეკოლოგიური, სუფთა მატერიებისა და ტექნოლოგიის აქტიურ გამოყენებისკენ. ეს მასალები და ტექნოლოგიები არ ახდენენ მავნე ზეგავლენას ადამიანზე და ბუნებაზე და ამავდროულად, ხელს უწყობენ ადგილობრივი გარემოს შენარჩუნებას. მეგაპოლისებში მსგავსი მშენებლბები ეხმარება ადგილობრივი გარემოს მდგომარეობის გასუფთავებასა და გაუმჯობესებას. მაგალითისთვის ავიღოთ ბალახით გაფორმებული სახურავი, რომელიც არამხოლოდ არაჩვეულებრივი საშუალებაა ხმის დახშობისთვის, ის ასევე იცავს შენობას კლიმატური ფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან. მსგავსი ტიპის სახურავები და ზოგადად ეკო-მეგობრული სახლები დღეს სულ უფრო მოთხოვნადია და სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ სრულიად უნიკალურ და მშვენიერ პროექტზე გავამახვილოთ ყურადღება და განსაკუთრებულობის შესახებ უფრო მეტი გიამბოთ.

პირველი რაც ამ ორსართულიან სახლში ყურადღებას იქცევს ეს, რა თქმა უნდა, სახურავია და მისი კარგად დათვალიერების შემდეგღა ვამჩნევთ, რომ ფასადიც საკმაოდ ორიგინალურია - ღია, ნათელი ფერის ხის პანელები სახლს განახლებულ, მსუბუქ და დადებითი მუხტით სავსე შენობად აქცევს. აუცილებლად უნდა ავღნიშოთ ექსტერიერიც, სადაც ბაღის ავეჯი ჰარმონიულად ერწყმის სახლისა და ლანდშაფტის დიზაინს.
სახლის ინტერიერის დიზაინიც საკმაოდ ორიგინალური და თავისუფალია. პირველ სართულზე განლაგებულია მყუდრო მისაღები, პრაქტიკული და უნიკალური სამზარეულო და სასადილო ოთახი. სასტუმრო ოთახი გამოყოფილია სამზარეულო ოთახისგან ტექნიკისთვის გამოყოფილი ზონირებული კედლით და თანამედროვე გამათბობლით. პირველი მთლიანი სართული ერთნაირადაა გაფორმებული - თეთრი ჭერი, ღია ხისფერი კედლები და ბეტონის იატაკი. ფერების ასეთი განლაგება ვიზუალურად აფართოვებს სივრცეს და ამავდროულად ინტერიერში სითბო და სიმყუდროვე შემოაქვს. მუქი გამათბობელი და ტელევიზორი სივრცეს დინამიურობას მატებენ.
მათ წინ განლაგებულია ერგონომიული, ფერადი და პრაქტიკული დივნები, რომელიც ინტერიერს სითამამეს მატებს. ასევე იდეალურ დეკორადაა შერჩეული მცენარე, რომელიც ბუნებასთან სიახლოვეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. გამათბობლის და ტელევიზორის უკან განთავსებულია სამზარეულო და სასადილო. ქანთრის სტილის ხის მაგიდა და საოფისე სტილის სკამები ხაზს უსვამს ამ ადგილის მრავალფუნქციურობას. ამ სართულზევეა მოთავსებული ერთი საძინებელი და სააბაზანო ოთახი. აქ დიზაინერებმა არჩევანი ნათელი ფერის ავეჯზე შეაჩერეს რაც თავის მხრივ დომინანტურ და თვალისმომჭრელ აქცენტად იქცა ინტერიერის დიზაინში.
ჩვენ გირჩევთ
კულტურული ღირებულების მქონე კინო-თეატრების უნიკალური არქიტექტურა და დიზაინი
დღეს გაგაცნობთ იმ კინოდარბაზებს, რომლებსაც არა მარტო კულტურული მნიშვნელობა, არამედ არქიტექტურული ღირებულებაც აქვთ.
2019 წლის ჰარბინის ყინულის ფესტივალი
ყოველწლიურად ზამთრის პერიოდში, ქალაქ ჰარბინში, ყინულის ფესტივალი ტარდება.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7