იაპონელი ფლორისტის მაკოტო აზუმას შთამბეჭდავი შემოქმედება
იაპონელი მაკოტო აზუმა, რომელიც არის ყვავილების არტისტი, ბოტანიკური სკულპტორი და „JARDINS des FLEURS“ - ის დამფუძნებელია.
მსოფლიოს გარშემო უამრავი ხელოვანია, რომელიც თავისი შემოქმედებით ცდილობს თავისი სიტყვა თქვას, კვალი დატოვოს ისტორიაში და ზემოქმედება მოახდინოს ადამიანთა მსოფლმხედველობაზე. ხელოვანთა ამბიცია სხვადასხვაგვარია, მათი შემოქმედება კი უნიკალური და განსხვავებული. სწორედ ამიოტმ, გადავწყვიტეთ დღეს საინტერესო, და დასამახსოვრებელ შემოქმედზე ვისაუბროთ, რომლის საქმიანობა ადამიანებს საშუალებას აძლებს დატკბნენ ბუნების თავისებურებებით და ახლებურად აღიქვან სილამაზე, რომელიც ყოველთვის ჩვენს გარშემოა.
მსოფლიოს გარშემო უამრავი ხელოვანია, რომელიც თავისი შემოქმედებით ცდილობს თავისი სიტყვა თქვას, კვალი დატოვოს ისტორიაში და ზემოქმედება მოახდინოს ადამიანთა მსოფლმხედველობაზე. ხელოვანთა ამბიცია სხვადასხვაგვარია, მათი შემოქმედება კი უნიკალური და განსხვავებული. სწორედ ამიოტმ, გადავწყვიტეთ დღეს საინტერესო, და დასამახსოვრებელ შემოქმედზე ვისაუბროთ, რომლის საქმიანობა ადამიანებს საშუალებას აძლებს დატკბნენ ბუნების თავისებურებებით და ახლებურად აღიქვან სილამაზე, რომელიც ყოველთვის ჩვენს გარშემოა.
ასეთი ხელოვანია იაპონელი მაკოტო აზუმა, რომელიც არის ყვავილების არტისტი, ბოტანიკური სკულპტორი და „JARDINS des FLEURS“ - ის დამფუძნებელია. მისი, როგორც ხელოვანის კარიერა 2002 წლიდან იწყება, როდესაც მან ყვავილების მაღაზია „JARDINS des FLEURS“ გახსნა. დაახლოებით 2005 წელს, აზუმამ ფლორისტიკის ახალი ფორმების შესწავლა დაიწყო, რომელსაც შემდგომში ბოტანიკური სკულპტურა უწოდა. ეს სწორედ ის საქმეა, რომლითაც აზუმა ახლაა დაკავებული. წლების განმავლობაში, მაკოტო აზუმა თანმიმდევრულად ეძებდა ახალ გზებს, რათა შეესწავლა მცენრეების სილამაზე, როგორიც არის ყვავილები და ბონსაი. ის ცდილობდა თვალსაწიერის გაფართოებას და მათ უნიკალურ და წარმოუდგენელ პარამეტრებში გადმოეცემას.
2014 წელს მაკოტო აზუმა შეეცადა წასულიყო იქ, სადაც ხელოვანთა უმეტესობა ოცნებობს - კოსმოსში! პროექტი, რომლის დასახელებაც იყო “Exbiotanica” და რომელიც ბლექ-როქის უდაბნოში, ნევადას შტატში ჩატარდა თავისი არსით უნიკალური იყო. მისმა გუნდმა აზუმას ორი ნამუშევარი - მეტალის ჩარჩოში ჩასმული 50 წლის ფიჭვი და გაწყობილი ყვავილები სტრატოსფეროში გუშვეს, ჰელიუმის ბუშტების გამოყენებით. მთელი პროექტი დოკუმენტურადაა აღბეჭდილი, რისი წყალობითაც გამოვლინდა კოსმოსში მოთავსებული მცენარეების ძალიან საინტერეო, სურიეალისტური ფოტოები, რომლებიც დედამიწის თავზე დაცურავდნენ.
ამ გასაოცარი პროექტის შემდეგ, ალბათ ბევრი ფიქრობდა, რომ ხელოვანი სხვა ვეღარაფრით გააკვირვებდა ხალხს, თუმცა ეს აზუმას შემოქმედებას არ ეხებოდა. 2015 წელს მან საოცარი პროექტი განახორციელა Ice Flowers-ის სახით. ყინულის ყვავილები გთავაზობთ განსხვავებულ ხედვას ყვავილების ბუკეტების სასიცოცხლო ციკლისშესახებ. აზუმამ ულამაზესი ყვავილებისგან შემდგარი კომპოზიციები ყინულის უზარმაზარ კუბებში მოათავდა. გამოფენა ძველ საწყობში მოეწყო, რომელიც ტოკიოდან 2 საათის სავალ გზაზე მდებარეობს. შთამბეჭდავი გამოფენა მოიცავდა 16 გაყინული ყვავილების კომპოზიციას, რომელიც მთელი შენობის მასშტაბით იყო განლაგებული. ღეროები, ფურცლები და ფოთლები ნელ-ნელა თავისუფლდებოდა ყინულის სქელი ფენებისგან და ასე, თითოეულ ბუკეტს ახალი სახე ეძლეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ყვავილები თავდაპირველად ბრწყინავდნენ, ეს სილამაზე თანდათან, ყინულის კუბების დნობასთან ერთად ქრებოდა და მხოლოდ დამჭკნარ ყვავილებს და წყლის გუბეებს ტოვებდა.
„ასეთ უცნაურ გარემოში მოთავსებით, ყვავილები გვაჩვენებენ უნიკალურ ხედვას, რომელსაც ისინი ყოველდღიურობაში არ გვანახებენ“ - განაცხადა მაკოტო აზუმამ. „ გთხოვთ ისიამოვნოთ იმით, თუ როგორ ცვლის ყვავილები და ყინული ერთმანეთს დროთა განმავლობაში, ადამიანთაა არსებობისგან შორს - ეს არის არაორგანული სივრცე, რომელიც ყვავილებთან აშკარა კონტრასტს ქმნის“.
ჩვენ გირჩევთ
შექმენით მარტივი და ორიგინალური დიზაინის ჭაღები საკუთარი ხელით
გთავაზობთ მარტივ და ორიგინალურ გზას იმისთვის, რომ თქვენი ჭაღები განაახლოთ და დრო სასიამოვნოთ გაატაროთ შემოქმედებით პროცესში.
რომელია ის 5 აქსესუარი, რომელიც სახლში აუცილებლად უნდა გვქონდეს?
სახლის დიზაინის შექმნა საკუთარი სურვილების გათვალისწინებით იწყება. სხვადასხვა დეკორატიული ელემენტი თქვენი ხასიათის წარმოჩენას ეხმარება.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7